Daily Archives: November 29, 2010

ის,ვიღაც

მახსოვს პოსტი დავწერე ბლოგერებზე და პირველად სწორედ მაშინ დამიკომენტარა, ერთი ჩემს ბლოგსაც გადახედე შენი აზრი მაინტერესებსო. დამწყები პატარა ბლოგერი მეგონა, ძირითადად სწორედ ეს უკანასკნელები მომართავენ მსგავსი თხოვნით ხოლმე. ბლოგზე შესვლისას აღმოვაჩინე,რომ ავტორი სულაც არ იყო პატარა და მითუმეტეს დამწყები. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ერთ–ერთი სტუდენტი იყო, რომელსაც ბლოგზე განთავსებული ჰქონდა ძირითადად ზოგადი ინფრომაციები სხვადასხვა თემებზე და + საკუთარი აზრი. მოკლედ, ჟურნალისტის ბლოგი იყო და რთული იყო ავტორის გაცნობა მხოლოდ ბლოგის ჩანაწერებით.ფეისბუქზე დავიმატე და მხოლოდ სტატუსებზე, ან კომენტარებში თუ გადავაწყდებოდით ერთმანეთს.ერთი შეხედვით ძალიან მხიარული,უდარდელი ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებდა.მისი გაცნობა ვერის ბაღში, სრულიად მოულოდნელად მოვახერხე. რაღაცნაირად წყნარი და დინჯი ადამიანი აღმოჩნდა (ან უცხოები რომ ვიყავით მაგიტომ), სევდიანი თვალებით. არადა ღიმილი უხდება ^_^

ერთ საღამოს მთხოვა, ჩემს მოთხრობებს გადახედეო.არ ვიცოდი თუ წერდა. მის ბლოგზე იშვიათად შევდიოდი და კატეგორიებს ყურადღებას არ ვაქცევდი.მეგონა ყველა პოსტი ზოგადი იყო, არა და მე როგორც ერთ–ერთ ყველაზე ცნობისმოყვარეს პირადი ინფორმაციები უფრო მაინტერესებდა ^^. ხო და ამ პირად ინფრომაციებს მის ჩანაწერებში წავაწყდი. ვკითხულობდი და ვგრძნობდი,რომ მის სულში ვიქექებოდი და ნელ–ნელა მის სამყაროს ვეცნობოდი. სულ რამდენიმე ჩანაწერი მაქვს წაკითხული. იცით, ეს ადამიანი ნიღაბს ატარებს.არ ცდილობს თავისი პრობლემების სხვებზე მოხვევას, არც თავის განცდებს და გრძნობებს უზიარებს ვინმეს. ერთი შეხედვით უბრალო ბიჭია, მაგრამ თქვენ მის ჩანაწერებს უნდა გადახედოთ 🙂 წერს მარტივად,თავისუფლად და ყველას ენაზე.გადმოსცემს თავის ცხოვრებას შელამაზებულად თავისივე მოთხრობებში და ჩანაწერებში.ნელ–ნელა ვეცნობი მის სამყაროს, შინაგან სამყაროს და სულ უფრო და უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ეს ადამიანი ჩემგან.

 

UPDATE

პოსტის გამოქვეყნებიდან 15–20 წუთის განმავლობაში 3–5 კაცმა მომწერა ლაშაზე წერო ^_^ არ მეგონა ისე თუ მეწერა,რომ ყველა ადვილად მიხვდებოდა ვიზეც იყო საუბარი. ხო და აგერ მისი ბლოგი და გადახედეთ მის პოსტებს,მოთხრობებს და ჩანაწერებს = )) www.lashaqavtaradze.wordpress.com