როგორ გავხდი იდიოტი

თუ ვინმეს ჩემი აღსარება გგონიათ შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ კითხვა.

წიგნი ფსიქემ მათხოვა. საერთოდ მიყვარს ისეთი ნაწარმოების კითხვა სათაურიდანვე რომ იპყრობს ჩემს ყურადღებას. მარტენ პაჟის “როგორ გავხდი იდოტი” ერთ ახალგაზრდა კაცზე, ანტუანზეა. რომელიც იმდენად ჭკვიანია, რომ საკუთარ შესაძლებლობებს, ტვინს და ჭკუას ყვლაფერს ავადმყოფობად თვლის და წუხს იმაზე, რომ არავინ თანაუგრძნობს.

მეგობრები ჰყავს და მათ ისეთი უყვართ ანტუანი, როგორიც არის. ანტუანს კიდევ თანაგრძნობა სჭირდება იმ “ავადმყოფობის” გამო რაც ჰგონია, რომ სჭირს.

თანაგრძნობას ზოგი გაურბის და შეურაცხყოფად ღებულობს, ანტუანი კი ითხოვდა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ალკოჰოლიკი გამხდარიყო. არ არის იოლი იყო ალკოჰოლიკო. ალკოჰოლიკები თან ეცოდებიან, თან ეზიზღებათ და თან თანაუგრძნობენ. მათი ალკოჰოლიკობა ხომ მათივე ჯოჯოხეთური ცხოვრების ბრალია.

ალკოჰოლიკობისთვის წინასწარ მოემზადა. ბიბლიოთეკიდან გამოიტანა ყველა წიგნი რაც კი ალკოჰოლს ეხებოდა, შეისწავლა ყველა დადებითი თუ უარყოფითი თვისება და ბოლოს დუქანსაც მიაკითხა, “მასწავლებელიც” აირჩია და ნახევარ კათხა ლუდზე ალკოჰოლური შოკი მიიღო. საავადმყოფოში თვითმკვლელობაზე დაფიქრდა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. აღარ შეეძლო ეცხოვრა ყველაზე ნიჭიერის, ყველაზე გონიერის, ყველაზე ჭკვიანის სტატუსებით, მას თანათგრძნობა სჭირდებოდა, ან ადამიანი მაინც ვინც გაუგებდა მის “ავადმყოფობას”. თვითმკვლელობა მალევე გადაიფიქრა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელის კურსებზე დადიოდა.

ბოლოს გადაწყვიტა გამხდარიყო იდიოტი. მისთვის იდიოტობა ნიშნავდა ყოფილიყო ჩვეულებრივი ადამიანი. ეყიდა ტანსაცმელი და არ ეფიქრა ბავშვების შრომით ექსპლუატაციაზე, მიფიცხვოდა მზეს და არ ეფიქრა, რომ იგივე მზე სხვაგან გვალვას იწვევს, ესეირნა შხაპუნა წვიმაში და არ ეფიქრა, რომ ეს წვიმა სხვაგან წყალდიდობას იწვევს და უამრავი ადამიანის დაღუპვა შეუძლია. მოკლედ, ადაწყვიტა ყოფილიყო ადამიანი და ეცხოვრა ისე როგორც იდიოტს.

ანტუანი ნიჭიერი იყო. გეგმა მალევე განახორციელა. სრულყოფილ, წარმატებულ “იდიოტად” იქცა. გახდა მილიონელი შემთხვევის წყალობით, ორი შემთხვევის წყალობით. იყიდა ყველაფერი რაც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება: ათასი საოჯახო ტექნიკა, დიდი სახლი, მანქანა, ცნობილი მხატვრების სურათები. მიზანს მიაღწია, გახდა იდიოტი მაგრამ ვერ გაბედნიერდა.

მეგობრობა ყველაზე ძლიერი გრძნობა აღმოჩნდა ამ ნაწარმოებში. მათი წყალობით ძველ ცხოვრებას და “ავადმყოფობას” დაუბრუნდა. ისევ ის ანტუანი გახდა.

რატომღაც კითხვის დროს რაღაცნაირად სულელი, გამხდარი 25 წლის ბიჭი, დაბნეული მზერით და უაზრო საქციელით წარმომედგინა.

რჩეულთა ხვედრია იყო ჭკვიანი და ეს “საჩუქარი” გამოიყენო ისე როგორც საჭიროა. თუმცა ანტუანი თავის უბედურების მიზეზად სწორედ ამ ჭკუას თვლიდა და ყველანაირად ცდილობდა გაქცეოდა მას. ჭკუის დამსახურებაა, რომ შეგიძლია საკუთარი თავის სწორედ შეფასება, იდიოტებს კი თავი ყოველთვის იდეალური  ჰგონიათ.თუმცა რაც ღმერთმა მოგამადლა ვერსად წაუხვალ.

ანტუანი იდიოტი იყო, ჭკვიანი იდიოტი.

11 thoughts on “როგორ გავხდი იდიოტი

  1. Mari

    ერთი ვერ გავეტიე სახლიდან რომ ვიყიდო ეს წიგნი. ახლა კიდევ უფრო დამაინტერესდა. ნეტავ რა არის მასეთი ადამიანების ბოლო?
    ისე, ალბათ რაღაცით კარგია იდიოტად ყოფნა. არაფერი გადარდებს, რაც შენ არ გეხება. მაგრამ ამით იმ ბედნიერებას იკლებ, რომ არც არაფერი გაგახარებს, რაც შენ არ გეხება.
    თანაგრძნობას რაც შეეხება, ეგ მგონი მთლად ის თანაგრძნობაც არაა, ადამიანები შეურაცყოფად რომ ღებულობენ. ალბათ ეგ იმისთვის სჭირდებოდა, რომ თავი მარტოდ არ ეგრძნო.

    Reply
  2. tamaRa

    რაც მოგწონს, მოგწონს და კარგადაც განიხილავ🙂 რაც არა (”წითელი და შავი”, მაგალითად) და არა! ასე სჯობია… აფერისტებს ვერ ვიტან, სხვისგან რომ გაუგიათ, რომ ეს წიგნი კარგია და თვითონაც რომ აღფრთოვანდებიან ხოლმე…🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ^_^ ძირითადად მაგ “აღფრთოვანებული” წიგნებით ვრცები უკმაყოფილო :(( წითელი და შავი და ცვაიგის ცნობის ქალის წერილი… ^^

      ეს წიგნი მართლა მომეწონა :))

      Reply
  3. anna

    ზოგიერთი საყოველთაოდ აღიარებული ნაწარმოებების მეც არ მესმის… დოჩანაშვილის სამოსელი პირველის ღირებულებაში ვერავინ ვერ დამარწმუნებს, არც თამაში ჭვავის ყანაში მომეწონა და და არც ალქიმიკოსი… თუმცა ეს ბოლო ამ სამიდან ყველაზე არაუშავსრა აღმოჩნდა ჩემთვის,,, სამაგიეროდ მიყვარს ცვაიგი, შენი დაწუნებული მოთხრობაც, თუმცა არ ვეთანხმები არანაირად :დ
    ჰო მართლა, ყველაზე მეტად კონსტანტინე გამსახურდიას ენა მიყვარს, მთვარის მოტაცება, ვგიჟდები მაგ წიგნზე…. რაღაცნაირად კითხვის ხასიათზე დავდექი, ოღონდ მხოლოდ გამსახურდიას ^^ ნოსტალგიები❤
    ვაიმე რამდენი ვწერე :დ

    Reply
    1. tamaRa

      ”ალქიმიკოსი” ვინ რად აღიარა??🙂 აღიარებული არაა, უბრალოდ, ერთი პერიოდი ბუმი იყო… პირიქით, მხოლოდ ჩემი აზრი არაა, რომ მდარე ხარისხია…

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        +1
        მდარე ხარისხია.
        ბუმი იყო და მალევე მიივიწყეს. მე როცა წავიკითხე მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მისი წიგნები ქართულად ნათარგმნი. მასწავლებელმა დამაძალა (რუსულის) წაიკითხეო მეც ვიჯექი და ვკითხულობდი.
        დიდი ვერაფერი წიგნია.
        მაგრამ მას შემდეგ რაც პაულო კოელიო თბილისშიც შემოვიდა იმ დროის საუკეთესო მწერალი გახდა. ალქიმიკოსს 11 წუთი მოჰყვა… სამაგიეროდ ყველამ დავივიწყა დღეს :))

        აი ცვაიგი და სტენდალი (მე რომ დავიწუნე) კიდე დიდხანს იქნებიან🙂

  4. lobzhanidze

    თითქმის სამი წლის წინ წავიკითხე, დიდი არაფერიაო რომ იტყვიან აი ეგრეა მაგ წიგნის საქმე. ადვილად იკითხება და მარტივი სიუჟეტია, მაგრამ მაგის გარდა არაფერი, ემოცია არ გრჩება არანაირი. ამიტომაც, პრაქტიკულად სამი წლის თავზე არაფერი მახსოვს წიგნიდან, სუსტი ბელეტრისტიკაა მოკლედ, მაგრამ 24 წლის ბიჭს (ავტორს ანუ) ეპატიება ალბათ.

    Reply
  5. anushki

    samoseli pirveli aris wigni shedevri da tu vinmem ver agiqva da ver sheisisxlxorca tavistvis sheinaxos eg unichoba!🙂

    Reply
  6. rockermeloman

    როცა წავიკითე კლავიატურას ყავა გადაასხა და ჯეკპოტი მოხსნაო, აი მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ წიგნის ავტორს თავში კარგი იდეა მოუვიდა და ვერ შეასრულა, ასე დებილურად არ უნდა გაგრძელებულიყო😦

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s