სააბიტურიენტო გამოცდების გაპროტესტება

განათლების სამინისტროს ეს კვირაა სერიოზულად აუმხედრდა ჯერ თეუსუს სტუდენტობა და ეხლა უკვე აბიტურიენტებიც.

როგორც უკვე იცით აბიტურიენტებს სავარაუდოდ მოუწევთ 8+4 გამოცდის ჩაბარება. 8 საატესტატო და 4 ეროვნული მისაღების. მე თუ მკითხავთ სრულიად მისაღებია საატესტატო გამოცდები. როდესაც ბავშვი დადის მთელი 12 წელი სკოლაში და მხოლოდ ბოლო 1–2 წელი გაფართხალდება და მიღებული ცოდნით (რომელიც მალევე აღარ ექნება) მოხვდება უმაღლეს სასწავლებელში, იმას განათლებული ნამდვილად არ ჰქვია და სწორედ მაგის ბრალია უნივერსიტეტებში არსებული “დომხალი”.

ზოგი დამიწყებს იმის მტკიცებას,რომ ადამიანმა უნდა იცოდეს მხოლიდ ის, რისკენაც მიისწრაფის. ანუ სპეციალობის იქით სასაუბრო თემა რომ არ ექნება.

მე ვეთანხმები მოსაზრებას,რომლის თანახმადაც, ადამიანს უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლება. სკოლა ამ განათლების მიღების საუკეთესო ადგილია.თუმცა გარკვეული რეფორმები სკოლებშიც გასატარებელია. 1. უნდა იყვნენ კვალიფიციური პედაგოგები (მსწავლებლის და პედაგოგის მცნებები განსხვავდება); 2. კლასში უნდა იჯდეს 20–25 მოსწავლე; 3. უნდა ხდებოდეს მიცემული დავალების მოთხოვნა და საფუძვლიანი სწავლება; 4. უნდა ტარდებოდეს წლის ბოლოს შემაჯამებელი გამოცდები. სკოლის ასეთი მოდელის მიღების შემთხვევაში, დაწესებულ სავალდებული საატესტატიო 8 გამოცდას არავინ გააპროტესტებდა.

თუმცა, აქ მდგომი 99.9% სრულიად უსაქმური აბიტურიენტია. ადამიანს რომელსაც სწავლა უნდა და არამხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარება, ჩემი დის მსგავსად სახლში იქნებოდა, ოთახში ჩაკეტილი და იმეცადინებდა!

თუმცა მათიც მესმის. მთელი 11 წელი არაფერი უსწავლიათ, ან სწავლობდნენ მხოლოდ ქართულს,ისტორიას,ინგლისურს,შიგდაშიგ მათემატემატიკას,იმ საგნებს რომლებიც სავარაუდოდ გამოადგებოდათ და უცბად აღმოჩნდა რომ აბარებენ ყველაფერს.

მივესალმები მსგავს პროგრამას, ოღონდ უნდა განხორციელებულიყო ამჟამად მყოფ IX–კლასში მყოფ მოსწავლეებისთვის, რადგან მათ ექნებოდათ დრო აეღოთ ხელში წიგნები და თუ არ წაიკითხავდნენ თავში მაინც ერტყათ.

მე მივესალმები განათლებულ სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს. მე მჯერა რომ უნივერსიტეტებში ყოველი ნაკადი გაცილებით განათლებული იქნება ვიდრე წინა წლებში.

 

P.S იმედისგაცრუება საშინელი გრძნობაა და ნუ გამიცრუებთ იმედებს!

6 thoughts on “სააბიტურიენტო გამოცდების გაპროტესტება

  1. Stichoza

    გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ აქ მეორე ფაქტორიც არის.. ძალიან არ მსიამოვნებს ამდენი გამოცდა რომ მაქვს ჩასაბარებელი. ნერვებზე მოქმედებს საშინლად. 2 თვეა რაც აბიტურიენტი ვარ და უკვე ზომბს დავემსგავსე…😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეგ იმის ბრალია რომ წინა 11 წელი არაფერი გიკეთებია🙂 მარტო შენ არა, ყველა ეგრეა. ჩემი დაც გუშინ წუწუნებდა, ასე მგონია მეცადინეობის გარდა არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაშიო…

      Reply
  2. temuchin

    აბიტურიენტი ვარ🙂 ძალიან არ მეხატება გულზე ეს გამოცდები თუმცა მიმაჩნია რომ აუცილებელია მისი არსებობა🙂 მე მრცხვენოდა ყველა თავცარიელს უნივერსიტეტში რომ ვხედავდი🙂 აი მაქ მდგომ ახალგაზრდებს სწავლა რომ უნდოდეთ პარლამენტის წინ კი არა ოთახში იჯდებოდნენ და იმეცადინებდნენ🙂 ჰუჰ რამდენი ჩემი მეგობარი იყო მაქ და მე რაებს ვლაპარაკობ :დ და საერთოდ ჩემზე მეტი არცერთს არ გაქვთ საწუწუნო :დ ჯერ 16ის ვარ და უკვე აბიტურიენტი ვარ :დ დანარჩენები 17–19 მაინც ხართ :დ ეგეც რომ არა მე–11–ე კლასი საერთოდ გამოტოვებული მაქ🙂 შარშან მეათეში ვიყავი და წელს მეთორმეტეში ვარ, ექსტერნად ჩავაბარე და მგონი ვნანობ უკვე😐

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აგვიკლო “ბლატაობით”. აბიტურიენტს “მაქ” და “რაები” არ გეპატიება😀 მანდ და რეებს არის სწორი ფორმა😀
      ხო და ნამდვილად საჭიროა ეს გამოცდები, უბრალოდ წლევანდელი აბიტურიენტები მოხვდნენ ცუდად, თითქმის არ ჰქონდათ დრო რომ რამე ესწავლათ.
      შენ კარგ სიტუაციაში ხარ. რადგან ექსტერნად ჩააბარე ე.ი რაღაც ყრია შენს თავში. ხო და ნუ წუწუნებ!

      Reply
      1. Stichoza

        ცდები😀 “რაები” სწორი ფორმაა და ზუსტად “რეები” არის არასწორი🙂

  3. Mari

    ოოო, დავიღალე რა… ყველგან პროტესტი და ჯაჯღანი. გასკდა თავიიიი

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s