Daily Archives: November 30, 2010

არასდროს მითქვამს,მაგრამ მიყვარხარ ♥

მას შემდეგ რაც ჩემი და ფეისბუქის მეგობრობა დაიწყო დასაძინებლად დაახლოებით 2–3 საათზე მივდივარ ხოლმე. ფეხაკრეფით მივიპარები, ჩემს დას თუ გაეღვიძა მტრისას! შევდივარ ოთახში,ვკეტავ კარს,ვწვები ლოგინში და ვიძინებ. ჩემი და აბიტურიენტია, ან თავის ოთახში მეცადინეობს ან სძინავს, დილით ადრეა ხოლმე ასადგომი.

არ მიყვარს მარტო ძილი. მე და ჩემი და ერთ ოთახში ვცხოვრობთ, დასაძინებლადაც ყოველთვის ერთად მივდიოდით. მომენატრა ბალიშებით ჩხუბი,ლოგინზე ხტუნაობა,კამათი უაზრობაზე, ჭორაობა ყველასა და ყველაფერზე, განვლილი დღის დეტალურად განხილვა და დასკვნების გამოტანა. ხშირად გვიჩხუბია, გაბუტულებს დაგვიძნია და დილით აღარაფერი გვხსომებია. ვჭირაობდით ჩვენზე, მისგან დამალული არაფერი მქონია… ეხლა თავისით იმალება ყველაფერი. რამდენიმე დღის შემდეგ ვიგებ ამა თუ იმ სიტუაციას და მოვლენას. ისიც მომენატრა, გაუჩერებლად რომ ყვებოდა ხოლმე რაღაცას, მე გადაბრუნებული ვიყავი, ნახევრად ძილში და მხოლოდ “ხოს” ან “უის” ვიძახდი… ბოლოს ისე მეძინებოდა ვერ ვხვდებოდი ისევ ლაპარაკობდა თუ მასაც ეძინა.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტი არ მქონდა. შესაბამისად ადრე მომიწია დაწოლა, ე.ი ჩემს დასთან ერთად.. ისევ განმეორდა… თვალების დახუჭვამდე ვლაპარაკობდით, უფრო სწორედ ის ლაპრაკობდა და მაშინ მივხვდი,რომ ეს სიტუაცია მომენატრა ^_^

არასოდეს მითქვამს, მაგრამ მიყვარხარ ♥