ანდერძი

სიკვდილი მაგარი დამპალი ვინმეა. როცა არ გინდა და როცა ყველაზე მეტად გიხარია ცხოვრება ხშირ შემთხვევაში სწორედ მაშინ გესტუმრება შავ ანაფორაში გამოწყობილი “სიკვდილი ცელით”… ხო და ჩვენს წინაპრეპს გამოუგონიათ მშვენიერი რამ, სახელად ანდერძი. ეს გახლავთ იურიდიული დოკუმენტი, რომლის საშუალებითად ხდება საკუთარი ქონების განკარგვა სიკვდილის შემდეგ. ზოგჯერ ეს ხდებოდა ზეპირი გზითაც, თუმცა დღესდღეობით ამ დოკუმენტს უკვე წერილობითი ფორმა აქვს, რომელსაც ნოტარიუსი ამტკიცებს.

ანდერძის არა, მაგრამ ანდერძის პროვოკაციის დატოვება კი გადავწყვიტე. სიკვდილი ოხერია, არ იცი როდის გესტუმრება ხოდა.. ნოტარიუსები და ამბები არ გვინდა, ბლოგიც საკმარისია. ჩემს პირად საკუთრებაში ამჟამად ძალიან ცოტა რამ შედის და მათი განაწილებაც მხოლოდ იმ ადამიანებზე მოხდება, რომლებიც იმსახურებენ ^^

თუმცა არსებობს ორად ორი ნივთი, რომლებიც სამუდამოდ ჩემთან უნდა დარჩეს. როგორც ალუკარდი იტყოდა ჰარი პოტერი ჩემი საკუბოვე წიგნებიაო და უნდა გავიყოლოვო ეგრე ვიტყვი მეც. არ გაბედოთ და თქვენთვის არ დაიტოვოთ! სიკვდილის საჩუქრები ჩამომკიდეთ ყელზე და ისე გამისტუმრეთ.

 

დღიურები – ჩემი ყველაზე საყვარელი ნივთები ^_ ^ პატარაობიდანვე მიყვარდა წერა სა სათუთად ვაგროვებდი ყველა ფურცელს. არასდროს გამჩენია სურვილი დამეწვა, დამეგლიჯა, დამეფლითა ან საერთოდაც გამენადგურებინა. ყოველი წაკითხვისას რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე და საკმაოდ საინტერესოა ბავშვობაში დაბრუნება🙂 ხო და ამ ჩემს წარსულს ანას დავუტოვებ🙂 როგორც ვიცი ანაც წერდა დღიურს და ყოველი წლის ბოლოს “ანთებდა” მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას არ ენახა. ჰმ…😐

 

საკმაოდ დიდი ხანია ვაგროვებ და თითოეული მათგანი ისე ძალიან მიყვარს ^^ დღეს ჩემს “კოლექციას” კიდევ ერთი შეემატა, გრინ მარისგან წამოვიღე და მარიმ ისიც დაამატა არასდროს შემიგროვებია სალფეტკებიო. ხო და მე ვაგროვებდი და დიდი სიამოვნებით დავუტოვებდი წლების განმავლობაში მოგროვილ და შეკრულ რამდენიმე ათეულ სალფეტკს🙂  დარწმუნებული ვარ მარი განაგრძობს შეგროვებას, თუნდაც ჩემი ხათრით, ხო მარ?

 

 

 

გინდათ არ გინდათ ჩემ საყვარელ წიგნებში შედის ესეც.თანაც პირველი წიგნი იყო, რომელიც საკუთარი ფულით ვიყიდე და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით პირველი ნაწილი. ბევრი ვიფიქრე, ვის შეიძლება დაუტოვო ისეთს ვსაც გაუხარდება და თან გამოადგებათქო და არავინ მომაფიქრდა. რატომღაც ყველა ზევიდან უყურებს ამ წიგნს და რაღაც “მდორე ხარისხის” ნაწარმოები ჰგონიათ… მოკლედ, ბევრი ვიფქრე თუ ცოტა ამ წიგნებს ადოს დავუტოვებდი დიდი სიამოვნებით :))  მჯერა, რომ გაუფრთხილდება და წაიკითხავს კიდეც🙂

 

 

 

ზარდახშა თავის საყურეებით – პირდაპირი რეისით წავა კნუტისკენ :))

 

 

 

 

 

 

კარგად არ ჩანს, მაგრამ ორი პატარა “კულონი” დევს. დაბადების დღეზე მაჩუქეს ორივე და საგულდაულოდ ვუფრთხილდები🙂 ჯვარი შემთხვევით მოხვდა კადრში, ეგ ჩემთან რჩება…

 

ხო და ეს ორი პატარა და ჩემთვის ძვირფასი კულონი გრინ მარისთვის მინდა🙂

 

 

მინის ჭადრაკი. მეხუთე კლასში ვიყავი ნათლიაჩემმა, რომ მაჩუქა.უნდოდა მესწავლა თამაში. სვლები და ე.წ “ძეტკი მატი” მასწავლა, მაგრამ ეხლა მგონი სვლებიც არ მახსოვს. წლების წინ, რომ შევდე გარდერობის თავზე მხოლოდ ამ საღამოს ჩამოვიღე. უძვირფასესი ნივთია ჩემთვის… ჭადრაკი, ისეთი რაღაცაა ყველა ვერ იხიბლება მისით და ყველა ვერ სწვდება მის არსს, ამიტომ ვუტოვებ და თანაც უდიდესი სიამოვნებით იმას, ვისაც უყვარს და ესმის ჭადრაკის ხელოვნება. ზურ, ხომ გაუფრთხილდები?

 

 

 

ეს უცნაური და ორიგინალური ზარდახშა მარიამ ბლანკმა            მაჩუქა… მე კიდევ ჭინკას ვაჩუქებდი :*

 

 

 

 

 

 

 

გოჭუნა ^_^  მინდა, რომ ალუკარდს ჰქონდეს ჩემგან სამახსოვრო რაცხა… ხო და ეს დამრჩა… იმედი მაქვს სანამ სიკვდილი მესტუმრება რამეს საშენოსაც “გამოვკრავ ხელს”, მანამდე კი ამას გიტოვებ  ბუ :))

 

 

 

სავარაუდოდ ეს პოსტი თუ ანდერძი განახლებადი იქნება და შეემატება ახალი ნივთები ხოლმე🙂  ჯერ რა დროს ჩემი სიკვდილია ^_^ დიდხანს უნდა გიშალოთ ნერვები, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო… :))

28 thoughts on “ანდერძი

  1. anna

    რაც მე მარგუნა ბედმა, ყველაზე უფრო მომეწონა :დ სხვისი საიდუმლოებიი : დ ჰაჰა ;დ

    Reply
  2. knuti

    დიდი მადლობა საჩუქრისთვის, საერთოდ რომ გაგახსენდი მაგისტვისაც მადლობა

    , მაგრამ საყურეებით გინახივარ ოდესმე?o_O

    ჰოდა.. ეგეთი მეც დაწერილი მაქვს
    http://knuti.wordpress.com/2010/07/11/will/

    Reply
  3. ლილიანი

    მე ანდერძად ჩემი კრემაცია და უშბის ძირას მოპნევა დავიბარე : ) და ნივთებისათვის რაც უნდათ ის უქნიათ : )

    Reply
  4. Mari

    მე რათ მინდა რომ მიტოვებ? შენ არ მპირდებოდი შენთან ერთად უნდა მოვკვდეო?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ^_^ ჩემი გრინი :* :* შენ არ მთანხმდებოდი და…. თუ დამთანხმდები ერთად სიკვდილზე მაშინ მაგეებს ვინმეს ვუანდერძებ ^^

      Reply
  5. ადო

    ეხლა ვნახე ეს პოსსტი❤ და საერთოდაც ჩემს სახელს როემლიმე პოსტში თუ ახსენებთ FB-ზე დამიშეირეთ ხოლმე😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰმ😐 არ უნდა გჭირდებოდეს ჩემი ბლოგის დაშეარება ისე უნდა კითხულობდე რა :პ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნწ, მიმაქვს😐 ჩემია :დ და ვეგოისტობ მედალიონის მიმართ :დ

      Reply
  6. Pingback: ანდერძი (სანამ კედებს გავფშეკდე) « BunBunLand

  7. CreaTive

    აუუ როგორც ვატყობ მარტო მე არ მქონია ჰარის მეოთხე ნაწილი,ბოტკინიანი პერსონაჟები რო ახატია :დ მთელი თბილისი მოვიარე მაგარყდიანების საშოვნელად და მარტო პირველი ხუთი ნაწილი მაქ ჯერ მაგარყდიანი😦 სად იშოვე მეშვიდე მაგარყდიანი ?😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბიბლუსში, რუსთაველზე რომ ბიბლუსია იქ ვიყიდე 5ვე წიგნი და მეხუთეს გარდა ყველა მაგარ ყდიანი იყო.
      1-2 მქონდა მაგარ ყდიანები :პ

      Reply
      1. CreaTive

        ეხლა რაღაც ბუკინისტური მაღაზიები ამოვიწერე უნდა მივაკითხო,იქნებ ვიშოვე 6-7😦 ბიბლუსში ეხლა ყველა რბილყდიანია მეხუთეს გარდა,მეშვიდე ნანახიც არ მაქ მაგარყდიანი😦

      2. siyvarulovna Post author

        :S :S mekidev მეხუთე მაქვს რბილყდიანი :დ ფული რომ მექნება აუცილებლად ვიყიდი მაგარ ყდიანს❤

      3. CreaTive

        ალუკარდმა იცის როგორ ვგიჟდები მაგარ ყდებზე :დ

      4. siyvarulovna Post author

        ხო :დ თუმცა ალუკარდმაც ვერ ისოვა მაგა ყდიანი პირველი როდესაც ჩემთვის საჩუქრად ეძებდა :დ

      5. CreaTive

        მე ვიშოვე და სადაც ვიშოვე იმ მაღაზიაში კიდევ ერთია ეგეთი ოღონდ მგონი სულ ცოტათია დაზიანებული,თუ გინდა მომწერე და გეტყვი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s