არასდროს მითქვამს,მაგრამ მიყვარხარ ♥

მას შემდეგ რაც ჩემი და ფეისბუქის მეგობრობა დაიწყო დასაძინებლად დაახლოებით 2–3 საათზე მივდივარ ხოლმე. ფეხაკრეფით მივიპარები, ჩემს დას თუ გაეღვიძა მტრისას! შევდივარ ოთახში,ვკეტავ კარს,ვწვები ლოგინში და ვიძინებ. ჩემი და აბიტურიენტია, ან თავის ოთახში მეცადინეობს ან სძინავს, დილით ადრეა ხოლმე ასადგომი.

არ მიყვარს მარტო ძილი. მე და ჩემი და ერთ ოთახში ვცხოვრობთ, დასაძინებლადაც ყოველთვის ერთად მივდიოდით. მომენატრა ბალიშებით ჩხუბი,ლოგინზე ხტუნაობა,კამათი უაზრობაზე, ჭორაობა ყველასა და ყველაფერზე, განვლილი დღის დეტალურად განხილვა და დასკვნების გამოტანა. ხშირად გვიჩხუბია, გაბუტულებს დაგვიძნია და დილით აღარაფერი გვხსომებია. ვჭირაობდით ჩვენზე, მისგან დამალული არაფერი მქონია… ეხლა თავისით იმალება ყველაფერი. რამდენიმე დღის შემდეგ ვიგებ ამა თუ იმ სიტუაციას და მოვლენას. ისიც მომენატრა, გაუჩერებლად რომ ყვებოდა ხოლმე რაღაცას, მე გადაბრუნებული ვიყავი, ნახევრად ძილში და მხოლოდ “ხოს” ან “უის” ვიძახდი… ბოლოს ისე მეძინებოდა ვერ ვხვდებოდი ისევ ლაპარაკობდა თუ მასაც ეძინა.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტი არ მქონდა. შესაბამისად ადრე მომიწია დაწოლა, ე.ი ჩემს დასთან ერთად.. ისევ განმეორდა… თვალების დახუჭვამდე ვლაპარაკობდით, უფრო სწორედ ის ლაპრაკობდა და მაშინ მივხვდი,რომ ეს სიტუაცია მომენატრა ^_^

არასოდეს მითქვამს, მაგრამ მიყვარხარ ♥

18 thoughts on “არასდროს მითქვამს,მაგრამ მიყვარხარ ♥

  1. sunwaited

    ჩვენც ზუსტად მასე ვიძინებდით ახალგაზრდობაში :დ სანამ ინეტი ჩაწვებოდა ჩჩვენს შორის :დ

    Reply
  2. sunwaited

    ოოო, ეს მე ვარ, სალომეს ბლოგით ვყოფილვარ შემოსული, შეცვალე რა სახელი, მეილი და ბლოგის მისამართი

    Reply
  3. Mari

    მარიიი❤❤ რა ლამაზია.
    რა ცუდია, რომ არ ეუბნები მაგას. და რომ მყოლოდა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, თუმცა შეიძლება მეც არ მეთქვა ეგ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, მაგას ხშირად ამბობენ რატომრაც. მე კიდევ არასდროს შემიმჩნევია = ))

      Reply
  4. LiLaC

    და არის ჩემი ოცნება… მართალია, ძმა მყავს, რომელზეც ვგიჟდები, მეგობრები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, დობას მიწევენ, მაგრამ და სულ სხვაა… ძალიან ხშირად ვფიქრობ, რომ თიტქმის ჩემი თანატოლი დაიკო რომ მყავდეს, ყველაფერი გაცილებით კარგად იქნებოდა : )) მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ოცნებას ახდენა არ უწერია : ((

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ზუსტად ერთი წლით ვარ დიდი და მგონი 22 დღით ^_^ ანუ ტოლები ვართ რა… ძმაც მყავს… მაგრამ და მაინც სულ სხვაა :)) უბრალოდ არ/ვერ ვაფასებთ ხოლმე

      Reply
  5. »♥» ana «♥«

    მეც ერთი და მყავს და იშვიათად ვკამათობთ,თუმცა დები რის დები არიან რამე თუ ვერ გაიყვეს🙂
    ის ჩემზე 3წლით უფროსია და რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ) მან აირჩია ის პროფესია,რომელსაც მე ვერ ვიტან🙂 და მე პირიქით..
    სულ სხვადასხვა ვართ,წარმოუდგენელია დები ასე განსხვავებულები იყვნენ,მაგრამ ფაქტია🙂

    Reply
  6. salolas

    დედა რა ნაცნობი სიტუაცია იყოოო : ))) რავი ჩვენ ახლაც ვახერხებთ ხოლმე ზოგჯერ ამას🙂

    Reply
  7. Qilipa

    გადააგდე ეგ კომპიუტერი გადაააგდე! ანდა დაალომბარდე და საჩუქაი უყიდე დაიკოს, ბოდიში მოუხადე დაკარგული დროისთვის და გააგრძელე ,,ხო” და ,,უის” ძახილი…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რას ამბობ! კომპიუტერს ვერ გადავადებ. ნოუთბუქზე ვჩალიჩობ და იმით გავაგრძელებ მერე ხოს და უის ძახილს ^_^

      Reply
  8. ნინი GEORGIA

    მეც მყავს და … ^_^ აუ ეხლა ისე მომიშალა ნერვები, მაგრამ მაინც მიყვარს ♥♥♥…
    დებილი ეგ.. :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s