ამ წელს…

ძალიან მინდოდა ამ პოსტში დაწვრილებით ჩამომეწერა ყველა ის მოვლენა,  რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა.

2010 წელი დაიწყო ისე როგორც 2009, 2008 და წინა 18 წელი. ამ წლის 31 იანვარს გრინ მარის ერთ–ერთი პოსტის კითხვისას უცბად მომინდა მეც მქონოდა ინტერნეტ სივრცეში პატარა ადგილი, სადაც საკუთარ აზრებს და ბოდიალებს დავწერდი და დავრეგისტრირდი wordpress–ზე. ამ ფაქტს იმიტომ ავღნიშნავ, რომ უშუალოდ ბლოგმა და აქ “მოღვაწეობამ” მეგობრები შემძინა, რომლებიც ძალიან მიყვარს.

ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეული წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემში მოხდა საოცარი გარდატეხები და შევიცვალე 180 გრადუსით. შემეცვალა აზროვნება, სამეგობრო წრე და დამოკიდებულება სხვადასხვა ადამაინების თუ მოვლენების მიმართ.

ამ წელს ჩავაბარე მისაღები გამოცდები და მოვხვდი ჩემთვის სასურველ იურიდიულ ფაკულტეტზე. ამ წელს გავხდი იმაზე 2–ჯერ უფრო დამოუკიდებელი ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ამ წელს გავიცანი და შემიყვარდა და დავუმეგობრდი ანას, ამ წელს დავუმეგობრდი გრინმარის.ამ წელს გავიცანი კნუტი.ამ წელს დავიკელი 20 –კგ.

ეს წელი იყო ჩემთვის ყველაზე გამორჩეული. არ ვნანობ არაფერს. ჯერჯერობით ყველაზე ძალიან მიყვარს. ყველაზე ძალიან ამ წლის დამახსოვრებას ვცდილობ.

მიყვარხართ ყველანი🙂

 

 

p.s კიდევ ბევრი რამ მოხდა ამ წელს, მაგრამ ყველფარის დაწერა არ ღირს, და ვერც დავწერ.

იმედი მაქვს შემდეგი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

 

7 thoughts on “ამ წელს…

    1. siyvarulovna Post author

      კი კი ^_^ მომავალი იურისტი :)) და უკვე ძალიან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. სანამ ჩავაბარებდი მანამდეც მიყვარდა🙂 :))

      Reply
  1. Mari

    აზროვნება შეგეცვალა არა ისა. რა თავსკვაზნიაკაც იყავი, ისევ ისეთი ხარ😛😛 :* :*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s