დასასრულის დასაწყისი

არც თუ ისე დიდი ხანია ჰარი პოტერის ფანებში ვირიცხები. აბიტურიენტობის დროს შემთხვევით შემომეკითხა პირველი და მეორე ნაწილი და მაშინ უკვე სურვილი (უფრო ლომკა) გამიჩნდა,რომ დანარჩენებიც წამეკითხა, თანაც სასწრაფოდ. ერთადერთი წიგნია,რომელზეც ღამეებს ვათენებდი, სამეცადინოს გვერდზე ვწევდი და ვკითხულობდი. ერთადერთი წიგნია,რომლის კითხვის დროსაც კომპიუტერი (ფეისბუქი) არ მახსენდებოდა. უკანასკნელი ნაწილის (ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები) წაკითხვის შემდეგ იმედგაცრუება ვიგრძენი. იმედგაცრუება იმისა,რომ აღარ/ვეღარ წავიკითხავდი და ვეღარ გავხდებოდი ჰარის,რონის და ჰერმიონას ცხოვრების მეთვალყურე, ვეღარ გავიგებდი როგორ გაგრძელდა მათი ცხვორება. ამ წიგნების კითხვის დროს მეც მათთან ერთად ვცხოვრობდი და მათსავით განვიცდიდ ყველა ფაქტს. წარმოსახვაში შექმნილი მქონდა ყველა ის ნიუანსი რომელიც წიგნში იყო აღწერილი. მე ამ წიგნით ვცხოვრობდი.

ამის შემდეგ ყოველთვის როდესაც ერთ–ერთი საყვარელი წიგნის დასახელებას მთხოვდნენ ჰარი პოტერით ვიწყებდი.ამას მოყვებოდა ირონიული სიცილი, უადგილო რეპლიკები და ბოლოს ფრაზა: “შენ ცოტა ვერა ხარ ხო იცი”. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: “წაიკითხე და მიხვდები რატომაც ვარ აღფრთოვანებული”. ვერ ავხსნი რატომ ჩამითრია ასე ძალიან, რამ აღმაფრთოვანა და რატომ გახდა ერთ–ერთი საყვარელი (ყველაზე საყვარელი) ნაწარმოები.

წიგნების წაკითხვის შემდეგ ფილმებს ჩავუჯექი. პირველი და მეორე ნაწილის გარდა არც–ერთი მქონდა ნანახი. ფილმებმა ჩემს თვალში სრული მარცხი განიცადეს! არც–ერთი ნაწილი არ მომეწონა. ნახევარი ამოღებული იყო, ნახევარი გადაკეთებული… მოკლედ, ეს არ იყო ის რაც წარმოდგენილი მქონდა.

მეშვიდე ნაწილისი გადაღება დასრულდა. წიგნის მოცულობის გამო ორ ნაწილად გაყვეს. პირველი ნაწილის პრემიერა თბილისში გუშინ ღამით შედგა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ ეს ფილმი (წინა ნაწილებთან შედარეფით) შედევრია!!! რაღაც–რაღაც პატარა ხარვეზები იყო,მაგრამ დასრულებისას უაზროდ კმაყოფილი ვიყავი. დეტალები, ეფექტები ფილმის ხარისხი… მოკლედ ყველაფრით კმაყოფილი და აღფრთოვანებული ვარ.

სანამ სეანსი დაიწყებოდა ჰოლში პატარა ივენთი გაიმართა. მოსულები იყვნენ ჯადოქრები, ყავდათ ბუ, გველი. წინა საჰარი პოტერო განწყობა სუფევდა. შეგიძლიათ იხილოთ იმედის სიუჟეტი აქ

დარბაზში ძალიან შიანურული სიტუაცია იყო. ყველგან ნაცნობი სახე და ყველა მოსული ერთის სიყვარულით.
ეს იყო დასასრულის დასაწყისი, დასასრულის დასასრული კი ზაფხულში, 3D ფორმატშ გამოვა…

15 thoughts on “დასასრულის დასაწყისი

  1. ჭინკა

    შეუძლებელია არ დაგეთანხმო.
    პოტერის წიგნებს მეც ისეთი ინტერესით ვკითხულობ რომ რავიცი, ძალიან მითრევს. მაგან მასწავლა მე ფიქრი და მაგან შემაყვარა წიგნების კითხვა. 4 წელია ჰარი პოტერ-ს გავიძახი. უაზრო რეპლიკები და დაცინები ყოველთვის მკიდია ჰარი პოტერთან დაკავშირებით, რადგან მან მე ბევრი რამ მასწავლა.

    ზღაპარი ზღაპარი.. იძახონ რო ზღაპარია. ძალიან რთული და ღრმა წიგნია. ყოველ წაკითხვაზე იმდენ ახალ რაღაცას ვპოულობდი, რომ ძალიან მიკვირდა.

    Reply
  2. Mari

    ყველა ერთად რომ წაიკითხე, მაგიტომ დაგრჩა ეგეთი შეგრძნება. ჰოდა ეს მეშვიდე ფილმი მეც მომეწონა. ბოლო თუ 3დ-ში იქნება, უეჭველი წავალ.

    Reply
  3. Mari

    და კიდევ, ჰერმიონა არ ჰქვია მაგ ბავშვს. ბარემ გერმიონა დაუძახე და ეგ იქნება 😛

    Reply
  4. okey

    მაგარი ბანძი ხარ… ყველამ კრახი როგორ განიცადა?
    აი ეს ფილმი იყო ყველაზე დეტალური მარა
    წიგნის მაგიას ყველაზე მეტად მესამე ფილმი იჭერს!

    ამიტო ჩემ სიაში ჯერ მესამე ფილმი მოდის, შემდეგ მეშვიდეს პირველი, მერე მეოთხე, მეორე,პირველი,მეხუთე,მეექვსე!

    კრახი იყო 5-6… წინები ნორმ…
    მესამე საუკეთესო!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მესამე წაკითხული რომ არ მქონდა და ისე ვუყურე საერთოდ ვერაფერი გავიგე. შესაბამისად ცუდი იყო ; ))

      Reply
      1. okey

        That was the worst answer ever… 😀

        მესამე არის საუკეთესო
        აი იჭერს წიგნის რაღაც იმ სიმაგრეს

        პახოდუ ისეთია წაკითხული რო არ გქონდეს მაინც გაიგებ
        Stands on its own!

  5. Ekks Muzashvili

    mec dzalian miyvars potteri da wina filmebze es bevrad ukeTesia marTali xar.. ^,,^ mec dzalian momewona cota qorwili da dobis sikvdili ver momewona.. 😀

    Reply
  6. Zurriuss

    პირველ აბზაცს ხელფეხაშვერილი ვეთანხმები.
    კარგი პოსტია და მალე მეც შემოგიერთდები ანუ ვნახავ 🙂

    Reply
  7. Levan Dvali

    ეეჰ შვიდივე წიგნზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ ფილმები მართლა საშინელებაა.

    Reply
  8. Qeti geladze

    მეც ლომკა მჭირდა როდესაც პირველად წავიკითხე ეს წიგნი :)) ჩემსავე დაბადების დღეზე ცალკე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და შეუსვენებლად ვკითხულობდი :)) შედეგად ის მივიღე რო ოთხ თვეში სტაჟიანი ფანი ვიყავი ყველა წიგნი წაკითხული მქონდა და ყველა ფილმი ზეპირად ვიცოდი :))))

    Reply
  9. rockermeloman

    პოტერის ნომერ პირველ ფანად მივიჩნევ თავს :დდდ ვოტ ტაკ :დდდ და ვინც მეტყვის რომ რაკი პოტერს ვკითხულობ “ცოტა ვერა ვარ”, თვალებს დავთხრი, ან მთავარ არტერიაზე ვუკბენ! :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s