Daily Archives: November 6, 2010

სააბიტურიენტო გამოცდების გაპროტესტება

განათლების სამინისტროს ეს კვირაა სერიოზულად აუმხედრდა ჯერ თეუსუს სტუდენტობა და ეხლა უკვე აბიტურიენტებიც.

როგორც უკვე იცით აბიტურიენტებს სავარაუდოდ მოუწევთ 8+4 გამოცდის ჩაბარება. 8 საატესტატო და 4 ეროვნული მისაღების. მე თუ მკითხავთ სრულიად მისაღებია საატესტატო გამოცდები. როდესაც ბავშვი დადის მთელი 12 წელი სკოლაში და მხოლოდ ბოლო 1–2 წელი გაფართხალდება და მიღებული ცოდნით (რომელიც მალევე აღარ ექნება) მოხვდება უმაღლეს სასწავლებელში, იმას განათლებული ნამდვილად არ ჰქვია და სწორედ მაგის ბრალია უნივერსიტეტებში არსებული “დომხალი”.

ზოგი დამიწყებს იმის მტკიცებას,რომ ადამიანმა უნდა იცოდეს მხოლიდ ის, რისკენაც მიისწრაფის. ანუ სპეციალობის იქით სასაუბრო თემა რომ არ ექნება.

მე ვეთანხმები მოსაზრებას,რომლის თანახმადაც, ადამიანს უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლება. სკოლა ამ განათლების მიღების საუკეთესო ადგილია.თუმცა გარკვეული რეფორმები სკოლებშიც გასატარებელია. 1. უნდა იყვნენ კვალიფიციური პედაგოგები (მსწავლებლის და პედაგოგის მცნებები განსხვავდება); 2. კლასში უნდა იჯდეს 20–25 მოსწავლე; 3. უნდა ხდებოდეს მიცემული დავალების მოთხოვნა და საფუძვლიანი სწავლება; 4. უნდა ტარდებოდეს წლის ბოლოს შემაჯამებელი გამოცდები. სკოლის ასეთი მოდელის მიღების შემთხვევაში, დაწესებულ სავალდებული საატესტატიო 8 გამოცდას არავინ გააპროტესტებდა.

თუმცა, აქ მდგომი 99.9% სრულიად უსაქმური აბიტურიენტია. ადამიანს რომელსაც სწავლა უნდა და არამხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარება, ჩემი დის მსგავსად სახლში იქნებოდა, ოთახში ჩაკეტილი და იმეცადინებდა!

თუმცა მათიც მესმის. მთელი 11 წელი არაფერი უსწავლიათ, ან სწავლობდნენ მხოლოდ ქართულს,ისტორიას,ინგლისურს,შიგდაშიგ მათემატემატიკას,იმ საგნებს რომლებიც სავარაუდოდ გამოადგებოდათ და უცბად აღმოჩნდა რომ აბარებენ ყველაფერს.

მივესალმები მსგავს პროგრამას, ოღონდ უნდა განხორციელებულიყო ამჟამად მყოფ IX–კლასში მყოფ მოსწავლეებისთვის, რადგან მათ ექნებოდათ დრო აეღოთ ხელში წიგნები და თუ არ წაიკითხავდნენ თავში მაინც ერტყათ.

მე მივესალმები განათლებულ სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს. მე მჯერა რომ უნივერსიტეტებში ყოველი ნაკადი გაცილებით განათლებული იქნება ვიდრე წინა წლებში.

 

P.S იმედისგაცრუება საშინელი გრძნობაა და ნუ გამიცრუებთ იმედებს!