ესეც გაივლის

გუშინ თიკოსთან ვიყავი.
ჩემ წინ იჯდა. უზომოდ ბედნიერი, თვალები უნათებდა, უციმციმებდა… მთელი სხეულით გამოხატავდა თავის ბედნიერებას, სიტყვებზე უკეთ თვალები გადმოსცემდნენ. ვუყურებდი და მესმოდა მისი.

“გქონიათ ისეთი შემთხვევა როდესაც ადამიანს გვერდიდან ვეღარ შორდებით? როდესაც მისი მითვისება გინდათ?
მე ახლა ასე ვარ. მხოლოდ, მხოლოდ ჩემთვის მინდა, ეგ ადამიანი”

–გიყვარს?

–არა

კი,მე მესმის მისი. მე ვიცი როგორია როდესაც რამდენიმე დღიანი ნაცნობობის მიუხედავად გრძნობ რომ ის შენია, გესმის მისი, ვერ თმობ, გგონია ეს გრძნობა სამუდამოდ იქნება.

–თიკო, მე მესმის შენი მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება
–ზუსტად ვიცი რომ გაგრძელდება, ეს ისეთი ადამიანია რომ არასდროს დავკარგავ,სულ ჩემთან იქნება და სულ ესეთი გრძნობა მექნება მის მიმართ.

რა ნაცნობი სიტუაცია. მინდა რომ მართლაც სამუდამოდ გაგრძელდეს, მაგრამ მარადიული არაფერიაო უთქვამთ დიდი ხნის წინ.

თიკო მე მგავს, ან მე ვგევარ მას. ადამიანებით აღფრთოვანება უცბად იცის, უცბად იყვარებს, ეგოისტობას იჩენს, მარტო თავისთვის უნდა, ეჭვიანობაც თან ახლავს, უნდა რომ სულ მის გვერდით იყოს… ასეც იქნება, საკმაოდ დიდხანს… მაგრამ სამუდამო არაფერია, ესეც დასრულდება, ესეც გაივლის. მე ვისწავლე როგორ უნდა შემოვუძახო ჩემს თავს და ვაიძულო, რომ ვინმეთი არ (აღარ) ავღფრთოვანდე. ვინმეს გაიდიალებას არადროს ჩაუვლია კარგად.

“ფერიავ ეს ეგოისტური თხოვნაა, მაგრამ გთხოვ, მომეცი საშუალება სულ გავაღიმო ეს ადამიანი, რადგან მის ღიმილთან ერთად მეც ბედნიერი ვარ.”

ფერიავ მადლობა, რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში გამოაჩინე, მე მჯერა შენი არსებობის

ფერია

7 thoughts on “ესეც გაივლის

  1. სივრცე

    ჩაივლის, კი ჩაივლის ნამდვილად.
    ჩაიაროოოს!!!!
    მე არასდროს შევიცვლები ნათ, მე ადამიანებს არ ვაიდეალებ, უბრალოდ ისინი მიყვარდებიან.
    ეტყობა მაზოხისტი ვარ, დავეცე რამდენჯერაც საჭიროა.

    მაშინ შენც არ უნდა მიყვარდე, იმიტომ რომ ზუსტად რამდენიმე დღეში შემიყვარდი,
    ოდესმე ჩემი სიცოცხლეც დასრულდება და მოვკვდები, ამიტომ ახლავე მოვკვდე? :დ
    მიყვარხარ უზომოდ :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე რა კარგად მესმის შენი :)))
      იმაზე უკეთ ვიდრე შენ გგონია.

      მეც მიყვარხარ. გუშინ გიყურებდი და უფრო და უფრო მიყვარდებოდი. სავსე ადამიანი ხარ, მთვარესავვით, გრძნობებით სავსე.

      მომწონხარ❤

      Reply
  2. Mari

    არაფერიც არ გაივლის. ისეთი რამეებიც არსებობს, რაც ასე მალე, უმიზეზოდ არ ქრება. შეიძლება ეგეც მასეთი შემთხვევა გამოდგეს.

    Reply
  3. Agasfer

    ეგ მეც შევნიშნე, რომ ადამიანების ამოჩემება იცი )) უფრო სწორად, გაიდეალება. ვერ ვიტყვი, რომ ცუდია, სანამ მიხვდები, რომ არც ისე იდეალურია, თავს კარგად გრძნობ. უბრალოდ, მერეა მტკივნეული, მაგრამ ეგეც დროებით.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, აი რო ხვდები რომ არც ისე იდეალურია და ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გინდა, ან როგორც შენ გეგონა მერე უკვე ცუდია

      Reply
  4. dadas

    getanxmebiti martla mec var tkvens mdgomaeobashi dzalian michirs chemi azrebis ese gadmocema damexmaet gexvecebit ar vici ra vknaaaa tavs moviklav … martla tkvennairi adamianebi mcirdeba gverdit rom es tkivili shevimsubuqo .miyvars tkvenniari tavisupali adamianebi,azris gamotkmisgan tavs rom ar ikaveben da sxvebis azri pexebze kidiat(icinis).. gaumarjos saqartvelso mzes da zscas sakartvelos dzlierebas gaumarjos:(

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხომ იცი ყველაფერს ორი მხარე აქვს, ასე რომ შეხედე დადებითად და იქნებ მერე სულაც აღარ მოგინდეს თავის მოკვლა❤ ხომ იცი ყველაფერი კარგად იქნება :*

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s