Poogie Bell Bend-ი ივენთ ჰოლში!

გუშინ საღამოს სახლში გაოგნებული დავბრუნდი.ვერასდროს ვიფიქრებდი,რომ ჯაზის წარმომადგენელი (რომელიმე) ასე ძალიან შემაყვარებდა თავს. წარმომადგენელი კი არა წარმომადგენლები, მთელი Poogie Bell Bend–ი, მათთვის დამახასიათებელი ენერგიულობით და რიტმულობით ჩემს წინაშე იყო. მქონდა შანსი მესმინა მათთვის და ავყოლდი მათ მუსიკას. მთელი კონცერტის განმავლობაში მათი მუსიკის და შედევრის ფონზე პატარ–პატარა ჩანაწერებს ვაკეთებდი:

“ზუსტად 20:00 სთ–ია.დარბაზი ისევ აგრძელებს ხალხით შევსებას.აქ ყველაფერია იმისთვის,რომ თავი არაჩვეულებრივად იგრძნო. შეგიძლია ბრალოდ ადგე და იცეკვო, ან მოდუნდე და ბოლომდე მიენდო იმ  შესანიშნავ ბენდს რომელსაც Poogie Bell–ი ხელმძღვანელობს. აი ისიც, უკანა კარიდან შემოვიდა, ხალხში მიიმალა. ალბათ მალე სცემანაზეც ავა.საქართველოში პირველადაა, Eastern Promotion-მა ქართველ მსმენელს შესანიშნავი შანსი მისცა. Poogie Bell Bend_ის ცოცხლად მოსმენის ნეტარება ბევრს არ გააჩნია.”

“სცენაზე ასვლისთანავე ბენდმა შეიძლება ითქვს,რომ ცეცხლი დაანთქო. საოცრად ენერგიულდ დაიწყეს, გააგრძელეს და დაასრულეს მთლიანად თავიანთი გამოსვლა. ვერასდროს ვიფიქრებდი,რომ ოდესმე ასე ავღფრთოვანდებოდი პირველივე დაკვრით და პირველივე კომპოზიციით.კონცერტამდე youtube-ზე ვნახულობდი და ვუსმენდი მათ შემოქმედებას,თუმცა მათი ცოხლად მოსმენა და დაკვირს დროს მათი ყურება სულ სხვა ემოციაა.”

“მეორე კომპოზიიციის შემდეგ Poogie Bell_ი მოგვესალმა და  თავისი ბენდი გაგვაცნო: ბობი სპარკსი – კლავიში, მაიკლ პეტჩიზ სტიუარტი – საყვირი, კეიტ ანდერსონი – საქსაფონი და თვითონ ფუჯი ბელი–დასარტყამი  ინსტრუმენტი.”

“ვზივარ და ვუსმენ გენიალურ შემსრულებლებს,ვგრძნობ მუსიკას,მაქვს სურვილი ცეკვის ან უბრალოდ ჯდომის და ყურების.ვუსმენ და ვუყურებ როგორ იხარჯებიან ბოლომდე. მე კიდევ არ ვიცი როგორ გამოვთქვა ის რასაც ვგრძნობ.არ შემიძლია ჩემი ემოციების გამოხატვა,მითუმეტეს ფურცელზე გადმოტანა.იმისათვის,რომ გამიგოთ უბრალოდ ჩემს გვერდზე უნდა იჯდეთ და ჩემთან ერთად უნდა უსმენდეთ მათ.”

ეს არ იყო მხოლოდ ჯაზი, ან ჯაზ სფეროს რომელიმე ვარსკვლავი.ეს იყო ყველაფერი, ყველასთვის შექმნილი და ყველასთვის გასაგები მუსიკა.

Eastern Promotion–ი კვლავ აგრძელებს ჯაზ სერიებს და ყოველ თვე გექნებათ უნიკალური შანსი მოუსმინოთ გენიალურ შემსრულებლებს. შემდეგი კონცერტი 16–იანვრითვის იგეგმება. მანამდე კი,  31 დეკემბერს, საახალწლოდ ივენთ ჰოლი და Eastern Promotion–ი წარმოგიდგენთ დენის როლინს ბედბოუნის და მისი ბენდის კონცერტს, ასევე ახალი წლის ღამით გელით ჯგუფი GABIN და  Dj Perry Louis.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s