ტკივილის მეშინია

მეგონა მხოლოდ სიყვარულის ან  რამე მსგავსი გრძნობის გამოხატვა იქნებოდა სიტყვებით შეუძლებელი. მაგრამ როცა ჩემი ღამის ტკივილი გამახსენდა აქ დაწერა კი არა გამოხატვაც ვერ მოვახერხე. სერიოზულად მეშინია უკვე იმ ტკივილის, რამდენიმე საათი გაგრძელდა მაგრამ დამაპანიკა…

ღამის 3 საათი იყო რომ დავიძინე და 4–სკენ ტკივილმა გამაღვიძა. ძილბურანში ვიყავი და ვერ ვგრძნობდი თავიდან.რომ გამოვფხიზლდი მივხვდი,რომ დამერხა. 5 წუთი ვერ გავჩერდი, ძლივს ვსუნთავდი, მკერდის დაბლა ყველაფერი მტკიოდა, სახეზე ფერი არ მქონდა, სარკეში რომ ჩავიხედე შევშინდი ეგრევე დედაჩემის და მამაჩემის ოთახში შვებოდიალდი შუქი ავანთე და თავზე დავადექი ცუდად ვართქო. როგორც ჩანს სახეზე საშინელი ფერი არ მომჩვენებია, ეგრევე წამოხტნენ და საავადმყოფოში გამაქანეს. სუნთქვის დროსაც მტკიოდა, თან ვერ ვხდებოდი რომელი ორგანო მირხევდა ასე ძალიან, მეგონა მუცელში შიგნით ყველაფერი მტკიოდა. მიმღებში შეშფოთებულსახიანი ექიმები დამხვდნენ. 5–6 კაცი დამეხვია, ზოგი წნევას მიზომავდა, ზოგი ვენებს ეძებდა, ზოგიც სხვა ექიმის მოსაყვანად გარბოდა. ანალიზები ამიღეს, რაღაც გადამისხეს და ტკივილიც გამიყუჩდა.

ცოტა ხანში ქირურგი დამადგა თავს, შარვალი 100–ჯერ გამახსნევინეს და 100–ჯერ შემაკვრევინეს. არ გინდა ეჯაჯგურო ღილებს როდესაც ვენაში რაღაც გაქვს გარჭობილი? ბოლოს ეხოც გადამიღეს და როგორც იქნა მითხრეს რომ კენჭი მქონია ნაღვლის ბუშტში. ისიც მომახსენეს,რომ განმეორებით შემთხვევაში ოპერაციას ვერ გადავურჩები. ღამეც იქ უნდა დავეტოვებინე,მაგრამ ჩემი დაჟინებულით თხოვნით გამომისტუმრეს სახლში.

დილით, ნუ შუადღისას, რომ გავიღვიძე შეშინებული ვიყავი. იმ ტკივილისა მეშინოდა და ეხლაც მეშინია,რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. სერიოზულად დამაფრთხო. აღარ მინდა რომ გამოვცადო.

15 thoughts on “ტკივილის მეშინია

  1. Mari

    აუ, რა ცუდია. მე შენ ადგილას გული წამივიდოდა, ოღონდ ტკივილით კი არა, შიშით.

    Reply
  2. litterator

    უიმეეე რა მძიმე ღამე გქონია წუხელ ვაჰ (ყველაფრის გათვალისწინებით)

    კენჭი შეიძლება დაიშალოს კიდეც თუ ძალიან დიდი არ არის

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რახან შენ მოგეწონა მზად ვარ კიდე ამტკივდეს. ოღონდ ცოტა ხნით თორე ვერ გავუძლებ.

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      სხვა პოზები მირჩევნიათქო მეც გიპასუხე (სუნ)
      არ მინდა სიკვდილი და ჰა.
      პ.ს თუ გინდა ერთად მოვკვდეთ (ნოდ)

      Reply
  3. salolas

    ვაი, შე საწყალო (( რა გადაგიტანია ((

    ისე, ერთხელ ეგეთი რაღაც მეც დამემართა და ვერაფრით რომ ვერ მიშველეს სასწრაფოს უძახებდნენ, მაგრამ ააააარ გამოვაძახებინე :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ისე ძალიან ცუდად ვიყავი რომ მეჯრა ჩემსავით რომ ყოფიიყავი კი არ გამოუძახებდი საკუტარი ფეხით მიირბენდი უაზლოეს სამედიცინო დაწესებულებასთან

      Reply
  4. sunwaited

    აუ, ამ გოგომ ხო შემჭამა, სულ თავისი ბლოგი აქვს ჩართული :დ შეცვალე რა😛

    Reply
  5. Pingback: დროა « Siyvarulovna's Blog

  6. rockermeloman

    ტკივილი სიკვდილზე შემაშინებელია კი… და ნუ იქნები მშიშარა, მიხედე მაგ პრობლემას, ნუ გიყვართ ამ ხალხს შიშის გამო უკანასკნელ ზღვრამდე მიყვანა ყველაფრის :||| რომ იცოდე რა კარგად მესმის შენი…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s