ბილაინის ტური და ჩემი დაბ.დღე ყაზბეგში

ბილაინი ერთ–ერთი (მგონი ერთადერთი) კომპანიაა, რომელმაც აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა სოციალური მედიის წარმომადგენლებთან, კერძოდ ბლოგერებთან.

ჯერ იყო და სინგულარ ჯგუფს პარტნიორობა მხოლოდ ბილაინმა შესთავაზა ტვიტერთან დაკავშირებით (პოსტი), ტვიტერს ფეისბუქიც მოყვა (პოსტი) და დღეს ბილაინმა უზრუნველყო გასვლითი ტური ყაზბეგში. სადაც გაიხსნა ბილაინის ახალი საბაზო ზონა. დღეიდან ყაზბეგის მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს ბილაინის მომსახურეობით და სხვადასხვა ტარიფებით.

ბლოგერების შერჩევა რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდა. დაახლოებით 10 ბლოგერი შეირჩა. მაგრამ რაღაც გაურკვეველი პრობლემის გამო ვერ მოხერხდა მათთან დაავშირება. მეც გუშიან გვიან ღამით (3 საათზე) ბირმანისგან შევიტყვე, რომ თურმე სიაში ვარ და რომ არა ჩემი აქტიურობა და გაუთავებელი კითხვა “ვინ მიდის ხვალ ყაზბეგში” ალბათ ვერც გავიგებდი,რომ თურმე მიწვეული ვყოფილვარ. რაღაცნაირად სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც გაფასებენ და ასე თუ ისე შენი აზრით(ბლოგზე პოსტი რომ დაიდებოდა იცოდნენ,  პოსტი კიდევ აზრს ნიშნავს) ინტერესდებიან.

9–საათზე ბილაინის ოფისთან შევიკრიბეთ და ყაზბეგისკენ დავიძარით. გზაში ტრადიციულ (მედია) და ზე–ტრადიციულ (პრესა) ჟურნალისტებთან გვქონდა “სიტყვით გამოსვლა” და ახსნა ბლოგის და ზოგადად სოციალური მედიის მნიშვნელობის და სარგებლობის შესახებ.ამ ლაპარა–ლაპარაკში კიდევ უფრო დავაფასე ჩემი “მოღვაწეობა” ბლოგზე და მთლიანად ჩემი ბლოგი კიდევ უფრო შემიყვარდა. მერე რა რომ დღიურის ჩანაწერებით არის სავსე, ხანდახან საინტერესო მასალებსაც ხომ ვწერ და განვიხილავ ხოლმე?

გზად გუდაურის ხედები და მჟავე წყლები გავიარეთ. უკვე საკმაოდ გაყინული იყო და სრიალ–სრიალით ავდედით და ჩავედით. ყაზბეგში პირველად ბილაინის ბაზას ვესტუმრეთ და ოფიციალურად ჩაირთო (გაბომ ჩართომ) ბილაინის ანძა. როგორც ავღნიშნე, ყაზბეგის მოსახლეობა დღეიდან უპრობლემოდ მოიხმარს ბილაინს და სამომავლოდ მისი დაფარვის ზონა მთლიანად საქართველოში გავრცელდება.

მოვინახულეთ გერგეთის სამებაც. ამ ადგილას როდესაც არ უნდა ახვიდე ყოველთვის თოვლიანი მთები შეგეგებებიან და ღიმილით გადმოგხედავენ სადღაც ზევიდან. ულამაზესი ადგილია. მერე რა რომ ყოველთვის ცივა და ყოველთვის არის შანსი რომ გაიყინო.

ტური სასიამოვნოდ და მშვიდოაბიანად დასრულდა. რაც მთავარია ბილაინი აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს ბლოგერებთან და სხვადასხვა კონკურსი შესთავაზოს მას. კარგი იქნება სხვა კომპანიებიც თუ მიბაძავენ. აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ ბილაინით მაგრამ სახლში მოსულმა სატარიფო სქემას გადავავლე თვალი და გულით შემშურდა. ჩემს ნომერს ვერ ველევი, თან 177 წუთი მაქვს დავალიანება და მაინც ვერ ველევი, თორემ კი აიღებდა კაცი ბილაინის ერთ კარგ ნომერს.

ექსკურსიიდან დაბრუნებულებმა მე, გაბომ, დათომ, ლანდიშამ და ხახიტომ GUINNESS–ში შევიარეთ, ლუდი დავლიეთ, სასიამოვნო მუსიკას ვუსმინეთ და დავიშალეთ.

მშვენიერი დღე გამოვიდა და მშვენივრად შევხვდი ახალ მე–19 წელს :))


12 thoughts on “ბილაინის ტური და ჩემი დაბ.დღე ყაზბეგში

  1. anna

    mshvenieri eqskursia gamogsvliat fotoebidan da rac gavige dges aris is, rom ulise varskvlavi bichi yofila :d gogo megona :, ar damitvalierebia profilis fotoebi da tagebma gamaoca 😀

    Reply
  2. LiLaC

    უჰ, მშვენიერია : )) ოღონდ 19-ე კი არა მე-19 (მაინც ეს ვითომ ჟურნალისტის გული რა არის, რაა :დ:დ)
    ხოდა, გიორგი მართლაც უსაყვარლესია ❤

    Reply
  3. knuti

    მჟავე წყლები კი არა–ვეძა, გერგეთი კი არა–გერგეტი :შ

    კიდევ გილოცავ დაბ.დღეს ❤ განსხვავებულად გამოგივიდოდა აღნიშვნა ^_^

    Reply
  4. Mari

    ამ ექსკურსიის გამო ვერ გნახე გუშინ 😛 ისე, ამდენი ხანი ელოდი და რას იფიქრებდი თუ ასეთი დაბადების დღე გელოდა ))))

    Reply
  5. David

    ბირმანს დათო ქვია და საიტიც აქვს მისალინკად 🙂 თანაც ორი – http://david.ge (ბლოგი) და http://davidbirman.com (ვიზიტკა)

    მემგონი არ ინანე, რომ თუნდაც გვიან, მაგრამ მაინც შეიტყე, რომ მოდიოდი 🙂

    Reply
    1. David

      და სად შემატყე, რომ მე და სხვა ბლოგერები სადმე დავშორდით ერთმანეთს, რომ მონატრება გაჩენილიყო? o_O

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s