ტრეფიკინგი – მიზეზები,შემთხვევები…

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და World Vision შვეიცარიის მიერ დაფინანსებული „ტრეფიკინგის მსხვერპლთა სოციალური დახმარების პროექტის” ფარგლებში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე „ადამიანთა მიმართ ძალადობის, კონკრეტულად ტრეფიკინგის საკითხებზე”. იმის გამო,რომ ტრენინგში მონაწილეთა მსურველები საკმაოდ ბევრნი აღმოჩნდნენ მათი ჯგუფებად დაყოფა გახდა საჭირო. მე და კნუტი 6–7 დეკემბრის ჯგუფში ავღმოჩნდით. ტრენინგი მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, დილის 11 საათიდან საღამოს 6–საათამდე. ტრენინგის მიზანია ინფორმაციის გავრცელება და უფრო მეტი ხალხის დაინტერესება და შესაბამისად ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით,რადგანაც ტრეფიკინის მსხვერპლს ძირითადად ის ხალხი წარმოადგენს,ვისაც არ აქვს სრულყოფილი განათლება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ტრენინგის გახსნა მოხდა პროგრამისა და მიზნების წარდგენით.ასევე შედგა პატარა 3–4 კაციანი ჯგუფები,სადაც ჩამოვაყალიბეთ რას ველით ამ ტრენინგისგან, რას გავიღებთ ტრენინგზე და რა არ გვინდა.

რას ველით:

  • ინფორმაციას
  • ცოდნის გაღრმავებას
  • დისკუსიებს
  • სიახლეს
  • ახალ იდეებს
  • სასიამოვნო გარემოს
  • კოლეგების გაცნობას

რას გავიღებთ:

  • დროს (დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია)
  • ენერგიას
  • ჩვენს ხელთ არსებულ ინფრომაციას
  • ყურადღებას
  • ცოდნას (რაც გაგვაჩნია)

რა არ გვინდა:

  • მოსაწყენი 2 დღე
  • არაპუნქტუალურობა
  • უკვე ნაცნობი ინფრომაციის მიღება

“ტრეფიკინგი ნიშნავსექსპლუატაციის მიზნით ადამიანების ყიდვა ან გაყიდვა, ან სხვა უკანონო გარიგების განხორციელება,გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, გადამალვას ან მიღების მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით,მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, უფლებამოსილების ან სხვისი უმწეობის ბოროტად გამოყენების ან საფასურის მიცემით ან მიღებით იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა ადამიანზე.”

რა არის ტრეფიკინგი:

  • ადამიანებით ვაჭრობა
  • ძალადობა
  • იძულებითი შრომა
  • ექსპლუატაცია
  • თავისუფლების შეზღუდვა
  • არაადეკვატრი ანაზღაურება
  • მოტყუება
  • კონტაქტის აკრძალვა
  • თანამედროვე მონობა

იმისათვის,რომ დანაშაული დაკვალიფიცირდეს ტრეფიკინგის სახელით უნდა “აკმაყოფილებდეს”  3 პირობას:

  • ქმედება (რა?)
  • საშუალება (როგორ?)
  • მიზანი (რისთვის?)

მიზანი არის კონკრეტული – ექსპლუატაცია (შრომითი ან სექსუალური).

ტრეფიკინკის დანაშაული მსოფლიოში სიმძიმით მესამე ადგილზეა.მიუხედავად ამისა მაინც საკმაოდ გავრცელებულია და საკმაოდ მომგებიანიც. არსებობს ორი სახის ტრეფიკინგი შიდა და საზღვრებს გარეთ. შიდა ტრეფიკინგის დროს ძირითადად ხდება შრომითი ექსპლუატაცია. მაგალითად:

” 72 წლის ცოლ–ქმარი, მოტყუებით მეზობელმა გადაიყვანა გვედზე სოფელში და შეპირდა რაღაც გასამრჯელოს, ფიზიკური სამუშაოს სანაცვლოდ. მოხუცებს უხდებოდათ ფერმაში მუშაობა საშინელ პირობებში,იყო წყლისა და საკვების პრობლემაც.ამას გარდა აყენებდნენ როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ შეურაცხყოფას.როდესაც მოხუცები ისე დაუძლურდნენ,რომ საშიში გახდა არ შემოკვდომოდათ,ისინი თავად მიიყვანეს სახლში და ჭიშკართან დატოვეს. თან დაემუქრნენ რომ არსად არაფერი ეტქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ”.

საზღვრებს გარეთ ტრეფიკინგის ძირითადი მიმართულება სექსუალური ექაპლუატაციაა.

ტრეფიკინგის ასეთი გახშირების მთავარი მიზეზი მისი მომგებიანობაა.ეს არის ჯგუფური დანაშაული,სადაც ხშირ შემთხვევაში ჩართულები არიან საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციები. ტრეფიკინგის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე არასაკმარისი ინფრომაცია ამ სფეროში და ადამიანის სოციალური მდგომარეობა. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი,რომელსაც საჭმლის ფულიც არ აქვს, მზად არის ენდოს საჭვო ადამიანებს და საეჭვო წინადადებებს. ქვეყანაში არსებული საომარი სიტუაცია, შესაძლოა იქცეს ტრეფიკინგის ხელისშემწყობ ფაქტორად, რადგანაც ამ დროს იზრდება ემიგრანტების რიცხვი.

ტრეფიკინგის დანაშაულის დროს არსებობს რამდენიმე სახის ქვეყანა – მომთხოვნო (მიმღები ქვეყნები), მიმწოდებელი და სატრანზიტო. ძირითადად სატრანზიტო ქვეყნებში ხდება  ყალბი დოკუმენტების დამზადება, და ხალხის არალეგალური გზით გადაყვანა. საქართველო წარმოადგენს,როგორც მიმწოდებელ, ისე სატრანსიტო ქვეყანას.

სამწუხაროდ შეუძლებელია სტატისტიკის განსაზღვრა.ამისათვის საჭიროა უშუალოდ დაზარალებულმა განაცხადოს სამართალდამცავ ორგანოებში,რისგანაც ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ. არსებობს ფონდები,რომლებიც ყველანაირი ანონიმურობის დაცვით ეხმარებიან დაზარალებულებს.

როგორც წესი,როდესაც ხარ ტრეფიკინგის მსხვერპლი იმყოფები სრულ იზოლაციაში. ძნელია თავის დაღწევა,რადგან მოქმედებს ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სრულ კონტროლში ჰყევხარ. თუმცა ყოფილა შემთხვევა,როდესაც თავიანთი მოხერხებულობით თავი დაუღწევიათ. მაგალითად:

“ერთ–ერთმა გოგონამ, სანთებელით ოთახში გააჩინა ხანძარი.ხანძარს ბუნებრივია მოჰყვა მეხანძრეების მთელი ჯგუფი.გოგონამ თავისი პრობლემის შესახებ სწორედ მეხანძრეებს უამბო და მათი დახმარებით გაითავისუფლა თავი”

მაგალითი 2:

“ერთ–ერთმა დაზარალებულმა, დალია სასტუმროში არსებული რაღაც წამლები,რის შედეგადაც დაკარგა გონება და იძულებულები გახდნენ გადაეყვანათ საავადმყოფოში.რეანიმაციაში მყოფმა დაზარელებულმა ტავისი პრობლემების შესახებ ექიმს უამბო,რომელიც დაეხმარა მას საავადმყოფოდან გაქცევაში”


ტრენინგის ბოლო ნაწილი ეძღვენებოდა ძალადობის შემთხვევის განხილვას მედია საშუალებებით, რასაც მოჰყვა თეორიული პრეზენტაცია და დისკუსია.

საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი დღე. ვნახოთ რა იქნება ხვალ = ))

11 thoughts on “ტრეფიკინგი – მიზეზები,შემთხვევები…

  1. qristina

    მართლა ძალიან საინტერესოა ტრენინგია, ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე, უბრალოდ ხანდახან ისეთ მოსაზრებებს ვისმენ გული მისკდება🙂 თან 2 დღეც არ იყო საჭირო, ერთ დღეშიც მოესწრებოდა ლექცია და სავარჯიშოები ბევრს ვერაფერს გვაძლევს…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვა,შენც იყავი? მშვენიერია.
      არ ვიცი ხვალ რა იქნება,თუმცა მეც ვფიქრობ რომ ერთ დღეში გაკეთებაც შეიძლებოდა. მაგრამ დღეს ბოლოს იმდენად დავიღალეთ მე და კნუტი რომ ლამის ერთმანეთზე მიგვეძინა…
      ინფორმაცია მართლა საინტერესოა🙂 თუმცა ძირითადი მაინც ყველამ იცოდა🙂 მაიცნ არ ვთვლი ამ დროს ტყუილად გადაყრილად,კმაყოფილი ვარ.
      რაც შეეხება აზრებს… ვაიმე!!! ნუ მკითხავ!

      Reply
  2. qristina

    მეც იმედი მაქვს ხვალ მეტს გავიგებთ. ზუსტად ის დაანონსეს რაც მაინტერესებს🙂

    Reply
  3. qristina

    დიახ, დიახ🙂 წეღან მე გამომიგზავნე სურათები სკაიპში🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      lol😀😀 რატო არ მითხარი მერე იქვე? ვერ მიცანი? ან მე ან კნუტი?

      Reply
  4. qristina

    შენ გიცანი, კნუტი შენით🙂 ასე უფრო საინტერესო იყო🙂

    Reply
  5. Pingback: ტრეფიკინგი | ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, სად ვართ, საით გვაქვს გზანია?..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s