“გაფუჭებული საქმე”

დიდი ხანია არაფერი დამიპოსტავს/დამიწერია.

მიყვარს წერა მაშინ, როდესაც რაღაცას ვაშავებ (როგორც გრინ მარი იტყოდა–ვაფუჭებ). ხო და ეხლა ზუსტად ე სიტუაციაა. თუმცა დასაწერად არ გავრისკავ🙂 საკმოად ბევრმა ნაცნობმა (არაბლოგერმა) იცის უკვე ჩემი ბლოგი და საშიშია, რა იცი რა ხდება…

TBC სმარტ კლუბმა ბლოგერების კონკურსი გამოაცხადა და ერთი დღე მათხოვრად ვიყავი ქცეული. პრინციპში შედეგი ჰქონდა 69–like–მდე ავედი. მთლად i-pad–ის იმედი არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა სმარტ ბარათის და ზედ დარიცხული 5000 ქულის მოგება. სხვათაშორის შეგიძლიათ დამეხმაროთ.   http://apps.facebook.com/smartblogger/list.php ამ ლინკზე მიბრძანდით, მოძებნეთ ნათია დემეტაშვილი, გახსენით პოსტი და პოსტის ბოლოს like მიეცით. ვისაც არ დაგეზარებათ წინასწარ დიდი მადლობა.

როგორც იქნა ვიშოვე სტენდალის წითელი და შავი (ფსიქემ მათხოვა) და კითხვაც დავიწყე. ოღონდ, სახლში ვერ ვკითხულობ, რადგან კომპიუტერი მეგულება. გარეთ, სადმე მყუდრო ადგილას ჩამოვჯდები და სიამოვნებით ვუთმობ რამდენიმე საათს.

აქტიურად დავიწყე წუწუნი სამსახურზე, მაგრამ არავინ მისმენს და არავინ მასაქმებს. არაუშავს, მობეზრდება ალბათ ვინმეს ჩემი წუწუნი და მეც მომხედავს და დამასაქმებს (იმედებს ნუ გამიცრუევბთ).

უნივერსიტეტში ერთი შუალედური ძლივს ჩავასრულე, მალე მეორე მეწყება.თანაც იანვრიდან თსუ–ს სისტემით უნდა ვისწავლო და რა და როგორ იქნება აზრზე არ ვარ.

ამ ბოლო დროს ისიც შევამჩნიე რომ სახლში გვიან მოსულს აღარ მეჩხუბებიან და მიხარია.

 

არა და New post–ის ფანჯარა იმიტომ ავხსენი,რომ დღევანდელ “გაფუჭებულ საქმეზე” მელაპარაკა, თუმცა ამის დროც მოვა…

 

 

6 thoughts on ““გაფუჭებული საქმე”

  1. Stichoza

    ანუ ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ყურადღება გაფუჭებულ საქმეზე გადაგვატანინე და თვალსა და ხელს შუა ბლოგის დალაიქების შესახებ თხოვნა შემოგვაპარე🙂
    თუ ახალგაზრდა, ენერგიული და კომუნიკაბელური ხარ სამუშაოს დაწყებას რა უნდა.. ვაკანსიაგამოცხადებულ კომპანიების მეტი რაა…🙂 ესეც ერთგვარი წარეკლამება🙂 არ მიწყენ იმედია.. თუ გეწყინება დაე წაშალე, შენი ნება არს!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      😀😀 არა და ძალიათ არ მინდოდა, ეგრე დაემთხვა😀
      იმ რაღაც საქმეზე უნდა დამეწერა და იმ მიზეზის გამო რაც პოსტშია გადავიფიქრე. ხო და გადავხედავ მე მაგ ვაკანსიებს :))

      Reply
  2. vikovikuna

    ძალიან მინდა დაგეხმარო, რამდენჯერმე კიდეც შევედი დალაიქებისთვის, მაგრამ ისეთ თემაზე გაქვს დაწერილი, რომ ხელი არ მაძლევს დალაიქების უფლებას… იქნებ სხვა თემა აგერჩია, არც ეხლაა გვიანი, აი მაშინ კი მართლა დაგეხმარებოდი, თანაც რამდენიმე ლაიქით:*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s