კოდი

თითქმის ერთი თევა რაც რუსთავი 2–ის ეთერით ყოველდღე, 7–ის ნახევარზე ე.წ  რეალითი შოუ “კოდი” გადის. ”კოდი” საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველი პროექტია, რომელიც ექსტრემალურ თავგადასავალს, გადარჩენისათვის ბრძოლას და რეალითი შოუს ყველა ელემენტს აერთიანებს. საზოგადოებისთვის ცნობილმა 8 ადამიანმა ერთი თვე კომფორტისა და ცივილიზაციის გარეშე გაატარა. იმისათვის, რომ 40 000 ლარი და სხვა პრიზები მოიგონ, ”კოდის” ყველა წესის გათვალისწინება უწევთ. ეს 8 ადამიანი დაყოფილია 4 ჯგუფად: 1. ნუკი და გიო; 2.ლალი და ნიკა; 3.ლენუკა და გაგა; 4.თაკო და გია. თითოეულ მათგანს აქვთ საკუთარი სმს ნომერი რომელზეც მაყურებელს შეუძლია “ხმა” მისცეს საკუთარ რჩეულს. ხალხის სიმპათიას მაგთიკომისგან ელოდება საჩუქარი.

2001 – ნუკი და გიო
2002 – ლალი და ნიკა
2005 – ლენუკა და გაგა
2004 – თაკო და გია


გუნდები და მოთამაშეები საკმაოდ განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან და ხშირად პატარ–პატარა კამათებიც ხდება. ერთადერთი ჯგუფი (ჯერჯერობით) ნუკის და გიოს გუნდია, რომელიც ჯერ ისევ შეხმატკილებულად ცხოვრობს კარავში, საშინელ პირობებში.
თითოეული თამაშის მოგება ასე თუ ისე დამოკიდებულია წყვილებს შორის ურთიერთობაზე, გამძლეობაზე, მოთმინების უნარზე, გონიერებაზე და სიძლიერეზე.

თითოეულ მონაწილეს გააჩნია რაღაც პატარა “ნაკლი”, რომელიც ხშირად ხელს უშლის იმ პატარ–პატარა თამაშების მოგებაში. მაგალითად გიორგი ქორქიას წყლის იმდენად ეშინია, რომ ვარჯის დროს აუზში ჩასვლაც კი ვერ გაბედა. ამ დროს თამაში და შეჯიბრი მიმდინარეობს აჭარის ტერიტორიაზე, სადაც მოგეხსენებათ წყალი უხვად არის. ნუკის ისტერიულად ეშინია გველების. მათი დანახვისას იმდენად ცუდად გახდა, რომ მედიკლაბის დახმარების იმდათღა დარჩა და ამის გამო საკმაოდ ბევრი წუთი დაკარგეს. დრო კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ თამაშში.

 

გაგა საკმაოდ ფეთქებადი და ცოტა უცნაური ტიპი აღმოჩნდა, რატომღაც სულ სხვანაირი წარმომედგინა. სულ ბრაზობს და ჩხუბობს, ლენუკას ადგილზე ამდენს ვერ ავიტანდი ^^  თაკოს ერთ–ერთ “ნაკლად” ბევრი რატომღაც მის მუდმივ “სიკოხტავეს” თვლის. სარკე, სავარცხელი, თმისამაგრი… მოკლედ, რაც საჭიროა თავის მოსავლელად ყველაფერს ნახავთ თაკოს ხელში. ხანდახან გამაღიზიანებელიც კია ამდენი თავის მოვლა, და სწორედ ასე ღიზიანდება გია, რომელიც ხშირად უმიზეზოდ უბრაზდება თაკოს და მერე იძულებული ხდება ბოდიშები იხადოს. ლალის და ნიკას გუნდი, როგორც გაგამ თქვა “ბებრების ჯგუფია”. ასაკით ყველაზე უფროსები, სერიოზულები და მოსაბეზრებლები.მათგან საინტერესოს ვერაფერს გაიგებ და ნახავ. მხოლოდ ლალის ცანცარით თუ დაკმაყოფილდები.

რატომღაც ამ პროექტს ისეთ რეკლამას უკეთებდნენ, რომ ძალიან, ძალიან საინტერესო შოუს ველოდებოდი. ხელში კი 20 წუთიანი ვიდეო რგოლები შემხვდა, რომელიც არაფრის მომცემია. ჩემი აზრით გაცილებით უკეთ და საინტერესოდ შეიძლებოდა ამ ვიდეოების დამონტაჟება და ჩვენება. თუ რეალით შოუს უწოდებ, კეთილი ინებე და რეალითი შოუს “სტანდარტებში” ჩაეტიე.

 

Advertisements

4 thoughts on “კოდი

  1. egoisti

    მოროშკინაზე გული მერევა 😐
    ყველას ეტენება 😐 და ოფიციანტად რომ მუშაობდნენ იქ რეები გააკეთა O_o გამოვშტერდი 😐
    “ქორქიების” გუნდი მომწონს და მაგათ ვგულშემატკივრობ ❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აი, ზუსტად მაგას ვფიქრობ მეც. ლალი საშინელებაა :ო ნუკი და გიო კარგები არიან. ყველაზე კარგი გუნდია მეთუ მკითხავთ. მაგრამ თამაშში მოიკოჭლებენსავით

      Reply
      1. egoisti

        ხან რა ემართებათ, ხან რაა.. და მოიკოჭლებენ აბა რას იზამენ ? 😕

  2. LiLaC

    ე.ი. ვუყურებ ამ შოუს და ყველაზე მეტად მყუდროს და თაკოს გუნდი მომწონს, იმიტომ რომ აბსოლიტურად განსხვავებული ტიპაჟები არიან და მათი თანაარსებობა თუ რაც ქვია ყველაზე საინტერესოა ჩემთვის.
    ქორქიას და ნუკის რაც შეეხება, იმდენად შეხმატკბილებულები არიან, რომ ფაქტობრივად არც ჩანან.. თავიდან ვითომ უნდოდათ ინტრიგა ჩაეგდოთ, მაგრამ არ გამოვიდა. მოკლედ, რაღაცნაირად უინტერესო წყვილია ჩემთვის. მაგრამ აი ის მომენტი, შენ რომ აღნიშნე, სადაც ერთერთ თამაშში ამ გუნდის ორივე მონაწილის ფობია გაერთიანდა მართლა დასამახსოვრებელი იყო.
    არც გაგა და ლენუკა იპყრობენ დიდ ყურადღებას. ლალის და ნიკას რაც შეეხება, ნიკას ვაბშე ვერ ვამჩნევ და ლალის კი ვამჩნევ, მაგრამ რაღაც მეხელოვნურება :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s