თეუსუ თსუ–ში, თუ როგორც…

1 იანვრიდან თეუსუს ადმინისტრაციას უფლება–მოვალეობა შეუწყდა და თეუსუ საბოლოოდ გახდა თსუ. რეორგანიზაცია დასრულდა (თითქმის). მხოლოდ სტუდენტების მონაცემების ბაზაში შეყვანაღა დარჩა, რომელიც სავარაუდოდ 14 თებერვლისთის (როცა მეორე სემესტრისთვის რეგისტრაცია იწყება) დასრულდება.

არსებობდა უამრავი კითხვა ამ რეორგანიზაციის შესახებ: ვაკეში გადავალთ?იგივე ლექტორები გვეყოლება? მაღლივში უნდა აგვყარონ? გამოცდებს ვინ ჩაგვიტარებს? ამდენი მეორე კორპუსში როგორ უნდა დაგვატიონ?კრედიტებს ჩაგვითვლიან? დაფინანსება შეგვინარჩუნდება? და ა.შ

გუშინ ჯავახიშვილში სპეციალური შეკრება მოხდა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სადაც ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი.

აღარ არსებობს ტერმინი თეუსუს სტუდენტები, ჩვენ ყველანი უკვე თსუ–ს სტუდენტები ვართ. შესაბამისად II სემესტრისთვის რეგისტრაციას გავივლით ისე, როგორც გადიან ჯავახიშვილის სტუდენტები. 14–თებერვლისთვის სავარაუდოდ ჩვენი მონაცემები უკვე შეყვანილი იქნება ბაზაში (http://sms.tsu.ge) და თუ სწავლის საფასური გადახდილი იქნება, სტუდენტი შესძლებს შეადგინოს თავისი ინდივიდუალური ცხრილი. აირჩიოს საგნები და შესაბამისად ლექტორები.

რაც შეეხება ტერიტორიულ “პრობლემას” – რეგისტრაციის დროს, როდესაც აირჩევთ საგანს, გვერდზე (სადმე) მითითებული იქნება იმ საგანში ლექცია რომელ საათზე და როდის ჩატარდება ავლაბარში, და რომელ საათზე და როდის ვაკეში. მითითებული იქნება ასევე ლექტორებიც. საკუთარი სურვილით აირჩევთ სად გინდათ ამა თუ იმ საგნის გავლა, ჭავჭავაძის #3–ში თუ ქ.წამებულის #55–ში. თუმცა სექტემბრიდან თეუსუს კორპუსი აღარ იარსებებს და სტუდენტების “გადმობარგება” საბოლოოდ მოხდება ჯავახიშვილის დანარჩენ კორპუსებში. იურისტებს არავინ არ “აგყრით” მაღლივში, დაწყნარდით.

კრედიტები გვინარჩუნდება! ის 30–კრედიტი რომელიც დავაგროვეთ ამ სემესტრში ჩვეულებრივად ჩაგვეთვლება და არ შეგვიქმნის არანაირი პრობლემას. პრობლემა არ შეექმნებათ არც მეორე კურსის სტუდენტებს. აი III და IV კურსზე მყოფ ბავშვებს ჩაეთვლებათ კრედიტები, უბრალოდ სავალდებულო საგნები შეიძლება ჰქონდეთ ძალიან ბევრი დარჩენილი.

რაც შეეხება გამოცდეს, ის უკვე ტარდება თეუსუ–ში ძველი “წესით”, თუმცა II სემესტრის გამოცდები ჩვეულებრივად ჩაგვიტარდება მაღლივში.

და საერთოდაც, შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენ უკვე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გქვიათ და შეირგეთ ეს ფაქტი.ჩაერთეთ აქტიურად თსუ–ს სტუდენტურ ცხოვრებაში და ნუ ხართ უკმაყოფილოები!

15 thoughts on “თეუსუ თსუ–ში, თუ როგორც…

  1. litterator

    ძალიან კარგი გილოცავ!🙂 და თქვენ ყოფილ შენობას რა ბედი ეწია ბოლო-ბოლო

    Reply
  2. LiLaC

    ნათია, მგონი შენ ისე ძალიან ოცნებობდი თსუ-ში ჩაბარებზე, რომ სურვილი აგიხდა და ”შენი ბრალია ყველაფერი” : )))))))))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მართლა ისე ძალიან მინდოდა, რომ “სულ ჩემი ბრალია” რაც მოხდა :დ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჩემთვის არა, მაგრამ ჩემმა ჯგუფელებმა ლამისაა ცრემლებიც კი გადმოყარონ:/ ჰმ

      Reply
  3. knuti

    დღეს გადავხედე სავალდებულო საგნებს და იმდენი მაკლია, მეშვიდე სემესტრის დამატება მომიწევს მგონი😐

    ან ამ სემესტრშიძალიან ბევრი საგანი უნდა ავირჩიო , თუ მაგის შესაძლებლობაა რის, რა თქმა უნდა…
    შით ჰეფენზ

    Reply
  4. Mari

    აუ, რა მაგარია ნათ. ასე თუ გაგიადვილდებოდა გადმოსვლა ნეტავ თუ იფიქრებდი :)))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვერასდროს ვიფიქრებდი, რაც მოვხვდი თეუსუ–ში სულ იმაზე ვოცნებობდი ნეტავ გადავიდეთქო და აჰა ^_^

      Reply
  5. Jazzmena

    შეკრებაზე ისეთი არაფერი უთქვამთ რაც არ ვიცოდით… ფინანსური საკითხი ჩვენ არ გვეხებაო, ის ჩვენ არ გვეხებაო, ეს ჩვენ არ გვაინტერესებსო… გასაგებია ჯავახიშვილია, მაგრამ არის რაღაც მინუსებიც…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი, მინუსები არის, მაგრამ იურიდიულის სტუდენტებისთვის ნამდვილად დიდი + ია ეს შეერთების საკითხი

      Reply
  6. Sunn

    me piradad tsu davamtavre da miuxedavad imisa rom pirvelive kursze inglisuri ena shevcvale amerikulit- (anu dzaan umnishvnelo cvlilebebi, titqmis ertnairi sagnebia, mitumetes pirvel, kursze, zogad safakultetos gadixar) dzaian didi problemebi shemikmnes, semestri gamixda dasamatebeli da ar chamitvales kreditebis sakmao nawili.. mteli studentoba did nervebis wyvetad da mudmiv konfliktad gvaxsovs chems kurselebs.. arada, mec ise mindoda tsu da rogor mixaroda rom mand chavabare.. :(( firchev mainc, yuradgebit iyo da gadaamowmo xolme kreditebze info, mec mase meubnebodnen getvlebao da bolo kursze momixies rom “Turme” garkveuli sagnebi ar itvleboda chems specialobashi da gamiukmes..🙂

    Reply
  7. lan

    romeli 30 krediti shegvinarchunes?? 10 krediti dagvakles meore kurselebs da kmayopilebi unda viyot yvelaprit?? TSu shi swavla rom mdomoda ar chavabarebdi TeusuShi :@😐😐

    Reply
  8. Pingback: kleinkredit

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s