უკეთესი მომავალი გინდათ? კეთილი ინებეთ და გაანძრიეთ ტრაკები!

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებს ოცნებად უქციოს საზღვრებს გარეთ გაქცევა….

ნელ–ნელა, წვეთ–წვეთად პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის საქართველოში ცხოვრებას კი არა საქართველოში მომავალზე ოცნებასაც კი.

უაზრო რეფორმები, რომლებიც ალბათ სასიკეთოდ წაადგებოდა ქვეყანას რომ დაწყო ეტაპობრივად და არა ბოლო ეტაპიდან.

გაძვირებული მგზავრობა. ხალხს ერთი მგზავრობა ერთი პურის ფასი უჯდება. თუმცა რა ერთი პურის ფასი, სადღა ნახავთ 50 თეთრად პურს.წინა დღის პურიც მინიმუმ 60თ. ღირს.

სწავლის გადასახადი ხომ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. წელიწადში 2250 ლარი და სანაცვლოდ ღმერთმა იცის გასწავლიან თუ არა და თუ გასწავლიან რას გასწავლიან და ისიც გაურკვეველია ბოლოს რომელი უნივერსიტეტის დიპლომს დაგაჭერინებენ ხელში.

ეხლა ვაჭრებს და ინდ.მეწარმეებს დაერივნენ. როდის იყო ბაზარში, დახლთან მდგომს საკასო აპარატი ედგა და თვეში 920–ლარს იხდიდა პრაქტიკულად არაფერში? ესეც რომ არ იყოს, დღეიდან ყველა ვაჭარი (ტანსაცმლის გამყიდველი იქნება თუ ხილის) ვალდებულია აწარმოოეს “საქონლის” აღრიცხვა ე.წ ჟურნალში და ჩააბაროს ანგარიში მთავრობას. კი ბატონო, აიყვანეთ თითოეული ადამიანი კონტროლზე, გამოწურეთ და ამოუტრიალეთ ჯიბეები და მოპოვებული ხელფასის თუ ფულის რამდენიმე % წაართვი, მაგრამ იქნებ ადამიანურად გააკეთო ეს და არა ველურივით? ან იქნებ სანაცვლოდ უკეთესი რამ შესთავაზოთ და საახალწლოდ ბოჩელი კი არ ჩამოიყვანოთ იმ ხალხის ფულით ქუჩაში რომ მათხოვრების “კუტოკებია” და ბავშვთა სახლებში დახეული ტანსაცმლით დადიან იმათ მიაქციოთ ყურადღება?

საბაჟოზე ხომ საერთოდ ერთი დიდი გაურკვევლობაა. ვეთანხმები,რომ უნდა შემოწმდეს ყველაფერი რაც შედის და გადის მაგრამ იქნებ ცოტა ადეკვატური მოთხოვნებით და წესებით გაკეთდეს?

ხალხის წუწუნს საზღვარი არ აქვთ. სამსახური არ არის და თუ არის ხელფასის და “მოგების” 80% მთავრობა გვართმევსო. სამაგიეროდ რესტორანი რესტორანზე იხსნება და ღამის კლუბი ღამის კლუბზე. სტრიპტიზ ბარების მომრავლებაზე აღარაფერს ვამბობ. თქვე კაი ხალხო, თუ ფული არ გაქვთ რას “დატასაობთ” ბარიდან რესტორანში და რესტორნიდან ღმერთმა იცის სად?!

ამათ შემხედვარე სტუდენტები თავში ხელებს იშენენ და ღმერთო ოღონდ საქართველოდან წამიყვანე და სულ ერთია სადო გაიძახიან. ან გოდებას მიეცემიან “ღმერთო რად მოველ საქართველოშიო”. კი, მესმის თქვენი. პრაქტიკულად გაუსაძლისია აქ ცხოვრება და კარიერის აწყობა და მშვიდი მომავალი, მაგრამ თქვენც თუ გაიქეცით სვავებს უტოვებთ ქვეყანას საჯიჯგნად? დამბრუნებელი მანც არც–ერთი არ ხართ. ვერ ხვდებით, რომ თუ რაღაც სინათლის სხივი და იმედი არსებობს ისიც სტუდენტებისკენ არის მიმართული, რომლებსაც ასე უქებენ გონიერებას, მიზანსწრაფულობას და შემოქმედებითობას? გასაქანი არ გვაქვსო დამიწყებთ ეხლა, მაგრამ ცდილობთ? სახლში მჯომნი და წუწუნით ვერაფერს მიაღწევთ.

უკეთესი მომავალი გინდათ? კეთილი ინებეთ და გაანძრიეთ ტრაკები!

13 thoughts on “უკეთესი მომავალი გინდათ? კეთილი ინებეთ და გაანძრიეთ ტრაკები!

  1. tamaRa

    რომ არ იძლევიან მაგის საშუალებას???? დასავლური განათლების გარეშე რომ პროფესიით მუშაობის შანსი თითქმის ნულის ტოლია, რანაირად გავინძრე???

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      როცა ე.წ დასავლური განათლების მისაღებად წახვალ უნდა/კარგი იქნებოდა ისევ უკან ბრუნდებოდეს ვინმე და იქ მირებული განათლება მარტო სათავსოდ კი არა საქვეყნისთჩისაც გამოეყენებინა.
      იმას კი არ ვიძახი აქ მიღებული განათლებით დაკმაყოფილდითთქო, პირიქით… მაგრამ, ეხლა ყველას გაქცევა უნდა და უკან მომხედვარი არავინაა.

      Reply
      1. tamaRa

        ბრუნდებიან, ნათია, ბრუნდებიან… სასწავლებლად წასულს უფლება აღარ აქვს დარჩეს, უბრალოდ, ვიზას გასდის ვადა;

        სამუშაოდ წასულებს კი ვერ გავამტყუნებ… როგორც წესი, ისეთები მიდიან, ვისაც საკუთარი თავის გარდა კიდევ უამრავ ადამიანზე აქვთ აღებული პასუხისმგებლობა. შეიძლება ერთმა ადამიანმა გაიჭირვოს და გაძლოს აქ, მაგრამ როცა ახლობლების დახმარების შანსი გაქვს, წახვალ კი არა, გაიქცევი აქედან…

        მე მესმის რასაც ამბობ და გეთანხმები კიდეც, მაგრამ ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი რომ საზღვარგარეთ გაიხვეტა, ვერც იმათ ვამტყუნებ…

  2. Mari

    ჰა ეხლა, ბოჩელისგან რაღა გინდოდა?
    ნუ ნერვიულობ, ნათ. ყველაფერი კარგად იქნება. თუ ცოტა ჭკუა გიჭრის, მონდომებასაც დაატან ზედ და ეგ იქნება. არაფერია შეუძლებელი.

    Reply
  3. ქალთევზა

    გეთანხმები ყველაფერში. აქ ცხოვრება შეუძლებელი ხდება ნელ-ნელა. მაგრამ ჩვენ თუ გავიხვეტეთ აქედან ვინღა დარჩება? და საერთოდაც ეგ არ უნდ აამ ხელისუფლებას? ქართველებს ბურებით შეცვლის და იქნებ საფრანგეთიდან დეპორტირებული ციგნებიც ჩამოიყვანოს . ახლა ფინეთი აგდებს კიდე და ასე. “ლამაზი საქართველო, ქართველების გარეშე” -დიდი ხნის წინ დასახული გეგმა ამ აყლაყუდამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე?

    Reply
  4. Mr. Nomad

    სამწუხაროდ, ვერ დაგეთანხმები. არავინ არავის ართმევს შემოსავლების 80%. საშემოსავლო გადასახადი სულ რაღაც 20%–ია🙂

    “როდის იყო ბაზარში, დახლთან მდგომს საკასო აპარატი ედგა “–ზე ასე გიპასუხებ. ადრე საქართველოში ეგ აპარატი არავის ედგა და მიტომ გვქონდა საქმე კარგად. როგორც მეწარმე, ყველა ვალდებული გარკვეული თანხა გადაუხადოს საზოგადოებას (და არა სახელმწიფოს) და ეგ არაა ჩვენი მოგონილი. ყველა შეგნებულ საზოგადოებაში ასე ხდება და პრეტენზია არავის აქვს.

    მაშინ შვედეთმა რაღა უნდა თქვას, მოგების გადასახადი 70%–ია. ჩვენთან კი მხოლოდ 15%🙂 მგონი ჯობია, საკითხვებს ორი მხრიდან შევხედოთ ხოლმე.

    Nothing personal, just business.🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      განა გადასახადებს ვაპროტესტებ ან რამეს… უბრალოდ, როდესაც სთხოვ რარაცას, იმის ტრაკიც უნდა გქონდეს რომ შეუქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ის 20% დიდი დანაკლისი არ იყოს. მაგრამ დღეს საქართველოში, ის 20%–იც ძალიან დიდი რაღაცაა.
      შვედეთს რომ ადარებ, კაი რა😀😀 გადახედე ჯერ საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას და მერე ეკონომიკურს

      Reply
  5. Mr. Nomad

    ხოდა, თუ ვინმეს სადმე წასვლა უნდა, საზღვრები ღიაა😀 დიდი ხანია სსრკ–ში აღარ ვართ😛

    Reply
  6. zurriuss

    ოოო, რა უნდა ვთქვა მე ახალი და განსაკუთრებული? ჩვენ გარდამავალი თაობა ვართ და იმედი გვქონდეს, ეს გარდამავლობა ქვეყნიერების აღსასრულამდე დასრულდება.

    Reply
  7. okey

    არადა განათლების რეფორმებით ძალიან კმაყოფილი ვარ…
    უნდა მიაწვნენ მაგას…

    სხვა არ ვიცი… პოლიტიკა მაგრად მკიდია…
    ოცნების უნარს ვერავინ დამიკარგავს…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s