Daily Archives: December 13, 2010

უკეთესი მომავალი გინდათ? კეთილი ინებეთ და გაანძრიეთ ტრაკები!

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებს ოცნებად უქციოს საზღვრებს გარეთ გაქცევა….

ნელ–ნელა, წვეთ–წვეთად პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის საქართველოში ცხოვრებას კი არა საქართველოში მომავალზე ოცნებასაც კი.

უაზრო რეფორმები, რომლებიც ალბათ სასიკეთოდ წაადგებოდა ქვეყანას რომ დაწყო ეტაპობრივად და არა ბოლო ეტაპიდან.

გაძვირებული მგზავრობა. ხალხს ერთი მგზავრობა ერთი პურის ფასი უჯდება. თუმცა რა ერთი პურის ფასი, სადღა ნახავთ 50 თეთრად პურს.წინა დღის პურიც მინიმუმ 60თ. ღირს.

სწავლის გადასახადი ხომ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. წელიწადში 2250 ლარი და სანაცვლოდ ღმერთმა იცის გასწავლიან თუ არა და თუ გასწავლიან რას გასწავლიან და ისიც გაურკვეველია ბოლოს რომელი უნივერსიტეტის დიპლომს დაგაჭერინებენ ხელში.

ეხლა ვაჭრებს და ინდ.მეწარმეებს დაერივნენ. როდის იყო ბაზარში, დახლთან მდგომს საკასო აპარატი ედგა და თვეში 920–ლარს იხდიდა პრაქტიკულად არაფერში? ესეც რომ არ იყოს, დღეიდან ყველა ვაჭარი (ტანსაცმლის გამყიდველი იქნება თუ ხილის) ვალდებულია აწარმოოეს “საქონლის” აღრიცხვა ე.წ ჟურნალში და ჩააბაროს ანგარიში მთავრობას. კი ბატონო, აიყვანეთ თითოეული ადამიანი კონტროლზე, გამოწურეთ და ამოუტრიალეთ ჯიბეები და მოპოვებული ხელფასის თუ ფულის რამდენიმე % წაართვი, მაგრამ იქნებ ადამიანურად გააკეთო ეს და არა ველურივით? ან იქნებ სანაცვლოდ უკეთესი რამ შესთავაზოთ და საახალწლოდ ბოჩელი კი არ ჩამოიყვანოთ იმ ხალხის ფულით ქუჩაში რომ მათხოვრების “კუტოკებია” და ბავშვთა სახლებში დახეული ტანსაცმლით დადიან იმათ მიაქციოთ ყურადღება?

საბაჟოზე ხომ საერთოდ ერთი დიდი გაურკვევლობაა. ვეთანხმები,რომ უნდა შემოწმდეს ყველაფერი რაც შედის და გადის მაგრამ იქნებ ცოტა ადეკვატური მოთხოვნებით და წესებით გაკეთდეს?

ხალხის წუწუნს საზღვარი არ აქვთ. სამსახური არ არის და თუ არის ხელფასის და “მოგების” 80% მთავრობა გვართმევსო. სამაგიეროდ რესტორანი რესტორანზე იხსნება და ღამის კლუბი ღამის კლუბზე. სტრიპტიზ ბარების მომრავლებაზე აღარაფერს ვამბობ. თქვე კაი ხალხო, თუ ფული არ გაქვთ რას “დატასაობთ” ბარიდან რესტორანში და რესტორნიდან ღმერთმა იცის სად?!

ამათ შემხედვარე სტუდენტები თავში ხელებს იშენენ და ღმერთო ოღონდ საქართველოდან წამიყვანე და სულ ერთია სადო გაიძახიან. ან გოდებას მიეცემიან “ღმერთო რად მოველ საქართველოშიო”. კი, მესმის თქვენი. პრაქტიკულად გაუსაძლისია აქ ცხოვრება და კარიერის აწყობა და მშვიდი მომავალი, მაგრამ თქვენც თუ გაიქეცით სვავებს უტოვებთ ქვეყანას საჯიჯგნად? დამბრუნებელი მანც არც–ერთი არ ხართ. ვერ ხვდებით, რომ თუ რაღაც სინათლის სხივი და იმედი არსებობს ისიც სტუდენტებისკენ არის მიმართული, რომლებსაც ასე უქებენ გონიერებას, მიზანსწრაფულობას და შემოქმედებითობას? გასაქანი არ გვაქვსო დამიწყებთ ეხლა, მაგრამ ცდილობთ? სახლში მჯომნი და წუწუნით ვერაფერს მიაღწევთ.

უკეთესი მომავალი გინდათ? კეთილი ინებეთ და გაანძრიეთ ტრაკები!