როცა ვინმე დეპრესიაშია:

როცა ვინმე დეპრესიაშია:

  • იკეტება სახლში;
  • არ უნდა არავის დანახვა;
  • უსმენს მოდეპრესიო მუსიკებს;
  • უყურებს მოდეპრესიო ფილმებს;
  • სძინავს შუადღის 4 საათამდე;
  • არ დგება ლოგინიდან იქამდე სანამ ვინმე არ ააგდებს;
  • სვამს ალკოჰოლურ სასმელს;
  • ჭამს უაზროდ ბევრს;
  • ან საერთოდ არ ჭამს;
  • აკეთებს ისეთ სისულელებს, როგორიცაა: ფრჩხილების დაკვნეტა, თმის შეჭრა, უაზრო; ექსპერიმენტები (რომლებიც ძირითადად საზიანოა) და ა.შ;
  • თვალებს ისიებს ტირილით;
  • ლანძღვა სჯერ საკუთარ თავს და მერე გარშემომყოფებს;
  • ფიქრობს თვითმკვლელობაზე.

 

როგორც წესი დეპრესია არ მაქვს, მაგრამ როცა ცუდ ხასიათზე ვარ ვუსმენ ამას

 

და ამის ფონზე ვათვალიერებ ძველ სურათებს.  თუ საშუალება მაქვს მივდივარ და ვცურავ. ეს სამი რაღაცაა რაც ყველაზე ძალიან მაწყნარებს. სურათების თვალიერება, იმ დროის გახსენება, კომენტარების გადაკითხვა… ნამდვილად ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა როდესაც საღამოს 7 საათია და  საშინელ ხასიათზე ხარ.

 

 

P.S   მე მაინც ცურვა მინდა ^_^

15 thoughts on “როცა ვინმე დეპრესიაშია:

  1. Mari

    აჰა, ე.ი. ტესტს ვავსებ, მაგრამ წინასწარ ვამბობ, რომ დეპრესია ჩემთან უძლურია.

    იკეტება სახლში; – კი. შანსს არ ვუშვებ.

    არ უნდა არავის დანახვა; – ესეც.ნუ, გამონაკლისების გადა.

    უსმენს მოდეპრესიო მუსიკებს; – ევანესენსს, ოღონდ ზოგჯერ.

    უყურებს მოდეპრესიო ფილმებს; – არა. ყურადღებას ვერ ვამახვილებ მასეთ ფილმებზე.

    სძინავს შუადღის 4 საათამდე; – ჩემი ნება რომ იყოს, 5-მდეც დავიძინებდი.

    არ დგება ლოგინიდან იქამდე სანამ ვინმე არ ააგდებს; – გააჩნია რა საქმე მაქვს.

    სვამს ალკოჰოლურ სასმელს; – არასოდეს ცხოვრებაში.

    ჭამს უაზროდ ბევრს; – არასოდეს, 14 წლის შემდეგ.

    ან საერთოდ არ ჭამს; – ჩემი ნება რომ იყოს, საჭმელი არ იარსებებდა.

    აკეთებს ისეთ სისულელებს, როგორიცაა: ფრჩხილების დაკვნეტა, თმის შეჭრა, უაზრო; ექსპერიმენტები (რომლებიც ძირითადად საზიანოა) და ა.შ; – ფრჩხილებს და თმას არ ვერჩი, სამაგიეროდ შემაღლებულ ადგილებზე დავიარები.

    თვალებს ისიებს ტირილით; – ტირილი თვალებს არ მისიებს.

    ლანძღვა სჯერ საკუთარ თავს და მერე გარშემომყოფებს; – არ ვლანძღავ, ვტუქსავ.

    ფიქრობს თვითმკვლელობაზე. – არა, ასე ადვილად ვერ მომიშორებთ🙂

    Reply
  2. knuti

    იკეტება სახლშi – პირველი 2 საათი, მერე გაქცევა მინდება :დდ
    არ უნდა არავის დანახვა–ესეც პირველი 2 საათი, მრე მარტო მეგობრებთან მინდა
    უსმენს მოდეპრესიო მუსიკებს– კი
    უყურებს მოდეპრესიო ფილმებს–მეზარება
    სძინავს შუადღის 4 საათამდე–არასდროს
    არ დგება ლოგინიდან იქამდე სანამ ვინმე არ ააგდებს–არა
    სვამს ალკოჰოლურ სასმელს–არა
    ჭამს უაზროდ ბევრს–ყოველთვსი ბევრს ვჭამ😀
    ან საერთოდ არ ჭამს–იხ.ზემოთ რაც დავწერე.
    აკეთებს ისეთ სისულელებს, როგორიცაა: ფრჩხილების დაკვნეტა, თმის შეჭრა, უაზრო;ექსპერიმენტები (რომლებიც ძირითადად საზიანოა) და ა.შ –არასდროს
    თვალებს ისიებს ტირილით– ეს კი.. ზედეტად ბევრსაც ვტირი
    ლანძღვა სჯერ საკუთარ თავს და მერე გარშემომყფებს– ესეც კი,😀
    ფიქრობს თვითმკვლელობაზე–არა, მინდა ხოლმე თავისით მოვკვდე, მშიშარა ვარ :))

    Reply
  3. wissner

    არ მიყვარს როცა ამბობენ ყოველ წუთში დეპრესია მაქვსო.შეიძლება მოწყენილი იყო,სტრესი მიიღო,იტირო მთელი დღე მაგრამ დეპრესია ა ვ ა დ მ ყ ო ფ ო ბ ა ა და ადამიანი როდესაც დეპრესიაშია არაფერი უნდა,მას სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

    Reply
  4. Kate_AlukaЯD

    ტაკს ბარემ მეც😀

    იკეტება სახლში – ნუ ეს რა თქმა უნდა ზოგჯერ მთელი თვითაც კი ან მეტი.
    არ უნდა არავის დანახვა – ესეც ერთი ორი გამონაკლილის გარდა.
    უსმენს მოდეპრესიო მუსიკებს – არა. არ მევასება მკვდარი სიმღერები.
    უყურებს მოდეპრესიო ფილმებს – არა. მეზარება ძალით ტასკა ფილმები.
    სძინავს შუადღის 4 საათამდე – ესეც :))) ხანდახან 6-7😀 ნუ რომ მაცლიდენ.
    არ დგება ლოგინიდან იქამდე სანამ ვინმე არ ააგდებს – +1.. დამპლები :დ
    სვამს ალკოჰოლურ სასმელს – არა სიმთვრალეს ვერ ვამუღამებ.
    ჭამს უაზროდ ბევრს – ნწუ ნუ გააჩნია დეპრესიას.. :დ
    ან საერთოდ არ ჭამს – ესეც გააჩნია დეპრესიას მიზეზებს და ა.შ.
    აკეთებს ისეთ სისულელებს, როგორიცაა: ფრჩხილების დაკვნეტა, თმის შეჭრა, უაზრო; ექსპერიმენტები (რომლებიც ძირითადად საზიანოა) და ა.შ – +1. თმის შეჭრა😀 ცეცხლთან თამაში…😀
    თვალებს ისიებს ტირილით – ძალიან იშვიათად როცა ისტერიკის პიკზე ვარ :დ
    ლანძღვა სჯერ საკუთარ თავს და მერე გარშემომყოფებს – ძალიან იშვიათად :დ
    ფიქრობს თვითმკვლელობაზე – არა 14 წლის შემდეგ და არც ვიფიქრებ არასდროს : )))

    არაფერი არ მშველის გამოსასვლელად თუ საბოლოოდ ჩემს თავს თვითონ არ მოვერიე🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მაგარი სიმღერაა ^_^ ალუკარდმა გამომიგზავნა მეც :)) დღე მაგით იწყება და მთავრდება

      Reply
  5. sooof19

    რაც არ უნდა საოცარი იყოს თითქმის არასდროს არ მაქვს დეპრესია, მაქსიმუმი რამდენიმე საათი ცუდ ხასიათზე ვიყო.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აი, ეგრე ვარ მეც ზუსტად. დეპრესიაო რო ამბობენ ჩემთვის გაუგებარ “ხილზე” საუბრობენ

      Reply
  6. Maranelli

    იკეტება სახლში;
    რა თქმა უნდა, ან პირიქით🙂 სულ არ შემოვდივარ

    არ უნდა არავის დანახვა;
    დანახვა არავისი მინდა ნამდვილად

    უსმენს მოდეპრესიო მუსიკებს;
    აუფ, ღრიალი მანდ ნახეთ🙂

    უყურებს მოდეპრესიო ფილმებს;
    არა ფილმების ნერვები სად მაქვს

    სძინავს შუადღის 4 საათამდე;
    მძინავს გახეთქვამდე

    არ დგება ლოგინიდან იქამდე სანამ ვინმე არ ააგდებს;
    ამაგდებს და კაი ჩიტს დაიჭერს

    სვამს ალკოჰოლურ სასმელს;
    არც ისე ვიკლებ მაგრამ ამ დროს განსაკუთრებით

    ჭამს უაზროდ ბევრს;
    ნამდვილად, გუდროსნსა და ხრეშზეც არ ვამბობ უარს

    ან საერთოდ არ ჭამს;
    არა ეს პუნქტი წინამ გამორიცხა

    აკეთებს ისეთ სისულელებს, როგორიცაა: ფრჩხილების დაკვნეტა, თმის შეჭრა, უაზრო; ექსპერიმენტები (რომლებიც ძირითადად საზიანოა) და ა.შ;
    მხოლოდ თმას ვერჩი

    თვალებს ისიებს ტირილით;
    არა ტირილი არ გამომდის

    ლანძღვა სჯერ საკუთარ თავს და მერე გარშემომყოფებს;
    “ლანძღვა” მსუბუქად ნათქვამია

    ფიქრობს თვითმკვლელობაზე.
    უი რა უხერხულია

    Reply
  7. lasha

    და თუ უბრალოდ ცუდადაა და მაგ ყველაფერს ვერ აკეთებს მაშინ კარგადაა? :უაზროსმაილი:
    ზნაჩიტ არასდროს მქონია დეპრესია,არადა მქონია :ისევუაზროსმაილი:🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დეპრესიის ათასი ფორმა არსებობს ჩემო კარგო ^_^ ვინაიდან და რადგანაც მე არასდროს მქონია, მხოლოდ გარშემომყოფებზე დაკვირვების შედეგია ეგ პუნქტები ; )))

      Reply
  8. tamuna2188

    მე როცა დეპრესიაში ვარ ამას ვერავინ ხვდება… მალევე გადამივლის ხოლმე რადგან ყოველთვის მომავლის იმედი მაქვს… ტყუილად ნუ ჩაიგდებთ თავს დეპრესიაში რადგან ყველაფერი დალაგდება ადრე თუ გვიან :*

    Reply
  9. MrsMarch

    თვალებს ისიებს ტირილით;
    ფიქრობს თვითმკვლელობაზე.

    ამ პუნქტების გარდა ყველას ვაკმაყოფილებ, ოღონდ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე და ქრონიკული დეპრესია ხოარ მაქვს?oO და თუ მაქვს რატომ არ მაწუხებს:huh: :))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s