უაზრო მოლაპარაკება ანუ თეუსუს თსუ–ს უერთებენ #3

ფეიქბუქზე აქტიური მოწოდებები და “ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ თეუსუელებო” კვლავ გრძელდება. დღეს თეუსუს რექტორი და თვითმართველობის წევრები მოსალაპარაკებლად ბრძანდებოდნენ ბატონ დიმიტრი შაშკინთან. უკან დაბრუნებულებმა სააქტო დარბაზში მოგვიწოდეს და გვითხრეს რომ თეუსუს თსუ–სთან შეერთების საკითხი გადაწყვეტილიაო.

სიტყვით გამოვიდა ბატონი რექტორიც და სიმართლე გითხრათ მისი საუბრიდან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შევძელი,რომ უნივერსიტეტების გაუქმება და სხვა უნივერსიტეტებთან შეერთება ერთადერთი გზა არის ევროპული სტანდარტებისკენ(?!).

2010–2011 სასწავლო წელს ჩვენი უნივერსიტეტი (თეუსუ) გააგრძელებს ჩვეულ მუშაობას, ჩვეულ რეჟიმში, ჩვეული ლექტორებით, მხოლოდ თსუ–ს ლოგოს ქვეშ. მეოთხე კურსდამთავრებულები მიიღებენ თსუ–ს დიპლომს.თუმცა ჩემთვის გაურკვეველია, სტუდენტს,რომელმაც გაიარა აბსულუტურად სხვა საგნები და სხვა პროგრამა როგორ უნდა გადაეცეს სხვა უნივერსიტეტის (თუნდაც თსუ–ს) დიპლომი. ასევე წარმოუდგენელია ჩემთვის ერთი უნივერსიტეტის ქვეშ არსებული ორი განსხვავებული ტიპის იურიდიული ფაკულტეტის არსებობა.

როგორც ზევით ავღნიშნე, ბატონ დიმიტრთან ბრძანდებოდნენ ბ.ნ რექტორი და თვითმართველობის წევრები. ერთ–ერთი მათგანი იყო აქტიური სტუდენტი თამარ შერმადინი, რომელმაც ფეისბუქის საშუალებით დაახლოებით გაგვაცნო ის საკითხები,რომლებიც განიხილეს და რომლებზეც შეთანხმდნენ:

“დღეს დილით 10სთ-ზე(ჩემთვისაც მოულოდნელად) თვითმმართველობის პრეზიდენტი მისაბიშვილი, რექტორი და მე(თამარ შერმადინი-რიგითი სტუდენტი) შევხვდით ბატონ შაშკინს და კვიტაშვილს(თსუ-ს რექტორი). ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის კითხვები, რომელიც ასე აქტუალურია.
1.ოპტიმიზაციის მოტივი-განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, თეუსუ გადაყვანა თსუ-ს ქოლგის ქვეშ რათა თსუ-ს ბიუჯეტიდან ჩვენც გამოგვიყონ თანხა
2. პირადად მინისტრმა მოგვცა სიტყვიერი გარანტია რომ ეს სასწავლო წელი ყოველგვარი ცვლილების(შენობა, ლექტორი, შეფასების სისტემა) გარეშე დამთავრდება. ხოლო მომავალი წლისათვის თეუსუსა და თსუ-ს სპეციალური კომიტეტები იმუშავებენ.
3. ფაკულტეტები რომელიც არ აქვთ-აუცილებლად შენარჩუნდება”

ამ ყველაფრის მოხსენებას სააქტო დარბაზში აპირებდნენ. ჯერ არსებულმა “ბაზარმა” შეუშალა ხელი, შემდეგ ქვევიდან დარეკეს და ჯერ გვთხოვეს შემდეგ მოგვთხოვეს, თუ შეიძლება დატოვეთ მეოთხე სართული, შესაძლოა ჩაინგრესო (?!). უკაცრავად და, თუ ასეთი საფრთხე არსებობს, რა თავებს ვიკლავთ ამ შენობის შესანარჩუნებლად?

საბოლოოდ გამოვიდა,რომ აქციის საფუძველი აღარ არსებობდა, რადგან აღარ იყვნენ ინფორმაციულ ვაკუუმში და დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ რაც უკვე იცოდნენ. ანუ ისევ გაურკვევლობაში ვართ. გარკვეული მხოლოდ ეს ერთი წელია. რა გველის სექტემბრიდან არავინ იცის.

მიუხედავად თითქოს უკვე გარკვეული ყველა უცნობი ფაქტისა, მაინც ვრცელდება შემდეგნაირი ჭორები: “გვაბოლებენ,ჩვენ მაღლივში გადავყავართ”, “თსუ–ს პირველი და მეორე კორპუსებიც გაყიდულია და ისინიც მაღლივში მიდიან”, (მაგრამ ამ მაღლივში რამდენი უნდა დავეტიოთ ვერ ვხვდები), “გაერთიანდება ფაკულტეტები და სწავლას გავარძელებთ ისე,როგორც რიგითი თსუ–ელები”… მოკლედ,როგორც ჩანს ისევ ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ და საითკენაც ქარი წაგვიღებს იქითკენ მივექანებით  “ვითარცა ლერწმის რტო”.

ბატონ დიმიტრი შაშკინს ისე  გამოუვიდა, თითქოს  “სახელმწიფო უნივერსიტეტია და რასაც მინდა და როგორც მინდა ისე ვუზამოო”.

4 thoughts on “უაზრო მოლაპარაკება ანუ თეუსუს თსუ–ს უერთებენ #3

  1. Pingback: Tweets that mention უაზრო მოლაპარაკება ანუ თეუსუს თსუ–ს უერთებენ #3 « Siyvarulovna's Blog -- Topsy.com

  2. Dato

    😦 მოკლედ, ეგ გადაწყვეტილია თუ რა და როგორ იქნება, იმედია ამ კვირას გვაცნობებენ, მაგრამ მგონია, სტუდენტები დაზარალდებიან😦 ნუ, კიდევ უფრო

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რაღაც მომენტში სტუდენტები არ ზარალდებიან. თსუ მარტო სახელით სჯობს თეუსუს, დანარჩენ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
      ერთადერთი ჩვენ რაც გაგვიჭირდება ახალ სისტემაზე მორგება იქნება, თუმცა თავიდანვე მორგებული არავინ მისულა, ჩვენ არც უტვინოები ვართ არც უნიჭოები რომ ვერ ავითვისოთ. ხო და შევხედოთ ამ ფაქტს კარგი თვალითაც

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s