მეგა მეგა მეგატვინი…

გუშინ საღამოს ფეისბუქზე PM მივიღე სადაც იუწყებოდნენ, რომ კინო რუსთაველმა მიმიწვია მეგატვინის სეანსზე,როგორც ერთ–ერთი ბლოგერი.

“გამარჯობა ნათია!

შაბათს, დილის 11:20 საათზე, კინოთეატრი “რუსთაველი” იწვევს რამდენიმე ბლოგერს პატარა ივენთზე. ბლოგერების სია შეადგინა თვითონ კინოთეატრის ადმინისტრაციამ, სიაში მოხვდა შენი ბლოგიც”

საერთოდ მულტფილმები ძალიან მიყვარს და ხშირად ვუყურებ. მაგრამ რატომღაც თანამედროვე მულტფილმებს (ახალგადაღებულებს) არ ვწყალობ,სურვილიც არ მიჩნდება,რომ ვნახო. გუშინდელ PM-ს მაინც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი რა მიდიოდა.

სახლში მოსულმა ინტერნეტში დავიწყე ძებნა მეგატვინის, მაგრამ რადგან ვიცოდი,რომ რუსთაველის მიერ ბლოგერების მიწვევა კინობლოგის დამსახურება იყო ინფორმაციაც ამავე საიტზე მოვძებნე.

ანოტაცია:მეგატვინი მეტროსიტის მთავარი ანტიგმირია,რომელიც ყველანაირ ძალღონეს ხმარობს ქალაქის დასამორჩილებლად, რაც მას არაფრით არ გამოსდის, რადგანაც მისი მოწინააღმდეგე ყველასათვის საყვარელი “მაჩომენია” -ქალაქის ნებიერა გმირი. მაგრამ ერთ დღეს შემთხვევით მეგატვინის ბოროტი გეგმა ამართლებს და ის მეტროსიტის და მსოფლიოს დაიმორჩილებს, თუმცა ხვდება თუ რა ცუდად მოიქცა და  ცდილობს გამოასწოროს საკუთარი შეცდომა.

წყარო:  www.kinobloi.ge

გადავავლე თვალი ტრეილერებსაც

მიუხედავად იმისა რომ სახელით დიდად ვერ მოვიხიბლე (მეგატვინი) ტრეილერმა დამაინტერესა, უკვე სურვილიც გამიჩნდა რომ მენახა და არც მინანია. ნამდვილად ღირს წასვლა. მთლიანი შინაარსის მოყოლას არ ვაპირებ, აღარ დაგაინტერესებთ, უბრალოდ ერთს ვიტყვი რომ ამ მულტფილმში იყო ერთი ფრაზა: “ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის” (ზუსტად ციტირება აღარ მახსოვს,მაგრამ ამ შინაარსს ატარებდა) და ძალიან მესიამოვნა. ბავშვებს უჩნდებათ აზრი რომ ბოროტად ან კეთილად არავინ იბადება. ყველაფერი მათ სურვილზე და თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.

მოკლედ, უყურეთ და არ ინანებთ =))

3 thoughts on “მეგა მეგა მეგატვინი…

  1. vikovikuna

    საინტერესო იქნებოდა… თანაც კარგ გარემოცვასთან ერთად ყოფნა მაგარია

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s