თეუსუს აქცია ანუ თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ #2

როგორც წინა პოსტში აღვნიშნე ჩვენს უნივერსიტეტს გარკვეული საფრთხე ემუქრება. ამასთან დაკავშირებით თეუსუს ეზოში გაიმართა აქცია, მოთხოვნით: “არ გვინდა თსუ”, “ჩვენ გვიყვარს თეუსუ”, ეზოში დაიარებოდა ლოყადაყატული ხალხი, რომლებსაც ეწერათ “I♥‌TEUSU”. მე მესმის მათი და ვუერთდები მათ პროტესტს მხოლოდ იმ საკითხში რომ გადაგვიარეს.

მაგრამ მსგავსი აყალმაყალით და ყვირილით ნამდვილად არამგონია რამეს მივაღწიოთ. მარტივ მაგალითს მოვიყვან: გრეჩიხა და რამოდენიმე ასეული ადამიანი თითქმის 40–დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ ხელისუფლებას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. შედეგი ყველამ მშვენივრად ვიცით. უნივერსიტეტი და მისი შიდა სამზარეულოც თითქმის სახელმწიფოა და სახელმწიფო თავის პოლიტიკას ატარებს.ისევე როგორც სახელმწიფო არ ითვალისწინებს ხალხის აზრს (მაგ: ავტობუსების გაუქმება/შეცვლა), ისევე უნივერსიტეტის ხელისუფლება არ ითვალისწინებს სტუდენტების აზრს (არ შეერთებასთან დაკავშირებით), ანუ მსგავსი გამოსვლებით და წივილ–კივილით შედეგი არ გვექნება უზაააარმაზარი.

თვითმართველობამ გადაწყვიტა ეს ბრბო (მაპატიეთ, მაგრამ თითოეული თქვენთაგანი ბრბოს ნაწილს წააგავდა) სააქტო დარბაზში “შეეყარა” და იქ წყნარად, ყვირილის გარეშე გადაეწყვიტათ ყველაფრი. გადასაწყვეტი თითქოს არაფერია, მაგრამ:  ა) ჩამოსაყალიბებელია რას და რატომ ვითხოვთ; ბ) ჩამოსაყალიბებელია როგორ ვაპირებთ მიზნის მიღწევას; გ) ასარჩევია ჯგუფი რომელიც უხელმძღვანელებს გარკვეული საკითხების მოგვარებას (მაგ: მოლაპარაკებებს); დ) გასაკეთებელი კიდევ ბევრია…

თუმცა,  ჯერ ხომ გამიშვი გამატარე იყო შესვლაზე, შემდეგ დამშვიდდით დაწყნარდის ძახილი… როგორც იქნა ასე თუ ისე ჩაწყნარდნენ და დაიწყო თვითმმართველობის ერთ–ერთმა წევრმა და განგვიმარტა,რომ აქ იმისთვის შევიკრიბეთ რომ ჩამოვწეროთ რას ვითხოვთ და რას ველოდებით, ოღონდ ყაყანის გარეშეო… ბოლო სიტყვები თქვა და უკვე ბაზარი შეიქმნა. ამ ხალხს მოსმენის და საუბრის კულტურა არ გააჩნია. მოდი და ნუ დაუძახებ ბრბოს. ყველა თავისთვის უბერავდა, ყველა თავის გულისნადებს აპროტესტებდა, ზოგი მასხარაობისთვის და გასართობად იყო მოსული….

მოკლედ, ავდექი და წამოვედი. იქ გამჩერებელი ნამდვილად არ ვიყავი, მითუმეტეს ვიცოდი,რომ ვერანაირ გადაწყვეტილებას ბრბო ვერ მიიღებდა. მართალიც ავღმოჩნდი, ხვალაც ანალოგიურს აპირებენ, ოღონდ ამჯერად როგორც გავიგე თვითმმართველობის პრეზიდენტი, შოთა მისაბიშვილი პასუხისმგებლობას იღებს ორგანიზება გაუწიოს ალექსანდრე კვიტაშვილთან და განათლების სამინისტროს წარმომადგენლობასთან შეხვედრას. ხვალ (04.11.10) თეუსუს სტუდენტების სახელით ჯგუფის დელეგატები კითხვებს და წინადადებებს ჩამოაყალიბებენ, ხოლო ზეგ(05.11.10) იქნება ოფიციალური შეხვედრა სტუმრებთან, გაირკვევა თეუსუს საბოლოო ბედი.

მე მაინც წარმატებებს გისურვებთ, მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მინდა თსუ–ში.

6 thoughts on “თეუსუს აქცია ანუ თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ #2

  1. გაბო

    მე ძალიან მომწონს უნივერსიტეტების გაერთიანებების იდეა . არ არის საჭირო ჩვენხლა ქვეყანას ასობით სუსტი და არაფრისმთქმელი უნივერსიტეტი ჰქონდეს. 3-4 ძლიერი უნივერსიტეტი ერთიანი მართვის მოდელით და სტანდარტებით ბევრად უკეთესია . თუნდაც ჩვენი უნივერსიტეტის (ილიას უნივერსიტეტი) მაგალითზეც ჩანს რომ მსგავსი უნივერსიტეტების და ინსტიტუტების გაერთიანება საკმაოდ კარგი შედეგის მომცემია. გირჩევდით იზრუნოთ იმაზე რომ თქვენი დიპლომებიც ანალოგიური სტატუსის იყოს რაც ჯავახიშვილის სტუდენტების.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც მომწონს გაბო უნივერსიტეტების გაერთინება და ნამდვილად გეთანხმები ყველაფერში.
      უბრალოდ, როდესაც ელემენტარულად 4–წლიანი კონტრაქტი გაქვს დადებული და თუნდაც სტუდენტის ინტერესია რომ ისწავლოს თეუსუში მემგონი ამ ყველაფრის დარღვევა არ შეიძლება. ან თუ ირღვევა წინასწარ მაინც ნდა გაგვაგებინონ.
      მე ნამდვილად არ მაქვს პრობლემა და მივესალმები ამ “პროგრამას”, თუმცა ჩმე სუნივერსიტეტში დიდი ამბებია ატეხილი

      Reply
  2. momxduri

    mec ar meqneboda problema iuristi rom vyofiliyavi, adamianurad vivlidi meore korpusshi.. magram aba ekonomistebs gvkitxe ra sasiamovnoa ro igeb maglivshi mogiwevs siaruli.. is, ris gamoc tsu-shi ar chaabare imitom, rom qveynierebis dasaliers ar gindoda siaruli😛

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეგ არავინ იცის ჯერ სად გადაგვასახლებენ. თანაც თუ ჯავახიშვილში მხოლოდ იმიტომ არ ჩააბარე რომ სადღაც ჯანდაბაშია… რავიცი რავიცი…
      ჩემთვის 300 არაგველიც ძალიან შორს არის და 1 საათით ადდრე გავდივარ ხოლმე სახლიდან

      Reply
  3. momxduri

    marto magitom ra.. chemi megobrebi swavloben maglivshi da sul zustad vici, rom ekonomika absoluturad ertnairi nagavia (bodishi sxva araferi momivida tavshi) maglivshic da teusushic..saxelmwifo dafinanseba normaluri rom iyos am qveyanashi, siamovnebit chavabarebdi esm-shi, mitumetes qulebic tavisuflad myofnida. torem sul ar iyo teusu chemi ocnebis universiteti😀 mokled temas gadavuxvie da zustad egre aravin araferi icis. zustad isic ar iyo cnobili, rom gvauqmebdnen, magram axla xo faqtia..
    imashi mec getanxmebi, rom saqartvelos masshtabis qveynistvis absoluturad logikuri gadawyvetilebaa uniebis gaertianeba, ubralod ese shua saswavlo weliwadshi, sxvebis uflebebis shelaxvis xarjze ar unda xdebodes.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გეთანხმები. არ არის აუცილებელი ამდენი სახელმწფიო უნივერსიტეტი, მაგრამ არც ესე ნაჩქარევად ყოველგვარი გაფღთხილების გარეშე გაერთიანებაა სასიამოვნო.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s