ბედნიერი ვარ!

მთელი 364 დღე ველოდები ხოლმე.

ყველაზე ძალიან მიყვარს. ახალ წელზე მეტად, ნებისმიერ სხვა დღესასწაულზე მეტად (აღდგომა არ ითვლება). წელიწადში ერთი დღე ვგრძნობ,რომ ის დღე ჩემია. სულ რომ ჩვეულებრივად ჩაიაროს, სულ რომ არაფერი მოხდეს, სულ რომ არავინ დამირეკოს და 1 სმს–ც არ გამომიგზავნოს მაინც ბედნიერი ვიქნები. მთელი 24 საათი სულით ხორცამდე განვიცდი და შევიგრძნობ ხოლმე ამ ბედნიერებას. არ მეგულება ადამიანი ვისაც საკუთარი დაბადების დღე ისე უყვარს როგორც მე ჩემი.

მთელი 19–წელი გავიდა რაც პირველად მოვრთე ღნავილი და ფილტვებში ჰაერი ჩავუშვი.როგორც ამბობენ ლამაზი ბავშვი ვიყავი ^_^ (არც ეხლა ვარ ცუდი).მგონი არ ვყოფილვარ ცუდად აღსაზრდელი და გასაზრდელი🙂 იზრდება და ვირდებაო ხომ გაგიგიათ, ხო და ჩემზეა ნათქვამი. პრინციპში მომწონს მე ჩემი თავი, ხასიათი = )

ზოდიაქოთი მორიელი ვარ. დიდად არ ვენდობი და არ მჯერა მაგრამ თუ ჩამივარდა ხელში ვკითხულობ ხოლმე, ისე ცნობისმოყვარეობის გამო. სხვათაშორის ბევრი რამ ემთხვევა. რამდენიმე პოსტიც მაქვს ამაზე დაწერილი და გამეორებას აღარ ვაპირებ.

ყოველ წელს ვგრძნობ, რომ რაღაც მემატება თავში ან ტვინის ხვეულებში რომელიც საერთოდ არ ვიცი გამაჩნია თუ არა. გასულ წელს რომ ვუყურებ მეღიმება და ვფიქრობ რა სულელი ვიყავი–მეთქი, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ერთი წლის მერეც იგივეს ვიტყვი და ასე გაგრძელდება ყოველთვის… სამაგიეროდ ეს იმის ნიშანია, რომ ვიზრდები, რომ ერთ ადგილზე (“დონეზე”) არ ვარ გაყინული, რომ ვვითარდები!

 

მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ბედნიერი ვარ! ხო და თქვენც გილოცავთ ჩემს დაბ.დღეს. აბა წარმოიდგინეთ რა იქნებოდა მე რომ არ ვყოფილიყავი თქვენს გვერდით😛 ნუ ისეთი არაფერი მაგრამ, ბევრი რამ ხომ სხვნირად იქნებოდა?

14 thoughts on “ბედნიერი ვარ!

  1. ჭინკა

    კი გეთანხმები
    სხვანაირად იქნებოდა
    და გილოცავ დაბადების დღეს! ვერვიტან ბანალურ მილოცვებს და რაღაც მაგრამ
    ყველაფერს ჯობია მოკლე მაგრამ გულწრფელი იყოს :*

    Reply
  2. egoisti

    აქაც გილოცაავ :*
    ამ პოსტით დავასკვენი, რომ ცემზე ეგოისტი ხარ : )))
    მიყვარხარ

    Reply
  3. siyvarulovna Post author

    ეს კომენტარებიც როგორ მაბედნიერებს❤
    მადლობა ხალხ :*
    ეგოისტ, მეც არ ჩამოგივარდები ეგოისტობაში, მართალი ხარ :))

    Reply
  4. alleskreativ

    გილოცავ! :*

    ხშირად ამბობენ არ მიყვარს ჩემი დაბ.დღეო.რატომღაც არ მჯერა!რატომ არ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი დაბ.დღე!
    ჰოდა კარგია,რომ გიყვარს შენი დაბ.დღე. და კიდევ ერთხელ გილოცავ და ყველაფერ კარგს გისურვებ!! მიყვარს შენი ბლოგი!! ^_^

    Reply
  5. sunwaited

    ულევ ბედნიერებას გისურვებ )) შენ დაისახურე ჩემი კეთილგანწყობა მიუხედავად ყვეალფრისა და დღეს უკვე ძალიან მიყვარხარ )) :* :* :*

    წარმატებული ქალი ყოფილიყავი )) :* ამაში ყველაფერი იგულისხმება )) :*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s