50 წიგნი რომელი უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ (მკვდარი მაინ ვერ წაიკითხავ)

კავეენზე ყოფნისას  ერთმა ხუმრობამ მიიქცია ყურადღება, რომელიც სასაცილოსთან ერთად გულის დამწყვეტიც კი იყო: ” ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ, მათ ვხვდებოდით ყველგან, ისინი იყვნენ ჩვენი თანამგზავრები,თუმცა ბოლოს მაინც  გაქრნენ… მაშ, ასე წარმოგიდგენთ  – “წიგნებს”.

თითქოს წლების მატებასთან ერთად ადამიანთა მოდგმა უფრო და უფრო სცილდება წიგნებს. ხშირად მესმის არგუმენტები რომ მათ აღარ რჩებათ დრო. ან კი როგორ დარჩებათ, როდესაც დღის (და ღამისაც) 50% ინტერნეტში ძრომიალს უთმობენ. ხშირად არის ხოლმე პრობლემა: რა წავიკითხო? მეც არაერთხელ ავღმოჩენილვარ მსგავსი პრობლემის წინაშე და ვცდილობ ყოველთვის სხვას დავეკითხო რჩევა და იმ სხვისივე ნათხოვარი წიგნით ვისარგებლო.

წიგნების მაღაზია ბიბლუსი უკვე ნახევარ წელზე მეტია ატარებს გამოკითხვას და ცდილობს შეარჩიოს 50 წიგნი რომელიც ცხოვრებაში უნდა წაიკითხო. გამოკითხულთა რაოდენობამ 8 000 ადამიანს მიაღწია და საბოლოოდ შეირჩა ის 50 წიგნი რომელიც ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს.გამოკითხვა დღემდე გრძელდება და თქვენ გაქვთ შანსი შეიტანოთ თქვენი წვლილი და ურჩიოთ თქვენი საყვარელი წიგნები. გამოკითხვაში მონაწილეობა შეგიძლიათ ამ ბმულზე

“50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ!” – არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც 10–15 წელში ერთხელ მეორდება და სხვადასხვა გამოკითხვებით, სოციოლოგიური კვლევით, ექსპერტთა ანალიზით ყალიბდება ის სია, რომელიც იმ პერიოდის გემოვნებასა და წიგნიერებას ასახავს. ეს პროექტი საქართველოში “მედია პალიტრასა” და “ბიბლუსის” დახმარებით განხორციელდა. შეირჩა და ნელ–ნელა დაიბეჭდება 50 წიგნი რომელიც ადამიანმა უნდა წაიკითხოს.

პრეზენტაცია გაიმართა 8–ნოემბერს, თბილისი ცენტრალში. წარმოდგენელი იყო მედია პალიტრას და ბიბლუსის მიერ უკვე დაბეჭდილი პირველი წიგნი – ბალზაკის “შაგრენის ტყავი”. წიგნის ხარისხმა გამაოცა.სქელი ყდა,შიფტი საკაოდ კარგი ზომის და ადვილად წასაკითხი, მოკლედ ყველაფერია იმისთვის რომ სურვილი გაგიჩნდეთ წაიკითხოთ. ჩემს თაროზე შემოდებული ბალზაკი საოცრად მიმზიდველია = )) რიგში დგას და უნდა წავიკითხო. მუთმენლად ველოდები მეორე წიგნს, რომელიც 15–ნოემბრის მერე გამოვა.წიგნის გამოშვება მოხდება გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად, თვეში 2–ჯერ. რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა და + გამახარა წიგნის ფასი იყო. გაზეთიანად (კვირის პალიტრა) 8–ლარი.

როგორც ბიბლუსის ბლოგზეა (ნახვა) ნათქვამი შერჩეული  50 წიგნი  შეუძლებელია ასახავდეს   მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარ საგანძურს და ვერც ყველას  გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს ჩვენი ქქვეყნის 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საზოგადოების რჩეული 50 წიგნებია, წიგნები, რომელიც  ერთად შევარჩიეთ(ბიბლუსის ბლოგი).

პროექტს აქვს შექმნილი საკუთარი გვერდი ფეიქსბუქზე (დააჭირეთ აქ), სადაც შეიძლიათ გაიგოთ და მიჰყვეთ ყოველ სიახლეს რაც ამ პროექტს უკავშირდება.ასევე შეგიძლიათ აედევნოთ ტვიტერზე (დააჭირეთ აქ).

50 წიგნიდან უკვე ცნობილია პირველი ოცეული:

1. ბალზაკი “შაგრენის ტყავი”

2. ჯეკ ლონდონი “მარტინ იდენი”

3. შოთა რუსთაველი “ვეფხისტყაოსანი”

4. დიუმა “სამი მუშკეტერი”

5. შექსპირი “ჰამლეტი”

6. ჟიულ ვერნი “80000 კილომეტრი წყალქვეშ”

7. ბულგაკოვი “ოსტატი და მარგარიტა”

8. ოსკარ უაილდი “დორიან გრეის პორტრეტი”

9. დიკენსი “დავით კოპერფილდი”

10. რემარკი “ტრიუმფალური თაღი”.

11. მარკ ტვენი – “ტომ სოიერის თავგადასავალი”

12. ბეგბედერი – “99 ფრანკი”

13. სერვანტესი – “დონ კიხოტი”

14. თომას მანი – “ბუდენბროკები”

15. აკუტაგავა – ნოველები

16. ჰომეროსი – ოდისეა

17. ო’ჰენრი – მოთხრობები

18. კონსტანტინე გამსახურდია – “დიდოსტატის მარჯვენა”

19. ედგარ პო – მოთხრობები

20. დოსტოევსკი – “დანაშაული და სასჯელი” ან “ძმები კარამაზოვები”

მე, როგორც რიგითი თინეიჯერი,რომელსაც შეუძლია ზუსტად გაიხსენოს ყველა წიგნი, რომელიც წაკითხული აქვს, ვერ ვიქნები კომპეტენტური და ვერ დავადებ რომელიმე წიგნს ხელს და ვერ გამოვუტან “სასჯელს” უნდა შევიდეს თუ არა იმ წასაკითხ 50 წიგნში. გამოკითხვების დროს მიდიოდა კამათები სხვადასხვა წიგნებზე შესულიყო თუ არა. რამდენიმე ბლოგერმა პოსტიც კი მიუძღვნა, მათგან ყველაზე მეტად ვასასის პოსტი ბიბლიის შესახებ დამამახსოვრდა (ნახვა). საერთოდაც ძნელია შეარჩიო 50 წიგნი რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, რადგან უბრალოდ მივიჩნევ,რომ წაკითხული წიგნების რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა იყოს.

ზემოთ ჩამოთვლილ ოცეულს თვალი,რომ გადავავლე აღმოვაჩინე,რომ მათი ნახევარიც კი არ მაქვს წაკითხული და რაღაცნაირად “გამიტყდა”. თუმცა ძალიან ნასიამოვნები დავრჩი როდესაც უკვე გარკვეულ სიაში ვეფხისტყაოსანი და დიდოსტატის მარჯვენა აღმოვაჩინე. ეს ორი ნაწარმოებია რომლებსაც შედევრებად მივიჩნევ. ბევრისთვის ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი ბანალური და უაზროა, თუმცა ამ ბანალური სიუჟეტის მიღმა მთავარი აზრის და იდეის დანახვა უნდა შესძლოს ადამიანმა. სულ სხვა თემაა აკუტაგავას ნოველები. ვთვლი,რომ მათ წაკითხვას შესაბამისი განწყობა და პერიოდი სჭირდება.ცოტა რთულად გასაგები და აღქმადია. ვერ ვიტყვი რომ მისი წაკითხვა აუცილებელია, მაგრამ ნამდვილად არ აწყენს ადამიანს. რატომღაც  ამ სიაში კარლსონსაც ველოდებოდი. ჩვენი მამების საყვარელ ნაწარმოებს.ზოგს (მამაჩემს) 8–ჯერ რომ აქვს წაკითხული და 9–ჯერ შვილს რომ უკითხავს და  ისევ ისე რომ ხარხარებს.

ჩემი პრობლემა მწერლების არ/ვერ დამახსოვრებაა. ხშირად ნაწარმოების გმირებსაც ძლივს ვიხსენებ და ამიტომ გამიჭირდა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება.ძალიან მინდოდა, რომ ერთ–ერთი ჩემი საყვარელი წიგნი “გაყიდული სიცილი ანუ იკამშე” მოხვედრილიყო. ბევრისთვის მიკითხავს წაუკითხავს თუ არა და პასუხი ყოველთვის უარყოფითი ყოფილა. წიგნი მოზარდზეა, რომელიც ნიძლავს დადებს იკამშესთან (უკუღმა თუ წაიკითხავთ ეშმაკთან). სამწუხაროდ მწერლის არც სახელი მახსოვდა და არც გვარი. ამიტომ ვერ მივაწვდინე ჩემი ხმა პროექტის ორგანიზატორებს.

ასე,რომ თქვენ,ვისაც ჩემსავით ამ ოცეულის ნახევარიც კი არ გაქვთ წაკითხული, გეძლევათ არაჩვეულებრივი შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოთ. შეავსეთ თქვენი პირადი ბიბლიოთეკა და წაიკითხეთ 50–წიგნი რომელი აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული.

39 thoughts on “50 წიგნი რომელი უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ (მკვდარი მაინ ვერ წაიკითხავ)

  1. anna

    50 წიგნი რომელი უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ (მკვდარი მაინ ვერ წაიკითხავ) bolo fraza momewona gansakutrebit 😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აუ პოსტიც წაიკითხე რა. რაღაც დიდი ჩანს და ბევრი ხო არ ვიბოდიალე?

      Reply
  2. ანდან

    კარგი პოსტია, რეალური შანსია ათეულში შესასვლელად, ჩემი აზრით :))
    წარმატებები 🙂

    Reply
  3. Mari

    მშვენიერია. კარგად დაგიწეია ნათ.
    ჰოდა, 50 წიგნი კი არა, რაც მევალება, ის ვერ წამიკითხავს ახლა 😛 ეს, ხუმრობით. ისე კი მართლა დროა დავუბრუნდე მაგ საქმეს.

    Reply
  4. Di@

    ჩამოთვლილი წიგნებიდან 5 მინდა. 1-2-4-8-10 ეს ბოლო წაკითხული მაქვს და რასაც ჰქვია: Must Have-ია ჩემთვის. ისე შემიყვარდა.

    Reply
  5. Di@

    ისე გამოვიდა, თითქოს, სხვები არ მქონდეს წაკითხული. უბრალოდ ტრიუმფალური თაღი მეგობარმა მათხოვა და ისეთი წიგნია, რომელსაც შემიძლია მილიონჯერ დავუბრუნდე, ამიტომ – უნდა მედოს ბიბლიოთეკაში.

    Reply
  6. Pingback: Tweets that mention 50 წიგნი რომელი უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ (მკვდარი მაინ ვერ წაიკითხავ) « Siyvarulovna's Blog -- Topsy.com

  7. Lord Vader

    კარლსონი კი არა “საბავშვო” ნაწარმოებები არათუ 20-ეულში 100-ულშიც არაა. ეს განასხვავებს “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ სიას სხვა ქვეყნების სიებისგან. როგორცმოსალოდნელი იყო ქართული სია ყველაზე სნობური და დაკლიშული გამოვიდა. ესაა და ეს.

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      ხო, მაგ 100-ეულს მეც გადავავლე თვალი. ალბათ იმიტომ რომ გამოკითხვაში მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი რომ საბავშვო ლიტერატურაც უნდა მოხვდეს აუცილებლად წასაკითხ 50-ეულში

      Reply
  8. Zurriuss

    მიყვარს რიცხვი 50. როცა მაგდენი წლის ხდები, იცი, რომ სიკვდილს მაქსიმუმ სანახევროდ მიუახლოვდი. როცა მაგდენი კილო ხარ, მაშინაც სიკვდილს სანახევროდ უახლოვდები, ხოლო როცა მაგდენი და ზუსტად ის 50 რჩეული წიგნი გაქვს წაკითხული, მოკვდი, აბა მეტი რაღა დაგრჩენია.
    დაე, მიეცი ნება მათხოვრებს, შენი საფლავიდანაც მოიპარონ კვერცი ხა პასკა, უჰ!

    Reply
  9. nana

    is wigni, rom vwr gaixsene krukis “tim taleri anu gayiduli sicilia’. dzalian kargi wignia, getanxmebi. bavshvobashi xshirad vkitxulobdi. 🙂

    Reply
  10. nana

    დიდი მადლობა, რომ თიმ ტალერი და ბარონი იკამშე გამახსენე. “ადამიანის გარდა დედამიწაზე სხვაც ბევრი ცხოვრობს, სასაცილოზე გაცინება მას ძალუძს მხოლოდ”. 🙂 ისე მეც პირველად შემხვდა ადამიანი, ვისაც ეს წიგნი აქვს წაკითხული, ეტყობა საქართველოში მცირე ტირაჯით გამოსცეს. ავტორი ჯეიმს კრუკია.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გამიხარდა რო გამახსენე ავტორი. პრინციპში არც ვიცოდი.ძალიანა დრე წავიკითხე,ბავშვი ვიყავი. მიხარია რომ კიდევე რთი გამოჩნდა ვისაც ეს წაკითხული აქვს ^_^ მართლა არაჩვეულებრივი იდეის მატარებელია ეს წიგნი და კარგი იქნება ბევრი მზოარდი თუ წაიკითხავს

      Reply
  11. nana

    მოზარდებს არ “მწვანეთითება ტისტუ” აწყენდა. ბრწყინვალე წიგნია.

    Reply
  12. Nino

    ,,თიმ ტალერი ანუ გაყიდული სიცილი” ძალიან კარგად მახსოვს, ბავშვობაში წავიკითხე, დიდი ამბით წამოვიღე ბიბლიოთეკიდან და ძალიან მიყვარდა… 🙂 ახლა რომ გამახსენეთ, ძალიან სასიამოვნო მოგონება იყო.. მადლობა..:) (ისე ჩემთვის ,,პატარა უფლისწულია” ის წიგნი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს სანამ ცოცხალია და თან ერთხელაც არ არის საკმარისი)…

    Reply
  13. Kate

    Waime mec dzalian adre makws cakitxuli gayiduli sicilii ! Martla dzalian kargi cingia da me megona marto me mkonda cakitxuli)) martla wisac wkitxe arawis ar konda cakitxuli da exla ak ro dacereett gwakws cakitxuliiio dzaliaan gamixardaa ❤

    Reply
  14. ten minutes older

    გამსახურდიას და დიუმას ჩადება must read წიგნებში ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია.

    პოსტი მომეწონა, კარგად არის დაწერილი!

    Reply
  15. pavle

    ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”, მე გამაოცა.. ყველაზე მაგარი სიტყვები, რომ სიყვარული არსებობს… მარგალიტა… ყველას ვურჩევდი ეს წიგნი წაიკითხოს, მართლა სანამ მოკვდება. უკარგესი აქციაა 50წიგნი… უზარმაზარი მადლობა “მედია პალიტრასა” და “ბიბლუსის”!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჯერჯერობით ვერ ნახავ, ისევ მიმდინარეობს გამოკითხვა და სია დგება : )

      Reply
  16. Sofo

    აქედან უმეტესობა კი არა ძაან ცოტა მაქ წაკითხული მარა ამათ გარდა სხვა ბევრი წიგნი მაქ წაკითხული და ამათ შორის გურამ ფანჯიკიძის ”სპირალს” მოვახვედრებდი.

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        1 წელზე მეტია გასული და ეგ “ც” ეხლა შევნიშნე მეც :დ

  17. mariam jinjikhadze

    dzaan kargi proeqtia,dzalian bevri wignia qveynad ,gansakutrebit minda am wignebs shoris data tutashxia moxvdes .
    gide mopasanis wutisofeli ,parizis gvtishoblis tadzari …

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მოპასანის ლამაზი მეგობარი მოხვდა რომელიც დღეს გამოვიდა :>

      Reply
  18. ირინა

    მანდიდან 18 მაქვს წაკითხული “ძმები კარამაზოვების” და “დორიან გრეის” გარდა. დორიან გრეი ვიყიდე ჯერ კიდევ შარშანდელ წიგნის ფესტივალზე, მაგრამ რაღაცნაირად ვერ დავიწყე, არადა ცხრაასი წიგნი წავიკითხე მას მერე. მიდევს დამტვერილი, “კარამაზოვებიც” მიდევს, მაგრამ გული არ მიმიწევს წასაკითხად. დანარჩენი, აკუტაგავა ძალიან მაგარია და დანარჩენები აი ჰა და ჰა, 15-16 წლამდე უნდა წაიკითხოს ადამიანმა, სხვა ასაკში ვეღარ… რა ვიცი, მე მაგ დროს წავიკითხე და ეხლა თოფით რომ დამადგე “ბუდენბროკებს” ვეღარ წავიკითხავ ვერაფრით.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე არ მაქვს წაკითხული ძალიან ბევრი :უსერ: და გული მწყდება :/
      აკუტაგავა ვერ დავამუღამე. და დორიანი დავიწყე და შუა გზაში მივატოვე. ერთადერთი წიგნი რომელიც მივატოვე შუა გზაში. თავისთავზე შეყვარებული იდიოტია დორიანი და ნერვებს მიშლიდა :დ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      სამწუხაროდ ვერ. ვცადე წამეკითხა მისი მოთხრობები მაგრამ ჩემთვის დამღლელი და უინტერესოა 😦

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s