Monthly Archives: November 2010

არასდროს მითქვამს,მაგრამ მიყვარხარ ♥

მას შემდეგ რაც ჩემი და ფეისბუქის მეგობრობა დაიწყო დასაძინებლად დაახლოებით 2–3 საათზე მივდივარ ხოლმე. ფეხაკრეფით მივიპარები, ჩემს დას თუ გაეღვიძა მტრისას! შევდივარ ოთახში,ვკეტავ კარს,ვწვები ლოგინში და ვიძინებ. ჩემი და აბიტურიენტია, ან თავის ოთახში მეცადინეობს ან სძინავს, დილით ადრეა ხოლმე ასადგომი.

არ მიყვარს მარტო ძილი. მე და ჩემი და ერთ ოთახში ვცხოვრობთ, დასაძინებლადაც ყოველთვის ერთად მივდიოდით. მომენატრა ბალიშებით ჩხუბი,ლოგინზე ხტუნაობა,კამათი უაზრობაზე, ჭორაობა ყველასა და ყველაფერზე, განვლილი დღის დეტალურად განხილვა და დასკვნების გამოტანა. ხშირად გვიჩხუბია, გაბუტულებს დაგვიძნია და დილით აღარაფერი გვხსომებია. ვჭირაობდით ჩვენზე, მისგან დამალული არაფერი მქონია… ეხლა თავისით იმალება ყველაფერი. რამდენიმე დღის შემდეგ ვიგებ ამა თუ იმ სიტუაციას და მოვლენას. ისიც მომენატრა, გაუჩერებლად რომ ყვებოდა ხოლმე რაღაცას, მე გადაბრუნებული ვიყავი, ნახევრად ძილში და მხოლოდ “ხოს” ან “უის” ვიძახდი… ბოლოს ისე მეძინებოდა ვერ ვხვდებოდი ისევ ლაპარაკობდა თუ მასაც ეძინა.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტი არ მქონდა. შესაბამისად ადრე მომიწია დაწოლა, ე.ი ჩემს დასთან ერთად.. ისევ განმეორდა… თვალების დახუჭვამდე ვლაპარაკობდით, უფრო სწორედ ის ლაპრაკობდა და მაშინ მივხვდი,რომ ეს სიტუაცია მომენატრა ^_^

არასოდეს მითქვამს, მაგრამ მიყვარხარ ♥

ის,ვიღაც

მახსოვს პოსტი დავწერე ბლოგერებზე და პირველად სწორედ მაშინ დამიკომენტარა, ერთი ჩემს ბლოგსაც გადახედე შენი აზრი მაინტერესებსო. დამწყები პატარა ბლოგერი მეგონა, ძირითადად სწორედ ეს უკანასკნელები მომართავენ მსგავსი თხოვნით ხოლმე. ბლოგზე შესვლისას აღმოვაჩინე,რომ ავტორი სულაც არ იყო პატარა და მითუმეტეს დამწყები. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ერთ–ერთი სტუდენტი იყო, რომელსაც ბლოგზე განთავსებული ჰქონდა ძირითადად ზოგადი ინფრომაციები სხვადასხვა თემებზე და + საკუთარი აზრი. მოკლედ, ჟურნალისტის ბლოგი იყო და რთული იყო ავტორის გაცნობა მხოლოდ ბლოგის ჩანაწერებით.ფეისბუქზე დავიმატე და მხოლოდ სტატუსებზე, ან კომენტარებში თუ გადავაწყდებოდით ერთმანეთს.ერთი შეხედვით ძალიან მხიარული,უდარდელი ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებდა.მისი გაცნობა ვერის ბაღში, სრულიად მოულოდნელად მოვახერხე. რაღაცნაირად წყნარი და დინჯი ადამიანი აღმოჩნდა (ან უცხოები რომ ვიყავით მაგიტომ), სევდიანი თვალებით. არადა ღიმილი უხდება ^_^

ერთ საღამოს მთხოვა, ჩემს მოთხრობებს გადახედეო.არ ვიცოდი თუ წერდა. მის ბლოგზე იშვიათად შევდიოდი და კატეგორიებს ყურადღებას არ ვაქცევდი.მეგონა ყველა პოსტი ზოგადი იყო, არა და მე როგორც ერთ–ერთ ყველაზე ცნობისმოყვარეს პირადი ინფორმაციები უფრო მაინტერესებდა ^^. ხო და ამ პირად ინფრომაციებს მის ჩანაწერებში წავაწყდი. ვკითხულობდი და ვგრძნობდი,რომ მის სულში ვიქექებოდი და ნელ–ნელა მის სამყაროს ვეცნობოდი. სულ რამდენიმე ჩანაწერი მაქვს წაკითხული. იცით, ეს ადამიანი ნიღაბს ატარებს.არ ცდილობს თავისი პრობლემების სხვებზე მოხვევას, არც თავის განცდებს და გრძნობებს უზიარებს ვინმეს. ერთი შეხედვით უბრალო ბიჭია, მაგრამ თქვენ მის ჩანაწერებს უნდა გადახედოთ 🙂 წერს მარტივად,თავისუფლად და ყველას ენაზე.გადმოსცემს თავის ცხოვრებას შელამაზებულად თავისივე მოთხრობებში და ჩანაწერებში.ნელ–ნელა ვეცნობი მის სამყაროს, შინაგან სამყაროს და სულ უფრო და უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ეს ადამიანი ჩემგან.

 

UPDATE

პოსტის გამოქვეყნებიდან 15–20 წუთის განმავლობაში 3–5 კაცმა მომწერა ლაშაზე წერო ^_^ არ მეგონა ისე თუ მეწერა,რომ ყველა ადვილად მიხვდებოდა ვიზეც იყო საუბარი. ხო და აგერ მისი ბლოგი და გადახედეთ მის პოსტებს,მოთხრობებს და ჩანაწერებს = )) www.lashaqavtaradze.wordpress.com

დასასრულის დასაწყისი

არც თუ ისე დიდი ხანია ჰარი პოტერის ფანებში ვირიცხები. აბიტურიენტობის დროს შემთხვევით შემომეკითხა პირველი და მეორე ნაწილი და მაშინ უკვე სურვილი (უფრო ლომკა) გამიჩნდა,რომ დანარჩენებიც წამეკითხა, თანაც სასწრაფოდ. ერთადერთი წიგნია,რომელზეც ღამეებს ვათენებდი, სამეცადინოს გვერდზე ვწევდი და ვკითხულობდი. ერთადერთი წიგნია,რომლის კითხვის დროსაც კომპიუტერი (ფეისბუქი) არ მახსენდებოდა. უკანასკნელი ნაწილის (ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები) წაკითხვის შემდეგ იმედგაცრუება ვიგრძენი. იმედგაცრუება იმისა,რომ აღარ/ვეღარ წავიკითხავდი და ვეღარ გავხდებოდი ჰარის,რონის და ჰერმიონას ცხოვრების მეთვალყურე, ვეღარ გავიგებდი როგორ გაგრძელდა მათი ცხვორება. ამ წიგნების კითხვის დროს მეც მათთან ერთად ვცხოვრობდი და მათსავით განვიცდიდ ყველა ფაქტს. წარმოსახვაში შექმნილი მქონდა ყველა ის ნიუანსი რომელიც წიგნში იყო აღწერილი. მე ამ წიგნით ვცხოვრობდი.

ამის შემდეგ ყოველთვის როდესაც ერთ–ერთი საყვარელი წიგნის დასახელებას მთხოვდნენ ჰარი პოტერით ვიწყებდი.ამას მოყვებოდა ირონიული სიცილი, უადგილო რეპლიკები და ბოლოს ფრაზა: “შენ ცოტა ვერა ხარ ხო იცი”. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: “წაიკითხე და მიხვდები რატომაც ვარ აღფრთოვანებული”. ვერ ავხსნი რატომ ჩამითრია ასე ძალიან, რამ აღმაფრთოვანა და რატომ გახდა ერთ–ერთი საყვარელი (ყველაზე საყვარელი) ნაწარმოები.

წიგნების წაკითხვის შემდეგ ფილმებს ჩავუჯექი. პირველი და მეორე ნაწილის გარდა არც–ერთი მქონდა ნანახი. ფილმებმა ჩემს თვალში სრული მარცხი განიცადეს! არც–ერთი ნაწილი არ მომეწონა. ნახევარი ამოღებული იყო, ნახევარი გადაკეთებული… მოკლედ, ეს არ იყო ის რაც წარმოდგენილი მქონდა.

მეშვიდე ნაწილისი გადაღება დასრულდა. წიგნის მოცულობის გამო ორ ნაწილად გაყვეს. პირველი ნაწილის პრემიერა თბილისში გუშინ ღამით შედგა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ ეს ფილმი (წინა ნაწილებთან შედარეფით) შედევრია!!! რაღაც–რაღაც პატარა ხარვეზები იყო,მაგრამ დასრულებისას უაზროდ კმაყოფილი ვიყავი. დეტალები, ეფექტები ფილმის ხარისხი… მოკლედ ყველაფრით კმაყოფილი და აღფრთოვანებული ვარ.

სანამ სეანსი დაიწყებოდა ჰოლში პატარა ივენთი გაიმართა. მოსულები იყვნენ ჯადოქრები, ყავდათ ბუ, გველი. წინა საჰარი პოტერო განწყობა სუფევდა. შეგიძლიათ იხილოთ იმედის სიუჟეტი აქ

დარბაზში ძალიან შიანურული სიტუაცია იყო. ყველგან ნაცნობი სახე და ყველა მოსული ერთის სიყვარულით.
ეს იყო დასასრულის დასაწყისი, დასასრულის დასასრული კი ზაფხულში, 3D ფორმატშ გამოვა…

ჩემი პირველი ჯაზ სერია (Poogie Bell Band)

თბილისი ივენთ ჰოლში ჯაზ სერიები იწყება!!!
5 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ, თქვენ გექნებათ საშუალება მოხვდეთ გენიალური შემსრულებლების კონცერტებზე!!!

პირველი სტუმარი, რომელიც 2 დეკემბერს წარსდგება თქვენს წინაშე გახლავთ Poogie Bell Band-ი!!! როგორც ცნობილია Poogie-მ დაკვრა 10 თვის ასაკში დაიწყო და მისი სასცენო დებიუტი 2 წლის ასაკში შესდგა. მისი წარმატებები სულ უფრო და უფრო თვალში საცემი ხდებოდა.სულ რაღაც  5–წლის იყო როდესაც სატელევიზიო შოუებში იწვევდნენ.

Poogie Bell–ი თანამშრომლობდა ისეთ ვარსკვლავებთან როგორებიც არიან: ჰიპ–ჰოპ–ის ლეგენდა Afrika Bambaataa, Force MD’s,  Keith Sweat, SWV, New Edition და Erykah Badu.

2003 წლისთვის Poogie ცნობილი იყო როგორც მუსიკოსი, პროდიუსერი და კომპოზიტორი. სახელი ჰქონდა განთქმული  თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებით და სწორედ ამ დროს გაიცნო მან ხალგაზრდა მუსიკოსი, Kevin Barefoot და Kevin Barefoot. 2 წლის შემდეგ კი მათ გიტარისტი, Juan Vasquez, და კიბორდისტი Howie Alexander, დაემატათ. ასე შეიქმნა Poogie Bell Band და სწორედ ამ ლეგენდარული ბენდის მოსმენის საშუალება გეძლევათ 2 დეკემბერს, საღამოს 8–საათზე, ივენთ ჰოლში.

სიმართლე გითხრათ ჩემთვის, რიგითი თინეიჯერისთვის  Poogie Bell–ის აღმოჩენა, დიდი სიამოვნებაა! მიხარია რომ შევძლებ მის მოსმენას ლაივში! მისი დაკვრის მანერა, ენერგია და რითმები ყველას აგვაცეკვებს  და გადაგვისვრის ემოციების ზღვაში! 2 დეკემბერს ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო დ სასიამოვნო დღე იქნება!

ვისთვისაც  უცნობია Poogie-ს და მისი ბენდის შემოქმედება გადახედეთ მის ვიდეოებს და დარწმუნდებით,რომ მისი მუსიკა განსხვავებული და ყველასგან გამორჩეულია. “მათი უნიკალური „ფანკ–ჯაზ–ჯემი“ არის მუსიკა რომელზეც შეგიძლია იცეკვო, იფიქრო და შეიყვარო” (c) http://liveinjazz.ge

აგრეთვე შეგიძლიათ გადაიწეროთ მისი ალბომებიც

http://liveinjazz.ge/poogie-bell-my-america/

http://liveinjazz.ge/the-poogie-bell-band-get-on-the-kit/

მოუსმინეთ,გაეცანით Poogie Bell-ის შემოქმედებას და ეწვიეთ თბილისი ივენთ ჰოლს, არ ინანებთ!!! გექნებათ საშუალება მიეცეთ თავდავიწყებას და უბრალოდ იგრძნოთ ის ყველაფერი რასაც Poogie Bell გვიზიარებს, იგრძნოთ მისი სამყარო მისივე მუსიკით.

აქვე გაგაცნობთ მცირე ინფრომაციას Poogie Bell-ის ბენდის შესახებ:

Poogie Bell – drums, leader
worked with: Marcus Miller, Erykah Badu, Stanley Clarke.

Bobby Sparks – key, synth
worked with: Roy Hargrove/RH factor, Marcus Miller, Kirk Franklin, George Benson

Michael Patches Stewart – trumpet
worked with: Al Jarreau, David Sanborn, Earth Wind & Fire, Whitney Houston, George Duke

Keith Anderson – saxophones
worked with: Roy Hargrove, Erykah Badu, Al Jarreau, Fred Hammond, Kirk Franklin

სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის

ქალთან დაკავშირებით უამრავი ხუმრობა თუ “მოწოდება” არსებობს, რომლებიც ხშირად შეურაცხმყოფელია ხოლმე (მაგ: ქალი ადამიანის მეგობარია, ქალი ვიცი “კუხნაში”, მოდი ქალო “ნასკი” გამხადე და ა.შ). იტყვით ახლა ხუმრობააოო, ისაო ესაოო, მაგრამ მეც გიპასუხებთ: “ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, მასში სიმართლის მაცვალიც თუ არ იქნებათქო”

ქალი – როგორც პიროვნება აღიარებულ იქმნა შუა საუკუნეებში. მაშინ როდესაც შემოვიდა მზითვის ინსტიტუტი. მანამდე მასზე ყველანაირი უფლება მამაკაცს (მამას,ძმას,ქმარს) ენიჭებოდა. მათ შეეძლოთ მოეკლათ ღალატისთვის, დაეტოვებინათ უმემკვიდრეოთ და მოქცეოდნენ როგორც ნივთს.  მიხედავად იმისა რომ (უკვე ბანალური ფრაზა უნდა ვთქვა) 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ზოგ მამაკაცში ქალის კულტი მაინც არ შეცვლილა. რაც გამოხატულია მასზე განხორციელებული ძალადობით (თუ გინდათ მამაკაცების ნერვულ სისტემას დააბრალეთ ეგრევე მუშტებზე რომ იყურებიან ხოლმე თუნდაც ქალის წინააღმდეგ). ქალისადმი დამოკიდებულება აშაკარად შესაცვლელია. თუმცა ბევრ ქვეყანასთან შედარებით (მაგ: საფრანგეთში ოჯახურ ძალადობას ყოველ ოთხ დღეში ერთი ქალის სიცოცხლე ეწირება) მშვენიერი სიტუაცია გვაქვს. ქართველ კაცებს უყვართ ქალები, ოღონდ ლოგინში და “კუხნაში”.

ქალთა უფლებების და ზოგადად ადამიანის უფლებების დამცველი არაერთი ორგანიზაცია არსებობს. ერთ–ერთი მათგანია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი”

“ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია,რომელიც დაფუძნდა 1997 წელს.”

25 ნოემბერი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა.სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციანმ  “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ  “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის” წიგნის პრეზენტაცია გამართა.

წიგნი,რომელიც უფასოდ გავრცელდება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. მისი მიღება შეგიძლიათ “კონსტიტუციის 42–ე მუხლის” ოფისში. წიგნის მიზანი გენდერული თანასწორობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა. გამოცემა განკუთვნილია ქალბატონებისთვი, თუმცა მათი წაკითხვა მამაკაცებსაც არ აწყენდათ.

წიგნში (და არა წინგში როგორც ერთ–ერთი ორგანიზატორი ამბობდა პრეზენტაციაზე) შესულია ყველა ის იურიდიული საკითხი რაც შეიძლება ქალს დააინტერესოს ცხოვრების განმავლობაში. მიბრძანდით, მიიღეთ წიგნი და გახადეთ ის თქვენი მეგობარი! ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი და მისი დაცვა = ))

ტკივილის მეშინია

მეგონა მხოლოდ სიყვარულის ან  რამე მსგავსი გრძნობის გამოხატვა იქნებოდა სიტყვებით შეუძლებელი. მაგრამ როცა ჩემი ღამის ტკივილი გამახსენდა აქ დაწერა კი არა გამოხატვაც ვერ მოვახერხე. სერიოზულად მეშინია უკვე იმ ტკივილის, რამდენიმე საათი გაგრძელდა მაგრამ დამაპანიკა…

ღამის 3 საათი იყო რომ დავიძინე და 4–სკენ ტკივილმა გამაღვიძა. ძილბურანში ვიყავი და ვერ ვგრძნობდი თავიდან.რომ გამოვფხიზლდი მივხვდი,რომ დამერხა. 5 წუთი ვერ გავჩერდი, ძლივს ვსუნთავდი, მკერდის დაბლა ყველაფერი მტკიოდა, სახეზე ფერი არ მქონდა, სარკეში რომ ჩავიხედე შევშინდი ეგრევე დედაჩემის და მამაჩემის ოთახში შვებოდიალდი შუქი ავანთე და თავზე დავადექი ცუდად ვართქო. როგორც ჩანს სახეზე საშინელი ფერი არ მომჩვენებია, ეგრევე წამოხტნენ და საავადმყოფოში გამაქანეს. სუნთქვის დროსაც მტკიოდა, თან ვერ ვხდებოდი რომელი ორგანო მირხევდა ასე ძალიან, მეგონა მუცელში შიგნით ყველაფერი მტკიოდა. მიმღებში შეშფოთებულსახიანი ექიმები დამხვდნენ. 5–6 კაცი დამეხვია, ზოგი წნევას მიზომავდა, ზოგი ვენებს ეძებდა, ზოგიც სხვა ექიმის მოსაყვანად გარბოდა. ანალიზები ამიღეს, რაღაც გადამისხეს და ტკივილიც გამიყუჩდა.

ცოტა ხანში ქირურგი დამადგა თავს, შარვალი 100–ჯერ გამახსნევინეს და 100–ჯერ შემაკვრევინეს. არ გინდა ეჯაჯგურო ღილებს როდესაც ვენაში რაღაც გაქვს გარჭობილი? ბოლოს ეხოც გადამიღეს და როგორც იქნა მითხრეს რომ კენჭი მქონია ნაღვლის ბუშტში. ისიც მომახსენეს,რომ განმეორებით შემთხვევაში ოპერაციას ვერ გადავურჩები. ღამეც იქ უნდა დავეტოვებინე,მაგრამ ჩემი დაჟინებულით თხოვნით გამომისტუმრეს სახლში.

დილით, ნუ შუადღისას, რომ გავიღვიძე შეშინებული ვიყავი. იმ ტკივილისა მეშინოდა და ეხლაც მეშინია,რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. სერიოზულად დამაფრთხო. აღარ მინდა რომ გამოვცადო.

რა მოხდა ყაზბეგში

ორი დღეა სერიოზულად მიშლის ნერვებს ყველა ვინც ინტერესდება რა მოხდა ყაზბეგში ისეთი,რომ ჟურნალისტებს ბლოგერები შეეზიზღათ. ყველაზე სასწაული თინის სტატუსი და ამ სტატუსის კომენტარები იყო.

თუ ეგრე გაინტერესებთ რა მოხდა ყაზბეგში გვკითხეთ ბატონო ვინც იქ ვიყავით, ან იმ ჟურნალისტებს ვისაც 7   30–ისგან ვერ გაურჩევია და წიგნებზე საუბარს არ დაიდარდოს მოსმენას რომ ამჯობინებს.

კიდევ გაინტერესებთ რა მოხდა? მაშინ მისმინეთ და ცალკეული ციტატების დაკოპირებას შეეშვით. ჯობია ლინკი მიუთითოთ ხოლმე, ეს ისე რომ იცოდეთ რა.

 

როგორც იცით სულ ვიყავი შვიდნი და არა ოცდაათნი. მე, გაბო, გიორგი ოხანაშვილი, ლანდიშა, დავით ჩიხლაძე,ნიკა ყოლბაია და ნუ ბირმანიც ბლოგერებში გადიოდა თუ სწორად მახსოვს. მთელი მგზავრობა ვსაუბრობდით წიგნებზე და ლიტერატურაზე. ამ დროს ჩვენი, უკაცრავად თქვენი, სანაქებო ჟურნალისტები გართულები იყვნენ ვიღაცის ჩაცმულობაზე საუბრით, ვიღაცის სიუჟეტის განხილვით, ვიღაცის სკოლის მოსწავლე ქმარზე ჭორაობით და უარეს ვარიანტში არ დაიდარდოს მოსმენით. დარწმუნებული ვარ იმ მწერლების სახელები, რომლებიც ჩვენი საუბრის დროს ითქვა, არც კი გაუგონიათ. წაკითხვაზე აღარაფერს ვამბობ. რამდენიმე მათგანი (მგონი 2) დაინტერესდა თუ რა ხილი იყო ბლოგი და რას წარმოვადგენდით ჩვენ. დათომ და გაბომ არაჩვეულებრივად აუხსნეს რომ მათგან განსხვავებით ჩვენ არავინ და არაფრი არ გვზღუდავს, ვწერთ ყველაფერს და ხშირად მათზე გაცილებით ობიექტურად ვაფასებთ ამა თუ იმ მოვლენას. რადგან არავიზე დამოკიდებულები არ ვართ და სამსახურის დაკარგვის თუ ფულიანი ბიძიის არ გვეშინია. რა თქმა უნდა ამ დროს ჩემს ბლოგს და იქ ნამოღვაწარს და თუნდაც 1 განხილულ მოვლენას უფრო დავაფასებდი ვიდრე მათ წინასწარ შეთხზულ ზღაპრებს და არ მესმის რამ აღაშფოთა თაზო იმდენად რომ ჩემი გასხივოსნებული სახე წარმოიდგინა.

და ბოლოს მივადექი საკითხს რამაც სრულიად ბლოგოსფერო შეაზიზღა ჟურნალისტებს (პატარა კითხვა მაქვს არ გკიდიათ?). ლიტერატურის განხილვისას გიორგიმ და დათომ განიხლის ერთი პატარა ბავშვის ლექსი სადაც ნახსენები იყო სიტყვები მასტურბაცია და სექსი. ჟურნალისტებს გაუფართოვდათ სახეები გადმოყარეს თვალები, ვაიმე ეს რა გავიგეთო და თავკუდმოგლეჯილები გაიქცნენ ავტობუსიდან და სადღაც ვიღაცასთან (მგონი ბირმანს შეშჩივლეს) გამოთქვეს თავიანთი აღშფოთება თუ შეშფოთება. უკაცრავად და ეს ავოტობუსიდან გაქცევა არ იყო უზრდელობა? თუ რამე არ ესიამოვნათ კიბერზომბებად კი არ უნდა შევერაცხდეთ პირდაპირ ეთქვათ.

თქვენ თუ ამის წაკითხვის მერე ისევ იმ აზრზე იქნებით რომ ბლპოგერებმა ყაზბეგში მივქარეთ და ყველას შევაზიზღეთ ეს სახელი მაშინ თქვენი აზრიც არ მაინტერესებს და მომიტოვეთ და სრულიად გაუგებრებად მიმაჩნიხართ ყველა!

მესმის გაღიზიანდე სიტყვა სექსე (ქართველ ქალს როგორ ეკადრეაბა ამის მოსმეა და მითუმეტეს მასზე საუბარი), მაგრამ კეთილი ინებე და ეს გაღიზიანება გამოხატვე იქვე, იმ ადამიანებთან და არა ჩუმათ ჩურჩულით და სადღაც ვიღაცასთან ინტერნეტში!

 

მე ჩემი ვთქვი. ამის მერე მკიდია ყველა ვინც ვერ გამიგებს და თქვენც მკიდიხართ თუ ვერ გაიგებთ!