2011 წელი ჩემთან

ახალი წელი როგორც ყველასთან ჩემთანაც გამაყრუებელი ხმაურითა და “ხლაპუშკების” სროლით დადგა.

სანამ 2011 ჩემს სახლში შემოაბიჯებდა მთელი 1 კვირის გეგმა ერთ, 31 დეკემბერს განვახორციელე. რამდენიმე დღეა თმის შეჭრა მინდოდა და ვერ ვბედავდი. ყველა მეწუწუნებოდა არ შეიჭრა ძლივს გაგეზარდაო. მარის რომ ველაპარაკებოდი ვუთხარი სალონში მივიდვართქო და განზრახვას მიმიხვდა და თმას ხელი არ დაედოს იცოდეო.

სალონში როგორც იქნა შევაღწიე და ყველა ერთ “პრიჩოსკას” იკეთებდა – ბოლოებს იხვედნენ. 5 წლის წინ მოდაში თმის გასწორება იყო და ეხლა დახვევაა? ან ყველას ერთნაირი ვარცხნილობა, რომ აქვთ არ ბეზრდებათ? მე დავჯექი და 3–ჯერ თუ 5–ჯერ მკაცრად გავაფრთხილე სტილისტი, რომ ძალიან მოკლედ არ შემაჭრათქო, მაგათმა ხომ სულ ეგრე იციან. 5–სმ ეტყვი და 10–ს მოგაჭრიან.ბოლოს როგორც იქნა დადო მაკრატელი, ფენი და მითხრა, რომ მზად ვარ🙂

იქვე ყურსაც ხვრეტდნენ და ვიფიქრე ბარემ კიდევ ერთს გავიხვრიტავთქო და 3 წუთის მერე ახალთ–ახალი ნახვრეტიც მიემატა ჩემს ყურს. ძალიან მომწონს ^_^

ახალ წელს ტრადიციულად სახლში შევხვდი, შამპანიურის ჭიქით ხელში კომპიუტერთან მჯომი ^_^  აბა რა გამეკეთებინა? ასევე ტრადიციულად ბებია–ბაბუასთან გადავედით, მივულოცეთ და დავბრუნდით სახლში. ჩვენი მეკვლე ჩემი დის შეყვარებული ყოფილა. მეორე დღეს გავაცნობიერეთ ეს :)) მგონი თვითონაც არ იცის რომ მეკვლე იყო. ვნახოთ ერთი რა ფეხი ექნება :))

ახალი წელი ჩემთან მოვიდა ასე:

 

მერე გავხსენით საჩუქრები, როგორ მიყვარს ეს პროცესი ^_^ მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ვარ საჩუქრებს ყოველ ახალ წელს მაინც მჩუქნიან.

1. ძალიან საყვარელი პიჟამო

 

2. ყველაზე საყვარელი სუნამო. პუმა,ვარდისფერი❤

ეს წელიც, ისევე როგორც წინა 18–წელი დაიწყო არაჩვეულებრივად და იმედი მაქვს კიდევ უფრო კარგად გაგრძელდება.

8 thoughts on “2011 წელი ჩემთან

  1. Mari

    გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ გილოცავ!!!
    მაგ თმის და ყურების ამბავი ცოტა მაეჭვებს და მერე გამოგკითხავ საფუძვლიანად😀😀😀
    ისე, ვერ ვიტან სტილისტებს. ერთი ვერ ვნახე, რომ ჩოლკა ნორმალურად შემჭრას. მაგათი ნება რომ იყოს, სულ გადაგპარსავენ😛

    Reply
  2. sunwaited

    ახალ წელს გილოცავ ნათია :* გამიხარდა დღეს რომ გნახე.

    თმა კი გიხდება😛

    Reply
  3. 1 წელი

    2 მეც მაქვს მარცხენა ყურზე, მესამეც მინდოდა და რომ მივედით მე და ჩემი მეგობარი იმან გაიხვრიტა და მე ბიბილოზე აღარ დამეტეოდა და მაღლა რაღაც ვერ ვიგუებ მგონია ;/

    Reply
  4. Mallorie

    სუნამო ზეა, პიჟამო ხომ საერთოდ.
    ოთხივე ძალიან უხდება შენს ყურს, უფრო სწორედ შენ გიხდება. ^^

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s