განაჩენის მოლოდინში ანუ თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ

გუშინდელის მერე დიდი ამბებია ატეხილი თეუსუში და ფეისბუქზე.
საქმე იმაშია,რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სრულიად დამოუკიდებლად და ყველანაირი უფლებების დარღვევით ბატონმა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა შეუერთდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.თუმცა საბოლოო “განაჩენი” გამოტანილი არ არის. ხვალ, პარლამენტში განიხილება ეს საკითხია და ალბათ  გავიგებთ რას გვიპირებენ.
თეუსუში მომუშავე პროფესორები,დეკნები,ლექტორები რჩებიან უსამსახუროდ.

დავიწყებ იმით,რომ მსგავსი ქმდება და გადაწყვეტილება ჩვენთვის, თეუსუელებისთვის არის თავზე დაჯმა და უფლებების დარღვევა. ფეხქვეშ თელავენ იმ მომუშავე ლექტორებს, სტუდენტებს და ყველას, ვისაც რაიმე შეხება აქვს თეუსუსთან. იკიდებენ ჩვენს,სტუდენტების, ინტერესებს და მოქმედებენ საკუთარი შეხედულებებისამებრ.

რა თქმა უნდა ვიცოდი,რომ ადრე თუ გვიან დაიწყებოდა უნივერსიტეტების შემცირება,რადგან 8+4 გამოცდის ჩაბარებას ყველა აბიტურიენტი ვერ შესძლებს, შესაბამისად უნივერსიტეტებში დარჩება ბევრი თავისუფალი ადგილი. მთავრობისთვის კი სასურველია ნაკლები უნივერსიტეტი,რომელიც თავისთავად ნაკლებ ხარჯებს უდრის. თუმცა, იმედი მქონდა რომ წინასწარ, მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც გაგვაფრთხილებდნენ თავიანთი გეგმების შესახებ, ისევ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეგვეკითხებოდნენ აზრს და ისე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას შეერთება არ–შეერთებასთან დაკავშირებით თუმცა, როგორც ავღნიშნე დაიკიდეს ყველაფერი და ხვალ გვეტყვიან პასუხს.

განაჩენის მოლოდინს ჰგავს, ოღონდ იმ განსხვავებით,რომ ჩვენ არ ვიცოდით განაჩენი თუ გამოჰქონდათ. თეუსუს სტუდენტები მოითხოვენ საკუთარი ინტერესების დაცვას და ამისთვის აქციების გამართვასაც გეგმავენ,თუნდაც არ ჰქონდეს შედეგი.

ჩვენს უნივერსიტეტს თავი რომ დავანებოთ გადავინაცვლოთ თსუ–ს უნივერსიტეში, დავიჯერო იმათთვის სასიამოვნო იქნება შემოხიზნული “სასტავი”? ასე მგონია დაიყოფა ჯგუფებად: “ისინი” და “ჩვენ”.

არ დავიწყებ ამ პოსტში თსუ–ს და თეუსუს შედარებას და დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩამოთვლას. მხოლოდ იმას ავღნიშნავ,რომ მე მიხარია იქ გადასვლა, მაინც ამას ვგეგმავდი პირველი კურსის დახურვისთანავე. თუმცა არანაკლებ მაღიზიანებს ჩემი უფლებების დარღვევა!

P.S სადღაც ერთი კვირაა ისიც გავაცნობიერე,რომ ჩემი ჯგუფი მიყვარს და მიუხედავად ამისა მაინც დიდი სიხარულით შევუერთდები ჯავახიშვილს, უნივერსიტეტს სადა არ მეყოლება ჯგუფი.

10 thoughts on “განაჩენის მოლოდინში ანუ თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ

  1. viko

    natia mesmis tqveni… chvenc ori inglisuris jgufi viyavit, mere zogi wavida , zogma saertod tavi daaneba swavla da darchenilebi pirvel jguftan shegvaertes… chvenc mase vart exla: ertmanets isev pirvel da meore jgufs vuwodebt da sastavebad vart dayofili… magari cudi situaciaa ar gisurvebt igives

    Reply
  2. anna

    დავწყებ იმით., რომ ეტყობა იურისტის მსჯელობა ამ პოსტს :დ შინაარსობრივი მხარე ძაალიან მომეწონა და აღიარე ხო რომ შეეჩვიე ჯგუფს? ;პ იფ იფ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ისა… იურისტობაზე მაქვს პრეტენზია და შესაბამისად…😀
      ხო და ჯგუფსაც შევეჩვიე… იმ დღეს აუდიტორიაში მომიიდა აზრად რომ უკვე შემიყვარდნენ…

      Reply
  3. kevana

    პარლამენტი იხილავს? ჰმ…. აკრედიტაცია ხომ აქვს გავლილი? თუმცა, ეგეც აღარ შველით დღეს…😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აკრედიტაცია გავლილი აქვს. უბრალოდ ამდენი უნივერსიტეტი აღარ სჭირდებათ. და მართლებიც არიან, ყოველ ნაბიჯზე უნივერსიტეტია, მაგრამ ესე უცბად, ყოველგვარი მომზადების და წინაპერიოდის გარეშე… რავიცი,რავიცი

      Reply
  4. Pingback: თეუსუს აქცია ანუ თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ #2 « Siyvarulovna's Blog

  5. najafsandal

    მართალი ხარ, ‘ისინი’ და ‘ჩვენ’ დაყოფა გარდაუვალია.
    მე თსუ–ელი ვარ, სადღაც მე–2 კურსზე ვიყავი, როცა თსუ–ს ფილიალები გააუქმეს–გადააკეთეს და ბავშვების ნაწილი გადმოიყვანეს ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ, ბაკალავრიატი ისე დავამთავრე, მათ ყოველთვის ‘გადმოსულებად’ მოვიხსენიებდით. რატომ, ვერ გეტყვი🙂

    Reply
  6. mary

    სოლიდარობას გიცხადებთ ბათუმის უნივერსიტეტიდან, კარგად გვესმის თქვენი… როდინდელი ამბავია ეგ? თუ ასე გაგრძელდა ხარისხიანი განათლება კი არა, უხარისხოც საოცნებო გაგვიხდება…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ერთი წლის წინანდელი : )
      შარშან ნოემბერში შეგავერთეს.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s