სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის

ქალთან დაკავშირებით უამრავი ხუმრობა თუ “მოწოდება” არსებობს, რომლებიც ხშირად შეურაცხმყოფელია ხოლმე (მაგ: ქალი ადამიანის მეგობარია, ქალი ვიცი “კუხნაში”, მოდი ქალო “ნასკი” გამხადე და ა.შ). იტყვით ახლა ხუმრობააოო, ისაო ესაოო, მაგრამ მეც გიპასუხებთ: “ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, მასში სიმართლის მაცვალიც თუ არ იქნებათქო”

ქალი – როგორც პიროვნება აღიარებულ იქმნა შუა საუკუნეებში. მაშინ როდესაც შემოვიდა მზითვის ინსტიტუტი. მანამდე მასზე ყველანაირი უფლება მამაკაცს (მამას,ძმას,ქმარს) ენიჭებოდა. მათ შეეძლოთ მოეკლათ ღალატისთვის, დაეტოვებინათ უმემკვიდრეოთ და მოქცეოდნენ როგორც ნივთს.  მიხედავად იმისა რომ (უკვე ბანალური ფრაზა უნდა ვთქვა) 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ზოგ მამაკაცში ქალის კულტი მაინც არ შეცვლილა. რაც გამოხატულია მასზე განხორციელებული ძალადობით (თუ გინდათ მამაკაცების ნერვულ სისტემას დააბრალეთ ეგრევე მუშტებზე რომ იყურებიან ხოლმე თუნდაც ქალის წინააღმდეგ). ქალისადმი დამოკიდებულება აშაკარად შესაცვლელია. თუმცა ბევრ ქვეყანასთან შედარებით (მაგ: საფრანგეთში ოჯახურ ძალადობას ყოველ ოთხ დღეში ერთი ქალის სიცოცხლე ეწირება) მშვენიერი სიტუაცია გვაქვს. ქართველ კაცებს უყვართ ქალები, ოღონდ ლოგინში და “კუხნაში”.

ქალთა უფლებების და ზოგადად ადამიანის უფლებების დამცველი არაერთი ორგანიზაცია არსებობს. ერთ–ერთი მათგანია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი”

“ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია,რომელიც დაფუძნდა 1997 წელს.”

25 ნოემბერი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა.სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციანმ  “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ  “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის” წიგნის პრეზენტაცია გამართა.

წიგნი,რომელიც უფასოდ გავრცელდება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. მისი მიღება შეგიძლიათ “კონსტიტუციის 42–ე მუხლის” ოფისში. წიგნის მიზანი გენდერული თანასწორობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა. გამოცემა განკუთვნილია ქალბატონებისთვი, თუმცა მათი წაკითხვა მამაკაცებსაც არ აწყენდათ.

წიგნში (და არა წინგში როგორც ერთ–ერთი ორგანიზატორი ამბობდა პრეზენტაციაზე) შესულია ყველა ის იურიდიული საკითხი რაც შეიძლება ქალს დააინტერესოს ცხოვრების განმავლობაში. მიბრძანდით, მიიღეთ წიგნი და გახადეთ ის თქვენი მეგობარი! ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი და მისი დაცვა = ))

5 thoughts on “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის

  1. ლილიანი

    “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” – martlac normaluri organizaciaa da bevrs aketebs . me vici isini zalian aqtiurad mushaobdnen 2008 wlis omis shemdeg izulebit gadaadgilebul qalta uflebebze

    hoda wignis gamocema kargia magram mgoni mainc zaldatanebit unda caakitxon mosaxlebias, tore shegneba imis rom unda icode sakutari uflebebi aris 0

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა და მართლაც საინტერესო რაღაცეები წერია + გამოსადეგიც. აბსულუტურად ყველაფერია წიგნში რაც გამოგადგება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
      ერთი იმის იმედი მაქვს რომ უფასოდ ვრცელდება და ალბათ აიღებენ, სახლში,რომ ედებათ ალბათ გადახედავენ კიდეც და ბოლოს იმედია წაიკითხავენ.

      Reply
  2. tatatatuli

    სწორად აღნიშნე ის, რომ არც მამაკაცებს აწყენთ ამ წიგნის წაკითხვა – ისინი ყველაზე ხშირად არღვევენ ქალთა უფლებებს (ჩვენთან – საქართველოში) და, რაც მთავარია, დიდი ნაწილი არ აღიარებს, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ისეთივე შრომითი, განათლების, საკუთრების და ა.შ. უფლებები აქვთ, როგორც მამაკაცებს!..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უფლება რომ აქვთ აღიარებენ :))
      უბრალოდ იმას უსვავენ ხაზს,რომ ქალი დიასახლისია. ე.ი სახლში უნდა იჯდეს.

      Reply
  3. tatatatuli

    მაღალმთიანი რეგიონების სოფლებში გასეირნებისას აღმოაჩენ, რომ არსებობენ კაცები, რომლებიც საერთოდ არ ცნობენ ქალთა უფლებებს:)) მხოლოდ თავიანთ უფლებებს აღიარებენ მათზე :))))😛

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s