ვეფხისტყაოსანი

ყველა ვინც მიცნობს ალბათ იცის ჩემი ვეფხისტყაოსნისადმი სიყვარული. უბრალოდ წარმოუდგენელია (ჩემთვის) როგორ არ/ვერ უნდა დააფასო ეს ნაწარმოები. შეიძლება არ გესმოდეს, არ გიყვარდეს მაგრამ პატივს სცემდე, როგორც 12–ე საუკუნეში შექმნილ ნამუშევარს. შეიძლება სიუჟეტი ბანალური გეჩვენებოდეს,მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა გახსოვდეს, თუ როდის დაიწერა. უნდა შეგეძლოს ამ “ბანალური” სიუჟეტის მიღმა გაიხედო და სხვა ბევრი დაინახო.

ვისაც მთლიანად გაქვთ წაკითხული, გეცოდინებათ ერთი თავი: “წიგნი ნესტან–დარეჯნისა საყვარელთან მიწერილი”. ეს ის, ერთ–ერთი თავია,რომელიც გამორჩეულად მიყვარს. ამ ერთ თავში გადმოცემულია ნესტანის ყველა პიროვნული თვისება, ქალური ეშმაკობა, მრძნობიარობა, ალტრუიზმი, სიყვარული,პირობა… ყველაფერია,რაც შეყვარებულ ქალს ახასიათებს. როგორც ერთ–ერთმა მეცნიერმა თქვა ნესტანის ეს წერილი “ჰოს” და “არას” ერთგვარი ჭიდილია. ნესტანი სატრფოს თან ეუბნება არ მოხვიდეო და უაზრო ხიფათისან თავის არიდებას სთხოვს, თან გზას უჩვენებს და ხერხს ასწავლის თუ როგორ შემოაღწიოს ქაჯეთის ციხეში…

მოკლედ,არ არის აუცილებელი თითოეული სტრიქონის თუ სტროფის ზეპირად ცოდნა,მთავარია გესმოდეთ,პატივს სცემდეთ და აფასებდეთ როგორც 12–ე საუკუნის შედევრს.

15 thoughts on “ვეფხისტყაოსანი

  1. sunwaited

    აუ, შოთაზე ვიცი მაგარი რაღაცა და მერე რომ გნახავთ გეტყვით😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, რავი. თბილი არ ვიცი მაგრამ ეს მელოდია რაც დავადე ძალიან მოუხდა❤

      Reply
  2. »♥» ana «♥«

    მეც ძალიან მიყვარს ვეფხისტყაოსანი,მაგრამ საყვარელი თავი ავთანდილის ანდერია❤ არ ვიცი რატომ მაგრამ,განსაკუთრებულად მიყვარს )

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო,რავი.ბევრია საყვარელი ტავები. მაგრამ ეს მაინც რაღაც უფრო მომწონს❤ თან ბავშვობიდან მიყვარს და

      Reply
  3. knuti

    ნათ, მუსიკა :დ რა სამგლოვიარო მუსიკა გადევს, რა არის ;დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გაგივლის აბიტურიენტობა (სუნ)
      პ.ს კაი იქნებოდა გრამატიკული შეცდომების გარდა სხვა აზრსაც ტოვებდე😛 კომენტარს ანუ

      Reply
  4. jazzmena

    ამ დონის ღმა-ფილოსოფიური და ღირებული ნაწარმოები მსოფლიო ისტორიაში არ მეგულება… ჩემი აზრით, დანაშაულის ტოლფასია ვეფხისტყაოსნის არ დაფასება და მისდამი გულცივი დამოკიდებულება…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დანაშაულის ტოლფასის რა მოგახსენო,მაგრამ სირცხივილი არის ნამდვილად არ დაფასება და გულცივი დამოკიდებულება🙂

      Reply
  5. Mari

    რა საყვარელი ხარ. მეც მიყვარს ეგ თავი, სულ გული მიჩუყდება ხოლმე.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s