საახალწლო ზღაპარი

23 დეკემბერს, კინო რუსთაველმა წარმოგვიდგინა შალვა რამიშვილისა და სტუდია არტბონუსის ანიმაციური ფილმი: “ბრძოლა ნატვრითვალისთვის”. ეს იყო პირველი ქართული მულტფილმი 3D–ში რომლის მხატვარიც გახლდათ ზალიკო სულაკაური, მუსიკის ავტორი სალომე – კორკოტაშვილი, პროდუსერები: გია ბაზღაძე, ბაკურ ლაშქარავა და ნუგზარ ასათიანი, სცენარის ავტორი და რეჟისორი – შალვა რამიშვილი.

მოქმედება ვითარდება ორი ერთმანეთისგან 1500 წლით დაშორებულ ეპოქაში. შატილელებს ძველად გააჩნდათ ნატვრისთვალი, რომელსაც ყოველ ახალ წელს ხალხი მშვიდობას შესთხოვდა, რადგან მიაჩნდათ, რომ მშვიდობის არსებობის შემთხვევაში სხვა დანარჩენი თავისით მოვიდოდა. თუმცა ბოროტმა ჯადოქარმა აქაც იჩინა თავი და ნატვრისთვალის ხელში ჩაგდება ცადა. იმისათვის, რომ ეს თვალი ბოროტ გადამთიელს არ ჩაეგდო ხელში, თვით დედაბუნება აღსდგა მის წინააღმდეგ და სოფელი შატილი ზვავით დაფარა.

მოქმედება 22–ე საუკუნის შატილში ინაცვლებს, რომელიც ულტრათანამედროვე არქიტექტურის მეგაპოლისია. აქვე ჩნდება მთავარი გმირი გიორგი, რომელსაც ახალი წლის შეხვედრა შატილში, ბებია–ბაბუასთან მოუხდება დედის ავადმყოფობის გამო.

მულტფილში შეხვდებით ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ გმირებს, ასევე იქნებიან სრულიად უცნობი გმირები, რომლებიც საკუთარი სიმამაცით დაუპირისპირდებიან ბოროტ ძალას.

ეს იყო პირველი ქართული 3D ანიმაცია, რომელმაც გაამართლა და რომელიც შექმნილია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის.

შეგიძლიათ ეწვიოთ მის ოფიციალურ გვერდს, დაათვალიეროთ სურათები, ნახოთ ტიზერები, ითამაშოთ და მიიღოთ სრულად ის ინფორმაცია, რომელიც ეხება საახალწლო ზღაპარს. ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ სალომე კორკოტაშვილის ახალ სიმღერას, რომელიც სპეციალურად ამ ანიმაციისთვის შეიქმნა.

 

ვისაც გიყვართ ზღაპრები და მულტფილმები ნამდვილად არ ინანებთ. 3d ეფექტები ჩემდა გასაოცრად საკმაოდ კარგად ჰქონდა დამუშავებული. სანამ სეანსზე შევიდოდი fb-ზე დავწერე და იქ დიალოგი ატყდა იმის შეხაებ თუ რა უნდა ყოფილიყო ქართველების მიერ გაკეთებული 3D და ა.შ  და ადარებდნენ ხერხს, რომელმაც უმეტესობას იმედები გაუცრუვა. მინდა გითხრათ რომ ხერხთან შედარებით საკმაოდ კარგი ეფექტები აქვს და წასვლა და ნახვა ღირს. მაგრამ თუ არც ზღაპარი გიყვართ, არც მულტფილმი, არც დევი და არც ცეროდენა და არც ის გაინტერესებთ როგორია 22–ე საუკუნის შატილი მაშინ ნუ წახვალთ :))

4 thoughts on “საახალწლო ზღაპარი

  1. Katiee.Ge

    და შეფასება?
    მოგეწონათ, არ მოგეწონათ, ღირს, არ ღირს.
    ეს მშრალი ინფო ტვ-ში და ფბ-ზეც იყო, ბლოგს რატომ ტვირთავ მშრალი ინფოთი ტყუილა🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ერთხელ თუ წახვალ არ ინანებ. ოღონდ ზღაპარი და მულტფილმები უნდა გიყვარდეს. 3დ ეფექტები ჰქონდა კაი. ხერხზე უკეთესი სხვათაშორის

      Reply
  2. Pingback: Tweets that mention საახალწლო ზღაპარი: -- Topsy.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s