მე

მაქვს ხოლმე ესეთი პრიოდი. ვირევი, არ ვიცი რა მინდა და რას რატომ ვაკეთებ. მაგრამ ბოლოს მაინც “ფორმაში” ვდგები. ვგრძნობ, რომ დაბნეული ვარ, არეული და ბევრ რამეს “ვმაზავ”.

არასოდეს არაფერი მინანია. არც ეხლა ვნანობ. არ მესმის სინანული რა საჭიროა. მაგით ხომ ვერაფერს გამოასწორებ,უბრალოდ თავს დეპრესიაში ჩაიგდებ და ეგ იქნება. არც ბევრი ფიქრი მიყვარდა. ფიქრი საშინელებაა.ფიქრის დროს თავში “გიტივტივდება” ყველა ის “მოლენა” რაც არ გინდოდა რომ მომხდარიყო, ზიხარ და ბჭობ საკუთარ თავთან რა როგორ გააკეთო და ბოლოს ირევი შენივე ფიქრებში და აღარ იცი თავი როგორ დააღწიო, ამიტომაც მარტივი გამოსავალი ვიპოვე – არ ვფიქრობ.

ყოველთვის ვიძახდი ჩემზე არაფერი და არავინ მოქმედებსთქო. არაფერი ისევ “ძალაში” რჩება. აი ხალხი კი მაგრად მოქმედებს. ვხვდები, რომ სუსტი ადამიანი ვარ და ჩემს ინდივიდუალურობას ვერ ვინარჩუნებ და ძალიან მწყინს. პრობლემა იმაშია, რომ არ ვიცი ამ “პრობლემას” როგორ ვებრძოლო.

გულისა და გონების ბრძოლა მკლავს. ერთი ერთს მეუბნება, მეორე მეორეს. რატომღაც ყოველთვის გულს ვენდობოდი, ეხლა დროა გონებასაც მოვუსმინო. ეგება და ჭკვიანურს მეუბნება რამეს.

არ ვფიქრობ მომავალზე. მგონია ის არც არსებობს.დღევანდელი დღით ვცხოვრობ და რომ იტყვიან “ჩემს ჭიას ვახარებ”. დროა მომავალზეც ვიფიქრო. რა იცი რაში გამოგადგეს პრინციპით.

კიდევ ერთ რამეს მივხვდი, როცა ვსვამ (უზომოდ) არაადეკვატური ვხდები.თავს ვეღარ ვაკონტროლებ, გონებაც მებუტება და აღარაფერს მკარნახობს და მარტო “მინდას” იმედზე მტოვებს. გადაწყდა – აღარ ვსვამ (ბევრს).

სმა იქით იყოს და არ მინდა მწეველი გავხდე. თუნდაც იმიტომ რომ სიგარეტი კბილებზე საშინელ ნადებს ტოვებს. მე კიდევ ვგიჟდები თეთრ და ლამაზ კბილებზე❤

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. ყოველთვის როცა შემოვდიოდი და new post-ის ფანჯარას ვხსნიდი ფიქრს ვიწყებდი, მე კიდევ არ მიყვარს წინასწარ დალაგებული და გონებასთან "შეთანხმებული" პოსტები. ესეთი არეული და რამის მთქმელი პოსტი მირჩევნია.

12 thoughts on “მე

  1. LiLaC

    თუ არ გინდა, რომ მწეველი გახდე, რატომ უნდა გახდე?
    ზოგადად, ჩემი თავი უნებისყოფო ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ ეგეთ მომენტებში თავს კარგად ვიყვან ხელში. ალბათ, იმის ბრალია, რომ არც სიგარეტის და არც სასმელის გემო არ მომწონს და მარტო იმიტომ, რომ მწეველ და მსმელ საზოგადოებაში ვარ, არ დავიწყებ არცერთს.
    ისე ეგ მომენტი ჩემთვისაც ნაცნობია, როცა გგონია, რომ სხვები ადვილად ზემოქმედებენ შენზე, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხე და ვფიქრობ, რომ ვერავინ, პირველ რიგში კი მე ნამდვილად ვერ ვიტყვი სსაკუთარ თავზე, რომ ინდივიდუალობა არ გამაჩნია.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო და არც გავხდები ^_^
      უბრალოდ ამ ბოლო დროს თითო–თითო ღერი და მივეჩვიესავით…😐 რაც სასტიკად არ მომწონს.

      მგონია არა, მართლა ადვილად ზემომედებენ და უკვე ვღიზიანდები. ჩემს თავს უნდა მივხედო

      Reply
  2. Mari

    მთლად ეგრეც არაა. ფიქრი აუცილებელია. ოღონდ ბოლოს რამე ჭკვიანური უნდა მოიფიქრო.
    აშკარად გჭირდები. მოგხედავ მალე :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, პრობლემა ნაპოვნია, აი გადაჭრის გზები ჯერ ნელ–ნელა იკვეთება ^_^

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, მაგრამ მთლიანად რომ ექცევი გავლენის ქვეშ ეგ უკვე ცუდია

      Reply
  3. 1 წელი

    “ფიქრის დროს თავში “გიტივტივდება” ყველა ის “მოლენა” რაც არ გინდოდა რომ მომხდარიყო.” 100%-იანია.

    Reply
  4. anna

    რაღაც მსგავსი მჭირს კიარადა მჭირდა სულ ცოტა ხნის წინ.
    მეც დავფიქრდი და სულ იოლად ვიპოვნე გამოსავალი. უბრალოდ ის გაიხსენე რასაც თავად მირჩევდი … სულ ეგაა

    Reply
  5. wissner

    თუ საერთოდ არ იფიქრე ვერც პრობლემებს იპოვი და ვერც გამოსავლისკენ საძებნ გზას.😉

    Reply
  6. alluballi

    მართლა ცუდი რაღაცაა ფიქრი,ყოველთვის ისეთ რაღაცეებს მახსენებს რაც მგრუზავს საშინლად მაგრამ იმდენი უსაქმური დრო მაქვს რომ იძულებული ვარ ვიფიქრო😦 უხ ცუდ დღეში ვარ ძაან

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s