ის,ვიღაც

მახსოვს პოსტი დავწერე ბლოგერებზე და პირველად სწორედ მაშინ დამიკომენტარა, ერთი ჩემს ბლოგსაც გადახედე შენი აზრი მაინტერესებსო. დამწყები პატარა ბლოგერი მეგონა, ძირითადად სწორედ ეს უკანასკნელები მომართავენ მსგავსი თხოვნით ხოლმე. ბლოგზე შესვლისას აღმოვაჩინე,რომ ავტორი სულაც არ იყო პატარა და მითუმეტეს დამწყები. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ერთ–ერთი სტუდენტი იყო, რომელსაც ბლოგზე განთავსებული ჰქონდა ძირითადად ზოგადი ინფრომაციები სხვადასხვა თემებზე და + საკუთარი აზრი. მოკლედ, ჟურნალისტის ბლოგი იყო და რთული იყო ავტორის გაცნობა მხოლოდ ბლოგის ჩანაწერებით.ფეისბუქზე დავიმატე და მხოლოდ სტატუსებზე, ან კომენტარებში თუ გადავაწყდებოდით ერთმანეთს.ერთი შეხედვით ძალიან მხიარული,უდარდელი ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებდა.მისი გაცნობა ვერის ბაღში, სრულიად მოულოდნელად მოვახერხე. რაღაცნაირად წყნარი და დინჯი ადამიანი აღმოჩნდა (ან უცხოები რომ ვიყავით მაგიტომ), სევდიანი თვალებით. არადა ღიმილი უხდება ^_^

ერთ საღამოს მთხოვა, ჩემს მოთხრობებს გადახედეო.არ ვიცოდი თუ წერდა. მის ბლოგზე იშვიათად შევდიოდი და კატეგორიებს ყურადღებას არ ვაქცევდი.მეგონა ყველა პოსტი ზოგადი იყო, არა და მე როგორც ერთ–ერთ ყველაზე ცნობისმოყვარეს პირადი ინფორმაციები უფრო მაინტერესებდა ^^. ხო და ამ პირად ინფრომაციებს მის ჩანაწერებში წავაწყდი. ვკითხულობდი და ვგრძნობდი,რომ მის სულში ვიქექებოდი და ნელ–ნელა მის სამყაროს ვეცნობოდი. სულ რამდენიმე ჩანაწერი მაქვს წაკითხული. იცით, ეს ადამიანი ნიღაბს ატარებს.არ ცდილობს თავისი პრობლემების სხვებზე მოხვევას, არც თავის განცდებს და გრძნობებს უზიარებს ვინმეს. ერთი შეხედვით უბრალო ბიჭია, მაგრამ თქვენ მის ჩანაწერებს უნდა გადახედოთ🙂 წერს მარტივად,თავისუფლად და ყველას ენაზე.გადმოსცემს თავის ცხოვრებას შელამაზებულად თავისივე მოთხრობებში და ჩანაწერებში.ნელ–ნელა ვეცნობი მის სამყაროს, შინაგან სამყაროს და სულ უფრო და უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ეს ადამიანი ჩემგან.

 

UPDATE

პოსტის გამოქვეყნებიდან 15–20 წუთის განმავლობაში 3–5 კაცმა მომწერა ლაშაზე წერო ^_^ არ მეგონა ისე თუ მეწერა,რომ ყველა ადვილად მიხვდებოდა ვიზეც იყო საუბარი. ხო და აგერ მისი ბლოგი და გადახედეთ მის პოსტებს,მოთხრობებს და ჩანაწერებს = )) www.lashaqavtaradze.wordpress.com

45 thoughts on “ის,ვიღაც

  1. civiseli

    უიმე ეს სად გამოგაჭენეს ლაშკუ? :))
    ძალიან კარგი იყო,მომეწონა :* :*
    სევდიან თვალებსა და ღიმილზე ვეთანხმები🙂

    Reply
  2. fsiQe

    გეთანხმები ნათ, ძალიან საინტერესო ბლოგი აქვს, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ალბათ საინტერესო ადამიანიც იქნება :)) ბლოგი ხომ სულის სარკე არაა, მაგრამ მაინც ბევრს ამბობს ხოლმე ავტორზე. მეც ახლახანს აღმოვაჩინე ეს ბლოგი და სულ ველოდები ხოლმე ახალ პოსტებს

    Reply
  3. lasha

    ღმერთო შენ მიშველე :)) ვაიმე აი რაღაც ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი ამ პოსტის და მერე ამ კომენტარების მერე როოომ, როოომ აიიი აი ვერ ვამბობ ხომ ხედავთ. უუხ რა კარგები ხართ ეე

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სიმთვრალეში როგორი ხარ ხოლმე (ნუ ფეისბუქზე) ეგ აღარ დამიწერია ^^

      Reply
  4. siyvarulovna Post author

    აუფ😀 მე რა შუაში ვარ კაცო შენს სიმთვრალესთან😀😀 აბსულუტურად სხვა ადამიანი ხდები😀 როგორც ყველა = )))

    პ.ს სათაურში “ვიღაც” არ მომწონს. მაგრამ იყოს :))

    Reply
    1. lasha

      აბა “რარაცას” ხომ არ დაწერდი შე ქალო🙂 ხო სიმთვრალეში მგონია რომ უფრო საყვარელი ვარ ხოლმე :)) ტან უფრო ამორალური “:))))))) მუაჰაჰაჰაზზზ

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        შენი ამორალურობა არ გაიშვას😀
        რო გეკითხათ შენთვის არაფერი გახსოვდა წინა დღისით რეებსაც პოსტავდი და :დ

  5. lasha

    ნათია შენ რა იცი რომ არ მახსოვს და არ გატყუებდი ??????? :))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰმ… აფერისტო😀😀 არა კი ვიფიქრე ყველაფრის ასე დავიწყება როგორ შეიძლებათქო, მარა…😀

      Reply
    1. lasha

      უიმე იუმორზე რა გამჩენმა აგცრათ უუფ. ვიცი მე ნოჩურა რასაც ფიქრობს ჩემზე :)) :*

      Reply
    2. siyvarulovna Post author

      ეს ის არ არის რასაც მე ვფიქრობ… კი არა და გრძელი ისტორიაა და მოყოლა გეზარებათ ^_^

      Reply
  6. sunwaited

    awwwww,ყველა ყველას და მაგ ბიჭს ვერ წარმოვიდგენდი :დ

    ძალად ამორალურებო :დ

    Reply
  7. გაბო

    საინტერესო ადამიანია მომწონს მისი ნაწერები. ხო მეც თავიდანვე მივხვდი რომ ლაშა იქნებოდა ან კიდევ ერთი გვარსა და სახელს არ ვიტყვი🙂 წარმატებები ლაშას და გამიხარდა რომ მას მიუძღვენი პოსტი

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s