Daily Archives: December 12, 2010

დღეს 18 წლის გახდა

დღეს 18 წლის გახდა.

მთელი 18 წელია რაც ვიცნობ. უკვე მეორე პოსტს ვუძღვნი მას და წერის დროს აღმოვაჩიინე,რომ არც–ერთი მეგობარი არ მყავს მასზე ახლობელი.

00:00–ზე კომპიუტერთან ვიჯექი და დამეზარა ადგომა და მესიჯით მივულოცე გილოცავთქო, პასუხიც არაჩვეულებრივი მომივიდა– “ok”. ნუ, ხო, ორივეს გვაკლია 😀

ბავშვობიდან დღემდე ვჩხუბობთ. რა გვაჩხუბებს ოღონდ არ ვიცი. ბაღშიც ერთად დავდიოდით. მახსოვს ერთხელ, კარადაში ვმალავდი 😀 ბიჭები დასდევდნენ საკოცნელად 😀 ყოველთვის წრიპინა იყო (დღემდე), გიჟდება კივილზე (მე ვერ ვიტან როცა კივის!). ბაღი 1 წლით ადრე დავამთავრე, მარტივი მიზეზის გამო – ჩემი სკოლაში შესვლის დრო იყო. 1 სექტემბერს გასკდა ტირილით, გინდა თუ არა სკოლაში მინდაო.

სკოლაში შესვლისას უკვე თავი დიდი მეგონა, ისე ვუყურებდი როგორც პატარას. ყოველთვის როცა თამაში უნდოდა ბარბებით და თავისი სახელდახელოთ შეკერილი ტანსაცმლით დამდევდა ხოლმე. მეც 10 წუთი წავეთამაშებოდი ხოლმე და მასზე ბედნიერი მეორე ბავშვი არ მეგულებოდა. ბარბებით თამაშით კაი ხანს მაწუხებდა სხვათაშორის.

მერე ისიც წამოიზარდა, ისიც შევიდა სკოლაში… აი აქ არ მახსოვს როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა. სკოლიდან რომ ვბრუნდებოდით ჯერ ერთმანეთს ვუყვებოდით რაღაც ჭორებს, მერე მეცადინეობას ვიწყებდით.  ხო, აქედან დღემდე სიტუაცია არ შეცვლილა. ჩვენ ჩვენ საქმეებს ვაგვარებთ. როცა მოვრჩებით ყველაფერს ენებს ვიფხანთ და “ვშორდებით”, მე კომპიუტერთან მოვდივარ ის სამეცადინოდ მიდის.

ჩვენი ჩხუბი ერთი დიდი ცირკი იყო ხოლმე ^_^   1 მიზეზიც არ მახსოვს რაზე ვჩხუბობდით. არ ვინდობდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა ვერეოდი ; )))

ერთმანეთისგან ყველაფრით განვსხვავდებით, ფიზიკურადაც და ხასიათებითაც. მას სულ სხვა ინტერესი აქვს, მაგ: ქსოვა, ქარგვა, კერვა. თავისი შეკერილი კაბებით დადის, ზამთარში თავისი შეკერილი პალტოთი. ვიხვეწები ის საკერავი მანქანა მომაშორე ოთახიდან–მეთქი, მაგრამ ვინ გისმენს. აბიურიენტია და ქარგვისთვის და ქსოვისთვის დროს მაინც ნახულობს. კედელზე ჩამოკიდა უკვე თავისი მოქარულები, ეხლა ზის და ქვედაბოლოს იქსოვს. უყვარს თმის მოვლა, ყოველთვის დიეტაზეა და ყოველთვის ჭამს ღამით (შია და მშიერი ხო არ დაიძნებს (?!)), ჩემი არ იყოს ესეც კაი მსუნაგია, შოკოლადების სიყვარულში არ ჩამომივარდება.

საშინელი ბზღუნაა!!! ერთი თუ არ მოეწონა რაღაც ვსო, დამთავრებულია იქ ყველაფერი. არც ტკბილი სიტყვა ჭრის, არც ჩხუბი და არც არაფერი. ამ დროს ყველაზე კარგი საშუალება ოთახის კარების გამოკეტვა და მისი მარტო დატოვებაა. უყარს როდესაც ეთანხმებიან. ყოველთვის როცა რაღაცას მიყვება ბოლოში კითხვას აყოლებს “ხო?”, და უნდა დაეთანხმო, არ დავეთანხმები და ჩვენმა კამათმა და სჯა–ბაასმა შეიძლება დილამდე გასტანოს.

პანიკურად ეშინია კალიების და ობების. სოფელში ორივე ბლომად გვყავს ^_^ შეიძლება ითქვას, რომ შეჭმული ვყევარ, სანამ ტუალეტში შევა 100–ჯერ უნდა დაათვალიეროს იქაურობა რამე მრაალფეხა ხომ არ ბინადრობს, ბალახებში თუ გვიწევს სიარული და წინ კალია გადაუხტა გვერდზე მდგომს ეგრევე ზედ ატტება წივილ–კივილით. მისი თავიდან მოშორება ცოტა არ იყოს და ჭირს ხოლმე მერე.

ხო კიდევ, უყვარს ცეკვა. სახლში დარბის ოთახიდან ოთახში და ცეკვავს 😐 ნერვებს მიშლის ხოლმე ამ ხელების და ფეხების აქეთ–იქით ქნევა.

ამ ბოლო დროს მისი ერთადერთი საჭმელი შემწვარი კარტოფილია. ჭრის და იწვავს, სხვა გზა მაინც არ აქვს. თანაც, ბოროტია, მარტო თავისთვის იწვავს, სხვაზე კი არ იფიქრებს ?!

მგონი არაფერი გამომრჩენია :))
მთელი 18 წელი. არა და რომ ჰკითხოთ ისევ პტარაა.