კიდევ ერთი ცვლილება (?!)

არა–ერთი პოსტი მაქვს დაწერილი იმაზე რომ დროთა განმავლობაში ვიცვლები, მაგრამ ამას სხვები ვერასდროს ამჩნევდნენ. ბოლო 2 დღეა ხან ვინ მიბურღავს ტვინს შეიცვალეო, ხან ვინ.

გუშინ ლევანმა მითხრა, მინდა ისევ ისეთი საყვარელი, ცნობისმოყვარე და კეთილი გახდეო. აქამდე შენში ბოროტებას ვერ ვხედავდი და ეხლა მოზღვავებული გაქვსო. არ მინდა მსუქანი ადამიანის “კლიშეს” (ყველა მსუქანი კეთილია) არღვევდეო. არა და ჯერ კიდევ როდის, ზურიუსმა თავის პოსტში აღნიშნა, რომ სწორედ ამ “კლიშეს” ვარღვევდი და ამიტომაც ვიყავი განსხვავებული ყველა სხვა დანარჩენი მსუქანი თუ მომსუქნო ადამიანებისგან.

ლევანს, ნოჩურას და კიდევ რამდენიმეს ჰგონია, რომ შევიცვალე და ისიც უარესობისკენ. აქამდე არასდროს (რატომღაც ?!) გაუგონიათ ჩემგან “ბილწი” სიტყვა, არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ვინმეს “ვეიაზვები”, ვაკრიტიკებ და მარტივად რომ ვთქვა “ვაჯვამ”.   საქმე იმაშია, რომ რახან ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს მათ საწინააღმეგოდ არ ვაკეთებ არ ნიშნავს, იმას რომ  ეს ყველაფერი ჩემში არ ზის.

ბოლოს ისიც კი მითხრეს, რომ სხვებს ბაძავო, ადამიანებს ან რომელიმე ჯგუფსო. რატომღაც უჭირთ იმის გაგება, რომ მეც შეიძლება არ მომწონდეს ვინმე და ეს არ–მოწონება გამოვხატო ისე როგორც გამიხარდება. არასდროს დამიმალავს, რომ ვგიჟდები ჩხუბზე, კამათზე და კრიტიკაზე ^_^ არ მესმის რატომ ჰგონიათ, რომ შევიცვალე.

გრინ მარიმ კარგად თქვა “ვინც უყვარს თან გადაყვება, თუ არა და მიწასთან გაასწორებს ადამიანს”. ხო და ნუ გიკვირთ ჩემგან რაღაც–რაღაცეები.

ყველას ვექცევი ისე როგორც იმსახურებენ!!!

22 thoughts on “კიდევ ერთი ცვლილება (?!)

  1. Mari

    მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი კი არა, ოღონდ შენ ბილწსიტყვაობას გადაეჩვეოდე… შენი თვითგამოცხადებული ცენზურა ვარ😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, და რატომღაც თვლიან რომ ვინმეს ვბაძავ, ან უბრალოდ ვიღაცე(ე)ბის თვალში “მარკებს” ვიწევ

      Reply
  2. ანასტასია

    “ვაჯვავ” არასწორია… თუ მაინც და მაინც გინდა “ვაჯვამ” თქვი :*
    პოსტი კარგია როგორც ყოველთვის :*🙂 მომწონა🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მადლობა კონპლიმენტისთვისაც და შეცდომის შესწორებისთვისაც ^_^
      ჩავასწორე :)))

      Reply
  3. sunwaited

    ჩხუბისთავი ადრეც იყავი, მაგრამ მაშინ [თითქმის] ყველაფერს ზრდილობის ფარგლებში ატარებდი.
    ეხლა როგორიც ხარ, ისეთი რომ 2წლის წინ ყოფილიყავი, ჩვენი “ბეზპრიძელი” მართლა ცუდად დამთავრდებოდა, მაგრამ მაშინ მართლა სხვანაირი იყავი, თავს იმის უფლებას არ აძლევდი თავადაც გასვრილიყავი იმ ნეხვში, რომელიც ცხოვრების ბილიკებზე ყრია.
    მე დარწმუნებული ვარ, ზუსტადაც ამ ცხოვრების გზაზე შემხვედრი ადამიანების თუ ადამიანთა ჯგუფების ზეგავლენის შედეგია, რომ “აიშვი”😛

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ დაგიმსახურებია ვეკო და იმიტომ. იმიტომ რომ “მოწინააღმდეგე” მხარე იყო ღირსეული ^^

      Reply
  4. Kate_AlukaЯD

    არა ბულთი უბრალოდ ადრე არ გიცნობდნენ ჩვნე ხომ ერთმანეთს მთლად სათანადოდ არ ვიცნობთ არა?! შენ ჩემი ბულთი ხარ :*:*:*:*:* რომ ბილწსიტყვაობ და იჯმევინები კარგად ვგრძნობ შენთან თავს იმიტომ რომ ასე მგონია მარტო მე ვიგინები ხოლმე :DDDDDD მიყვარხარ :*

    Reply
  5. Devi

    პირველად შემოვედი მაგრამ პოსტი არ მომეწონა.. ანუ ის რომ ბილწსიტყვაობ, ეიაზვები, აკრიტიკებ და მარტივად რომ თქვა “აჯვამ” სულაც არაა გაგების ღირსი და ჩვეულებრივი ჩვევა..

    ყოველშემთხვევაში მე ესე ვფიქრობ და თუ არ მეთანხმები შეგიძლია დაიწყო ))

    ვცადოთ რა გამოვა..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვინ თქვა რომ ჩვეულებრივი ქცევაა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის? ეს უფრო გაბრაზებული პოსტია და შესაბამისად ბევრი რამე ვერ გაიგე🙂

      მაგრამ სულაც არ ვთვლი ზემოთ ჩამოთვლილ საქციელებს გაუგებრად როცა საქმე გაუგებარ უაზრო ადამიანს ეხება, რომელსაც ერთი, ორი სამი და ასი წყნარი ნორმალური სიტყვა არ ესმის :))

      Reply
  6. :>>>

    chems pontshi xar😀
    mec putkuna var da ertxel chems klasels vechxubebodi da sicili daiwyo shen ro brazob sasacilo xaro
    ra ginda daaanaxe yvelas rom ketili xarr da daaakmayofile

    Reply
  7. 1 წელი

    მეც მინდოდა მსგავსი პოსტის დაწერა, მაგრამ დრემდე დრაფტებში მიგდია, რადგან ვერ გავერკვიე, იქნება მართლა მე შევიცვალე…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s