Daily Archives: November 23, 2010

ტკივილის მეშინია

მეგონა მხოლოდ სიყვარულის ან  რამე მსგავსი გრძნობის გამოხატვა იქნებოდა სიტყვებით შეუძლებელი. მაგრამ როცა ჩემი ღამის ტკივილი გამახსენდა აქ დაწერა კი არა გამოხატვაც ვერ მოვახერხე. სერიოზულად მეშინია უკვე იმ ტკივილის, რამდენიმე საათი გაგრძელდა მაგრამ დამაპანიკა…

ღამის 3 საათი იყო რომ დავიძინე და 4–სკენ ტკივილმა გამაღვიძა. ძილბურანში ვიყავი და ვერ ვგრძნობდი თავიდან.რომ გამოვფხიზლდი მივხვდი,რომ დამერხა. 5 წუთი ვერ გავჩერდი, ძლივს ვსუნთავდი, მკერდის დაბლა ყველაფერი მტკიოდა, სახეზე ფერი არ მქონდა, სარკეში რომ ჩავიხედე შევშინდი ეგრევე დედაჩემის და მამაჩემის ოთახში შვებოდიალდი შუქი ავანთე და თავზე დავადექი ცუდად ვართქო. როგორც ჩანს სახეზე საშინელი ფერი არ მომჩვენებია, ეგრევე წამოხტნენ და საავადმყოფოში გამაქანეს. სუნთქვის დროსაც მტკიოდა, თან ვერ ვხდებოდი რომელი ორგანო მირხევდა ასე ძალიან, მეგონა მუცელში შიგნით ყველაფერი მტკიოდა. მიმღებში შეშფოთებულსახიანი ექიმები დამხვდნენ. 5–6 კაცი დამეხვია, ზოგი წნევას მიზომავდა, ზოგი ვენებს ეძებდა, ზოგიც სხვა ექიმის მოსაყვანად გარბოდა. ანალიზები ამიღეს, რაღაც გადამისხეს და ტკივილიც გამიყუჩდა.

ცოტა ხანში ქირურგი დამადგა თავს, შარვალი 100–ჯერ გამახსნევინეს და 100–ჯერ შემაკვრევინეს. არ გინდა ეჯაჯგურო ღილებს როდესაც ვენაში რაღაც გაქვს გარჭობილი? ბოლოს ეხოც გადამიღეს და როგორც იქნა მითხრეს რომ კენჭი მქონია ნაღვლის ბუშტში. ისიც მომახსენეს,რომ განმეორებით შემთხვევაში ოპერაციას ვერ გადავურჩები. ღამეც იქ უნდა დავეტოვებინე,მაგრამ ჩემი დაჟინებულით თხოვნით გამომისტუმრეს სახლში.

დილით, ნუ შუადღისას, რომ გავიღვიძე შეშინებული ვიყავი. იმ ტკივილისა მეშინოდა და ეხლაც მეშინია,რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. სერიოზულად დამაფრთხო. აღარ მინდა რომ გამოვცადო.