ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ

რამდენიმე დღეა იძახიან ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართო. ცდილობენ ისინი რაღაც სექტისმაგვარ ჯგუფში გააწევრიანონ და შეშლილებად მონათლონ. ნუ ჯანდაბას შეშლილები ვიქნებით, მაგრამ ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ. თქვენ თუ არ გიყვართ სხვები ეგ არ ვიცი = ))

ყველაფერი ანას მარტივი პოსტით დაიწყო ფეისბუქზე, ბლოგერების ჯგუფში:

 

შევთავაზე, მოვალ და დაგეხმარებითქო. ადოც ამყვა და მეორე დღეს უნდა მივსულიყავით ანასთან მხოლოდ და მხოლოდ ბლოგის დიზაინის შესაცვლელად. მაგრამ.. მე და ანოს კნუტი და გრინ მარიც აგვყვა, მერე ვაშლი და ბექა და ანასთან მისულებს სულ არ გავხსენებია ბლოგი და მითუმეტეს მისი დიზაინი. ვწუწუნებდი რამე გავაეთოთ უაზროდ ვზივართქო მაგრამ იმ უაზრო ჯდომაში დიდ სიამოვნებას, სითბოს და სიყვარულს ვიღებდი.

 

ისინი ჩემი მეგობრები არიან, ადამიანები რომლებიც მიყვარან და რომლებსაც ვუყვარვარ (მგონი). უბრალოდ ჩვენ საერთო სახელი – ბლოგერები გვქვია. ეს სახელი არაფერს ცვლის. არ ცვლის ჩვენს გრძნობებს ერთმანეთის მიმართ და არც დამოკიდებულებას.
საღამოს ალუკარდიც გამოვიდა. ბავშვები ღამეც დარჩნენ ანასთან. მე გრინ მარი და კნუტი წამოვედით (დაჩაგრულები მშობლებისგან).მაგრამ, მარისგან განსხვავებით მე და კნუტი ისევ ანასთან ვიყავით. მერე რა რომ ისანში ლამის დავიკარგე🙂 მაინც ხომ მივაგენი.

ძალიან საყვარლები იყვნენ ახლადგაღვიძებულები, ჯერ რომ ვერ აზროვნებენ და მაინც რომ უხარიათ შენი დანახავა❤ თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ვგრძნობ სიყვარულს. ე.ი ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ.

დიდად არ გვიგიჟია, თავზე არ დაგვილეწია მთელი სახლი. წყნარად და ჭკვიანად ვიჯექით🙂 ვიდეოს ვაკეთებდით. ხანდახან რაღაცაეებს ვსულელეობდი, ან მთლიანად ვსულელობდით.საღამოსთვის კაი “ფილმიც” გამოგვივიდა🙂

 

ძალიან ძალიან მიყვარხართ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ბლოგერები ხართ, სექტანტები თუ სატანის ცოლები და კახპების დედოფლები😀

16 thoughts on “ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ

  1. anna

    ძალიან ძალიან მიყვარხართ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ბლოგერები ხართ, სექტანტები თუ სატანის ცოლები და კახპების დედოფლები

    satanis colis komentari esachiroeba am yvelafers😀

    mec miyvarxart ganurchevlad :P:****

    Reply
  2. Mari

    ააააააააააააააააააააა, ვაიმეეეე, ახლა გული დამარტყამს.
    მეც მიყვარხართ თქვე სატანის ცოლებო :))))) მართალია ვერ მიტანთ, სულ ნერვებს რომ გიშლით და რაღაცებს გირახუნებთ თავში, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მწვანე არსება ვარ და სხვანაირად არ შემიძლია.

    Reply
  3. ჭინკა

    რა საყვარელი პოსტია..
    ადამიანებს ვიღაც უყვართ ვიღაც არ მოსწონთ და არ უყვართ.. თქენ ადამიანები ხართ, ერთმანეთის მეგობრები, გიყვართ ერთმანეთი და უბრალოდ ერთი რაღაც გაერთიანებთ! ბლოგი! ამან გაგაერთიანათ და აქედან წარმოიქმნა სიყვარულიც :*
    მე ძალიან მიყვარხართ მართლა ოღონდ და ყოველდღე ვერ გნახულობთ და ვერც ვერავისთან ვრჩები მაგრამ ეგ არ მიშლის იმაში ხელს რომ კარგი ადამიანები მიყვარდეს. რა მნიშვნელობა აქვს.. ბლოგერია თუ არა? მე ის ბლოგის დახმარებით გავიცანი. ესაა და ეს.
    ბლოღერნ !:*

    Reply
  4. knuti

    სატანის ცოლის კომენტარეი დადოოოს :დ

    მეც მიყვარხართ :შ

    სულ რაოდენიმე ადამიანის გაცნობის გამო ღირდა ამხელა მოდებილო ბლოგერების სექტის ატანა და ამ რამოდენიმედან კიდევ უფრო ცოტა დღეს და გუშინ მყავდა ძალიან ახლოს…❤

    Reply
  5. egoisti

    კიი .. გვიყვარს ერთმანეთი .. უბრალოდ ხანდახან ჩემნაირი სწერვები გამოერევიან ხოლმე და … :)))
    მიყვარხარ !

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სწერვა არა, ეოისტები😛
      და ეგ ეგოისტობაც არ ნიშნავს,რომ არ გვიყვარს ერთმანეთი.
      ხო და მიყვარხარ :*

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s