პ.ს “ხლაპუშკებს” ყოველთვის ვისვრი ხოლმე

ალუბალმა დამთაგა თავის პოსტში და ახალი წლის ღამეზე საჭორაოდ მომიხმო.

უკვე დეკემბერია, უკვე ასაფეთქბელებსაც ისვრიან, უკვე ნაძვის ხეებიც დადგეს თბილისში, უკვე საახალწლო განათებებიც ჩაირთო. მაგრამ ჯერ მაინც ადრე მგონია ესეთი სამზადისი.

ჩემი დაბადების დღის შემდეგ, ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. რაღაცნაირი დღესასწაულია. ყველას (კნუტ შენ არ ითვლები),რომ უხარია. ქუჩაში უცნობები გილოცავენ და ჯიბიდან ერთ კანფეტს იღებენ და გაძლევენ, ტაქსის მძღოლებიც კი ბედნიერები არიან და მთელი გულით გიწვდიან იმ ერთ ჩურჩხელას თუ დათუნია შოკოლადს… მოკლედ ყველა ხარობს, ყველა ბედნიერია!!! სამაგიეროდ 1–ში დილით (შუადღეს,საღამოს… როცა გაიღვიძებენ) ყველა პახმელიაზეა.

ჩემი ახალი წლის ღამე აგერ უკვე მერამდენე წელა ერთი და იგივეა.რატომღაც არაფერი იცვლება და სასტიკად მომბეზრდა. ამიტომ არის რომ გავიძახი რამე ვქნათ რამე ვქნათ–მეთქი,მაგრამ ვინ გისმენს.

როგორც წესი საახალწლო სამზადისს ოჯახში ვიწყებთ წინა დღის. დედაჩემი ყოველთვის უუუზარმაზარ სუფრას შლის, შესაბამისად უამრავი საჭმლის გაკეთება სჭირდება და რა ბედნიერია,რომ 2 უკვე დიდი ქალშვილი ჰყავს,რომლებიც ეხმარებიან ^_^ 31–ში ღამე იშლება სუფრა, ნელ–ნელა მოდიან ჩვენთან ბებიაჩემი და მისი მეუღლე, ბიძა (ხანდახან ორივე) თავისი ცოლით (ნუ თუ 2 ბიძაა ე.ი 2 ცოლით) და ბავშვებით. ზუსტად 00:00 ზე ვხსნით შამპანიურს, ვსვავთ ერთ–ორ ჭიქას, ვაძლევთ ერთმანეთს საჩუქრებს (ნუ ძირითადად მშობლები გვჩუქნიან), დიახ, დაე შეგშურდეთ, ჩემთან დღემდე დადის თოვლის ბაბუ, ნუ საჩუქრებს მაინც მჩუქნის.ამ “პროცედურის შემდეგ” გავდივართ სახლიდან. ჯერ ბებიასთან  (მამის მშობლებთან და დასთან) მივდივართ ^_^ ეს უკვე ტრადიციაა… გვერდზე ქუჩაზე ცხოვრობს და მგონი მეკვლეებიც ყოველთვის ჩვენ ვართ. ცოტა ხანს იქ ვჩერდებით და მერე მოვდივარ სახლში, ან ეკასთან სადაც ყოველთვის უამრავი ადამიანია და ყოველთვის გაქვს შანსი არაჩვეულებრიად გართობის.

1–ში დილით გაღვიძებისთანაბე რუსთავში მივდივარ. აგერ უკვე მერამდენე წელი იქნება როცა ესე ვიქცევი. შარშან მაგალითად სულ 15 წუთით შევირბინე, მაგრამ მაინც ხომ მივულოცე გვანცას?  როგორც წესი იქ ვრჩებით ხოლმე მე და მარიამი, მაგრამ შარშან სხვანაირად იყო…

მოკლედ, მეზარება აქ იმ ყველა ოჯახის ჩამოთვლა, სადაც მივდივარ და რომლებიც მოდიან ჩვენთან, მეზარება იმის მოყოლა რამდენჯერ ვშლი და ვალაებ სუფრას ბუზღუნ–ბუზღუნით.მთავარია,რომ არც–ერთხელ შევხვედრილვარ ახალ წელს ისე როგორც მე მინდა. მაგრამ მე მაინც აჟიოტაჟით ველოდები ახალ წელს.

 

 

პ.ს “ხლაპუშკებს” ყოველთვის ვისვრი ხოლმე ^_^

7 thoughts on “პ.ს “ხლაპუშკებს” ყოველთვის ვისვრი ხოლმე

  1. Nimpa

    me ar miyvars axali weli, bavshvobidan uazrod mechveneboda is sixaruli rasac ganicdian, ra aris sasixarulo ver vxvdebi da ra vnqa :U:

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თუნდაც ის,რომ ერთი დღით მაინც ყველა “იკიდებს” თავის პრობლემებს

      Reply
  2. alluballi

    🙂 au me sachuwarsac ro ara vin mchuuuqniis?tovlis babuamac damiviwya…dzaan minDA AXAL WELS NADZVIS XIS qvesh didi shefutuli sachuqariiii🙂 p.s. xlapushkebis gasrolaze vgijdebi da mec yoveltvis viisvriiii :*

    Reply
  3. sunwaited

    ბებიაჩემი და მისი მეუღლე >>>>>>>>>> ნაშვილებია ეგ კაცი, თუ რატო ახსენებ ეგრე? :დ

    მითაგვა დაგავიწყდა

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეორეჯერააა გათხოვილი და ბაბუს ან პაპას ან რამე მსგავს ვერ ვეძახი, ვერც სახელით მივმართავ. ამიტომ ყოველთვის ეგრე მოვიხსნიებ ხოლმე😛
      დათაგვით სპეციალურად არავინ დავთაგე, ჯერ ძალიან ადრე მგონია საახალწლო თემებზე და ღამეებზე საუბარი ; )) დრო მოვა და ყველა თვითონ დაწერს

      Reply
    2. Mari

      ვეკოოოო :)))))) მოვკვდი სიცილით. ხო, ნაშვილებია და არ ეუბნებიან :))))

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s