გაატარეთ

დიდი ხანია პირადზე არაფერი დამიწერია. პრინციპში დასაწერიც არაფერია. ისევე როგორც ამ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა მეც მივყვები დინებას (მტკვრისას არა). დავდივარ უნიში, რომელსაც ვერ გაურკვევია თსუ–ა თუ თეუსუ, დავდივარ ქუჩა–ქუჩა ოღონდ სახლში არ მივიდე. მივდივარ გაურკვეველ გამოფენებზეც რომლისგანაც შინაარსი ვერ გამომაქვს რადგან ორგანიზატორმაც არ იცის რა რას ნიშნავს. სამაგიეროდ ამ კვირაში ორი კარგი საქმეც გავაკეთე: 1. დავესწარი დისკუსიას ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ; 2. ვიყავი თსუ–ს მსკ–ზე (კავეენზე). სხვათაშორის არ მოველოდი ესეთი კარგი თუ იქნებოდა და დასრულებისას მივხვდი რომ დრო ტყუილად არ დამიკარგავს.

ამ ბოლო დროს ყველაფერი მეზარება. ბლოგ შეკრებებზე სიარულიც კი. თუ შემთხვევით 3–4 ადამიანი შევიკრიბეთ ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს ხოლმე. რაღაც აირია, ურთიერთობებში… ან ძალიან გაითქვიფნენ ერთმანეთში ან ძალიან დაშორდნენ, მოკლედ, რაღაც “ნიტო პონტია”.

ურთიერთობები ვახსენე და მეც არეული ვარ. რა და რატომ მინდა ვეღარ ვხვდები. სულ დავკარგე ჩემი თავი და მგონია რომ სულ სხვა მოქმდებეს და აზროვნებს ჩემს მაგივრად.ზედაპირული გავხდი და ურთიერთობებიც მხოლოდ ზედაპირული მიტაცებს. როგორც კი სიყვარულზე ჩამოვარდება თემა მაშინვე გავურბივარ საუბარს, არ მსიამოვნებს. არ არის ჩემთვის შექმნილი ეს გრძნობა, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც არ მჭირდება.დავიწყე ფიქრი ისეთ რაღაცებზე თვეების წინ თავში აზრადადც რომ არ მომივიდა… მოკლედ, ადამიანები თვალსა და ხელს შუა იცვლებიან.

დღეს იმასაც მივხვდი,რომ სახლში უაზროდ ყოფნისას აბსულუტურად გამოუსედეგარი ვხდები. ენერგია ვაფშე მეცლება და სულ ძილი მერევა. კომპიუტერთანაც თბილი ჟაკეთი მაქვს მოხვეული და მთქნარებ–მთქნარებით ვკრიფავ უაზრო ტექსტს.

P.S მალე ჩემი დაბადების დღე მოდის და უზომოდ ბედნიერი ვარ, მაგას ჰარი პოტერის პრემიერა ემატება და წესით ნოემბრის ბოლო საუკეთესო უნდა იყოს❤

5 thoughts on “გაატარეთ

  1. sunwaited

    “. რაღაც აირია, ურთიერთობებში… ან ძალიან გაითქვიფნენ ერთმანეთში ან ძალიან დაშორდნენ, მოკლედ, რაღაც “ნიტო პონტია”.” –

    ჩემი მოკრძალებული აზრით, უბრალოდ ერთმანეთს მაზოლები ამოუყვანეთ თვალებში დღეში 3ჯერ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ ვერის ბაღში შეკრებით ))

    Reply
  2. Mari

    ძლივს რაღაც ნორმალური დაწერა. მე ასეთებს რომ წერ, ეგ უფრო მომწონს.
    ხომ ვამბობდი, შემოდგომა ყველაფერს აფუჭებს-მეთქი? სულაც არ მიკვირს რომ მასე ხარ. უბრალოდ მოეშვი და დაელოდე, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა, ეხლა არ შევცვლილვარ. ნუ პატარ–პატარა ცვლილებები არ იცვლება

      Reply
  3. vikovikuna

    vkitxulob shens nawers da ase mgonia chemze wer… mec shensavit var, yvelaferi mezareba, yvelaferi momwyinda…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s