წითელი და შავი

ბავშვობიდან მეჯავრებოდა წიგნები სადაც უამრავი აღწერა იყო ადამიანების, ბუნების, გრძნობების, ხასიათის თუ ნებისმიერი ნივთის. მთელ 1 ან 2 საათს ვუნდებოდი იმ გვერდის ჩაკითხვას.

უკვე რამდენიმე თვეა “წითელ და შავს” ვკითხულობ (გუშინ ღამე დავასრულე). პირველად ეს წიგნი ვეკოსგან გავიგე. ისე აქო და ადიდა მეთქი ეგ არის და რაღაც სასწაული უნდა იყოს–მეთქი.

საბოლოოდ ხელში შემრჩა რომანი, რომელსაც სრულიად ალოგიკური დასასრული ჰქონდა (ჩემთვის). მთელ წიგნში აღწერილი იყო გლეხი ბიჭის გრძნობები, განცდები და თავგადასავალი, მისი წარმატებები და მოულოდნელი მარცხი. მთელი ნაწარმოების განმავლობაში ჟულიენი (მთავარი გმირის სახელი) მოცულია საოცარი ამპარტავნობით. თავი მიაჩნია არავის ღირსად. და მიუხედავად ამისა უცბად ირკვევა რომ ამპარტავნობასთან ერთად ჟულიენმა საერთოდ არ იცის საკუთარი თავის ფასი. რატომღაც მიაჩნია, რომ ყველასთვის უბრალოდ გლეხის ბიჭია, რომელიც არაფერს წარმოადგენს. ერთდროულად აღმერთებდე  და გძულდეს საკუთარი თავი საოცარ ტენდემს ქმნის და გამოდის აჯაფსანდალი.

მის სიამაყეს, სიამპარტავნობას და თვითშეფასების კრიტერიუმებს თავი, რომ დავანებოთ არც მეგობრად ვარგა. ფუკე (ჟულიენის მეგობარი) მხოლოდ მაშინ ახსენდება როდესაც დახმარება სჭირდება. ამ ნაწარმოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრობა მხოლოდ დახმარების ხელი ყოფილა.

ასევე გაუგებარია ჩემთვის მისი სიყვარული. ყველა (მდიდარ) ქალს აღიქვამს შეცდენის ობიექტად. ცდილობს შეაცდინოს, დაეუფლოს მას და ასე “გაისწოროს” თავისი, რადგან მიაჩნია, რომ მას ნამდვილ ვაჟკაცად არავინ აღიქვამს.თუმცა ქალთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ ხვდება რომ შეყვარებულია, თანაც თავდავიწყებით და იმის მაგივრად რომ გრძნობებს მიენდოს რაღაც უაზრო გეგმებს ხლართავს. ლაპარაკობს წინასწარ შედგენილი სიტყვებით და წინადადებებით.

ის არ ენდობა საკუთარ თავს. ცდილობს რჩევა მიიღოს ვინმე მასზე უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანსგან და იმოქმედოს ისე.

დასასრული ყოვლად უაზრო და გაურკვეველი ჰქონდა. წიგნი დავხურე და მიხაროდა, რომ როგორც იქნა დავასრულე და 2–3 თვის შემდეგ მაინც დაუბრუნებ პატროონს. ასე ძალით წიგნი ჯერ არ წამიკითხავს. ყოველი ფურცლის დასრულების შემდეგ მქონდა პატარა იმედი, რომ ეხლა მაინც მოხდება რამე კარგი ან საინტერესო, მაგრამ ხელში სასოწარკვეთილი გლეხი ბიჭის არაფრისმომცემი ცხოვრება შემრჩა.

ერთადერთი რასაც მთელი ნაწარმოების განმავლობაში ვაფასებდი ეს იყო საფრანგეთის ცხოვრება ნაპოლეონის ეპოქის დასრულების შემდეგ.

ვეკო,ძალიან გთხოვ გამაგებინე რამ აგაღფრთოვანა ასე ძალიან?

29 thoughts on “წითელი და შავი

  1. knuti

    და ისა… თაგებში სიამპრტავნე ამპარტავნებით ჩაანაცვლე.

    Reply
  2. Monkey

    აუ ნათ კარგი რა ))) არ შეიძლება ამ წიგნზე ასე ლაპარაკი. იმიტომ კი არა რომ აღიარებული ნაწარმოებია და ბლაბლა. 5 წლის წინ წავიკითხე პირველად და ვერაფერი გავიგე გადავდე. შარშან ზამთარში მივხვდი რაზეა მთელი წიგნი. მაგრამ ოდნავადაც ვერ მიხვალ ახლოს თუ არ შეგიძლია გულახდილი იყო საკუთარ თავთან მაინც. წიგნი ადამიანურ ე.წ. ბოროტ გრძნობებზე და ვნებებზეა. საზოგადოებისგან აკრძალული ხილი გიგემია და ვერ მიხვდი რას გრძნობდა ჟულიენის პირველი საყვარელი? ან თვითონ ჟულიენი? ოდესმე რამე სიგიჟე გაგიკეთებია და აქ ვერაფერი იგრძენი? ეს წიგნი არაა “წესიერი” ადამიანებისთვის ვისაც ძეგლს უდგამენ და ვინც დადგენილი ჩარჩოებით ცხოვრობს და ვისაც “სიგიჟე” ქუჩაში ყვირილი ჰგონია ან ბლაბლა.
    მოკლედ ჯერ ბავშვები ხართ. ასაკს მნიშნელობა არა აქვს, პატარები ხართ ვინც ეს წიგნი უბრალო გლეხის ბიჭის თავგდასავლად აღიქვით და გირჩევთ უფრო გააზრებულად ცოტა ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების მერე წაიკითხოთ ))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, ალბათ მართალი ხარ. ჯერ ის დრო არ მაქვს რომ ეს ნაწარმოები გავიგო. მაგრამ იმდენად არ მესიამოვნა, რომ არამგონია 5 წლის მერე წავიკითხო კიდევ ერთხელ.

      Reply
  3. sunwaited

    ბრავო მანქის, და ნათია, იზ ენი ქვეშჩენ? :დ

    არ გეწყინოს, მარა ქართველებს უთქვამთ : “ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო” :დ

    ხოდა, მაშინ გააგრძელე მანველიძის მგლების კითხვა ^_^ ამ წიგნზე კი თავის დროზე თვითონ შეგეცვლება წარმოდგენა ))

    მე კი, უბრალოდ, მიყვარხარ ჟულიენ :დ ჩემთან ნათარგმნში ასე ერქვა თავიდან და ბოლომდე ამ სახელით ვიცნობ. იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, როცა 11 კლასში წავიკითხე, რომ ვეკო სანვეითინგის მაგივრად ყველგან ვეკო ჟულიან სორელი მერქვა :დ

    აუუუუუუუუუუუუუ, კარგი რამ გამახსენე, კიდე უნდა წავიკითხო ^_^

    Reply
  4. Mari

    მთლად მასეც არ არის. მახსოვს, როცა წავიკითხე, მეც საშინელი გრძნობა დამრჩა. თუმცა მერე კიდევ ერთხელ მოიხდა წაკითხვა და არ ვიცი შესაფერისი დრო დავამთხვიე თუ რა იყო… მოკლედ, მე მესმის ჯულიენის. ცოტა მიკვირს, მაგრამ მესმის.

    Reply
  5. tamaRa

    ვეკოს მხოლოდ მადლობა უთხარი, რომ მისი წაკითხვა გირჩია 🙂
    და მანქის მეორე ბრავო!!!
    მართლაც ძალიან კარგი წიგნია, ნათ, მაგრამ მსუბუქი წასაკითხი არაა, ადრენალინი რომ მოგემატოს პირველივე წაკითხვისთანავე…
    მე რითაც პირველი წაკითხვისას აღვფრთოვანდი, ესაა მატილდასა და მადამ დე რენალის კონტრასტი… დანარჩენი მერე მოვიდა 🙂
    და დღემდე ვფიქრობ, რატომ ჰქვია ”წითელი და შავი”!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      წითელი და შავი რატომ ჰქვია ეგ მეც ვერ გავიგე 😕
      ხო და რა ვქნა არ მომეწონა 😦 მანქიმ როგორც თქვა ეტყობა ჯერ ძალიან “პატარა” ვარ ამ ნაწარმოების გაგებისთვის.

      Reply
      1. tamaRa

        მე როგორც ვიცი, სათაურზე ერთიანი აზრი არ არსებობს… წავალ, გადავიკითხავ, იქნებ რამეს მივაგნო კიდევ 🙂
        ან იქნებ სულაც არანაირი იდეა დევს, ვერ მოიფიქრა ავტორმა სხვა სათაური და გაგვიჩინა თავსატეხი 🙂

      2. NaNcho Dongvani

        ადამიანები რთულად ხვდებიან, რომ რაც იშოვნეს ის კი არაა მათი სამეფო, არამედ ის, რასაც აკეთებენ, ამას ვერც ჟულიენი აცნობიერებდა დიდი ხნის განმავლობაში. ცხოვრების გაკრვეულ სტადიაზე, იგი დგება დილემის წინაშე, სწორედ ამ დილემით აიხსნება ნაწარმოების სათაურიც, „წითელი და შავი“, წითელი სიმბოლურად აღნიშნავს სამხედრო სამსახურს, ხოლო შავი -სამღდვდელოებას. ნებისმიერი მოზარდის წინაშე არსებობდა ორი ალტერნატივა, ორი გზა ფინანსური უზრუნველყოფისა და დიდი კარიერული წინსლვისკენ. ჟულიენი თავის კარიერას იწყებს პირველი სოციალური საფეხურიდან და მუდმიავ ესწრაფვის აღმასვლას, ამისათვის ისწავლის ლათინურს, ღვთისმსახურებას და ფარისევლობას. როგორც ყველა დროში და ყველა საზოგადოებაში, ვერიერშიც ნიჭიერი ადამიანი იწვევს თანამედროვე სოციუმის შურს, მინიმუმ გაუგებრობას. მხოლოდ ღირსეულს შეუძლია, სხვისი ძალების აღიარება, ამ დროს კი საფრანგეთში უღირსთა პროფიციტი იყო. ჟულიენის ტალანტი ქვეყანას სჭირდება, მაგრამ როდესაც საქმე პირადულზე მიდგება, ყველაფერი ქაოსში იძირება.

  6. kevana

    ვაუ, ნათ… დამშოკე.
    მიუხედავად იმისა, რომ კლასიკას ასე ეპყრობი, პოსტი მაინც მომეწონა, მაინტერესებს ასე 10 წლის მერე როგორ აღიქვავ ამ ნაწარმოებს..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თუ გამიჩნდა სურვილი, რომ წავიკითხო… ისე განვეწყვე მაგ წიგნის მიმართ რომ გახედვაც კი აღარ მინდა 🙂

      Reply
  7. Lu

    ნათ, (მგონი ასე ქვია პოსტის ავტორს) ერთი რამ მინდა გირჩიო.. ჯერ სტენდალის ბიოგრაფია წაიკითხე და დამერწმუნე აუცილებლად გაგიჩნდება მეორედ წაკითხვის სურვილი .. ან, თუ არ გაგიჩნდება, ბევრი რამ გახდება შენთვის გასაგები 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იცი დავიწყე ბიოგრაფიის კითხვა მაგრამ რატომღაც დავანებე თავი…
      მგონი მომიწევს ამ წიგნის მეორეჯერ გადაკითხვა ოღონდ რამდენიმე წლის შემდეგ 🙂
      მადლობთ რჩევისთვის

      Reply
  8. Lu

    არაფრის ჩემო კარგო..სტენდალის ცხოვრება შტეფან ცვაიგს აქვს ძალიან კარგად აღწერილი და მართლა აღვფრთოვანდი რომ წავიკითხე :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ლინკი არა, მგონი ინტერნეტში არც დევს. რომც იდოს ძალიან დიდია და შესაბამისად გაგიჭირდება წაკითხვა

      Reply
  9. nino

    აუცილებლა წაიკითხე ეს წიგნი მეორედ.. რამდენიმე წლის მერე და მიხვდები რამხელა სიმბრძნეა

    Reply
  10. led zepp

    albat arsebobs uketesi da ufro grma wignebic, magram chemi azrit imas ar imsaxurebda rac avtorma dawera masze 😀 me magalitad momewona, ramodenime tvis win movrchi

    Reply
  11. Pingback: წიგნები « სიყვარულოვნას ბლოგი

  12. NaNcho Dongvani

    ცუდად გაქვს გააზრებული.. ცოტა რომ გაიზრდები კიდევ ერთხელ გადაიკითხე..

    Reply
  13. mariampapunashvili1

    თითოეულ წიგნს აქვს რაღაც მიზანი . . ბრძოლის მთელი პათოსი გამოიხატება კარიერიზმსა და პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში . ახალგაზრდები ვერ ეგუებიან საგვარეული არისტოკრატიის პრივილეგიის აღორძინებას . წიგნი ასე ვთქვათ ოთხ ნაწილად შეიძლება დავყოთ 1. რენალების ოჯახში ჟიულიენის შესვლა გილიოტინამდე და აი აქ არის დახატული რესტავრაციის პერიოდის საფრანგეთი , იმდროინდელი საზოგადოების ყველა ფენა ; არისტოკრატია , ბურჟუაზია სასულიერი წოდების , კერძოდ კათოლიკური ეკლესიის ფარისეველ მსახურთა წინააღმდეგააა მიმართული . რომანში ამ წოდების მთელი იერარქიაა ნაჩვენები . რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთს უკავშირდება . ეკლესია იცავს რეაქციას .ბურჟუაზია უტევს საგვარეული არისტოკრატიას . ჟიულიენი პირადად ჩემთვის უარყოფითი პერსონაჟია , თუმცა ვთვლი რომ საკმაოდ კარგად გამოხატავს იმდროინდელი თითოეული ფენის ცხოვრებასა და ქცევას . ზუსტად ესაა საფრანგეთის ცხოვრება . რამე სხვას ელოდი ? ელოდებოდი ცეცხლოვან სიყვარულს , თავგანწირვას და ასე შემდეგ ? თუმცა ესეც არის მაგრამ იშვიათად გვხვდება ;* იმიტომ რომ წიგნი იმდროინდელი საფრანგეთის ყოფა-ცხოვრებას გვამცნობს და არა არისტოკრატების და გლეხუჭას სიყვარულს :* ამიტომ მგონია რომ ცოტა გვიან თუ წაიკითხავ აუცილებლად მოგეწონება :*

    Reply
  14. Bluehaired Girll

    არ ვიცი რით დაგამშვიდო მაგრამ ჯობია ბევრი იკითხო და თანდათან გაიაზრებ წიგნების შინაარსს და მათი დაწერის მიზანს, ასეთ სტატიებს კი ნუღად დაწერ სირცხვილია, შენს განათლებას აყენებ შეურაცხყოფას
    🙂 მეგობრული რჩევაა 🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s