ბუ უნდა მოფრენილიყო

მარტო იმიტომ მიხაროდა 11 წლის გახდომა, რომ ბუ უნდა მოფრენილიყო და მოეტანა წერილი. წერილი რომელშიც მოიწერებოდნენ რომ სასწავლებლად ჰოგვორდში მომიწევდა წასვლა. ამაზე ჩემი მშობლები რა თქმა უნდა გადაირეოდნენ, არსადაც არ გამიშვებდნენ, მეტყოდნენ რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რომ ჯადოქრები არ არსებობენ და ვიღაცამ იმაიმუნა. მე არ დავიჯერებდი და დაველოდებოდი მეორე წერილს, რომელსაც “ვინმე” მოიტანდა.  ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი არ იქნებოდა, ეცმეოდა უცნაურად, თუმცა შეეტყობოდა რომ დიდად მოუნდომებია, ცოტათი დაბნეული და გარკვივებული იქნებოდა, აღტაცებულიც და გაოგნებულიც იმით რომ ჩემს მშობლებს ჯადოქრების არ სჯერათ. თუ დაიჯერებდნენ მხოლოდ ბოროტ ჯადოქრობას აღიარებდნენ და ისევ უარზე იქნებოდნენ სადმე გავეშვი, თანაც სულ მარტო! მაგრამ ბოლოს შევეცოდებოდი და გამიშვებდნენ, თანაც უკვე დიდი გოგო ვიქნებოდი და შევძლებდი დამოუკიდებლად ყოფნას.

გავძვრებოდი პლატფორმა 9 და 3/4–ში, თავიდან შემეშინდებოდა, სუნთქვა შეკრული გავექანებოდი კედლისკენ, თვალებს დავხუჭავდი და… მატარებლით წავიდოდი, “იქ” მისულს სასწაულებით მოცული სამყარო დამხვდებოდა, სამყარო რომელზეც ყოველთვის ვოცნებოდი, სამყარო რომელში მე მე ვიქნებოდი და რომელშიც საკუთარ თავს აღმოვაჩენდი. ჩემს გვერდით “ჩემიანები” იქნებოდნენ. არ შემეშინდებოდა მარტოობის, იმიტომ რომ მე შინ ვიქნებოდი, სახლში, ჩემს სამყაროში, ჩემს სივრცეში.

საუკეთესო მოსწავლე ვიქნებოდი, კარგად ავითვისებდი ყველაფერს. სწრაფად ვისწავლიდი შელოცვებს.კარგად ვისწავლიდი აპარაცას რადგან გადაყოფის შემეშინდებოდა. ჩემი პატრონუსი მორიელი იქნებოდა, ჩემივე ჰოროსკოპის ნიშანი, რადგან ყველაზე კარგად ხასიათებით და თვისებებით ამ ქვეწარმავალს (ხო ქვეწარმავალია?) ვგევარ. ანიმაგუსი, რომ ვყოფილიყავი ალბათ გველად გადავიქცეოდი ხოლმე. მოქნილი, თითქმის შეუმჩნეველი და თუ საჭირო გახდა საშიშიც.

დავარღვევდი ყველა წესს რომლის დარღვევის საშუალებაც მომეცემოდა, იმასაც რომლის დარღვევის საშუალებაც არ მექნებოდა.ვიცი, რომ აუცილებლად გამოვიყენებდი ერთი–ორ აკრძალულ შელოცვას. გავიცნობდი იმ ხალხს რომლებიც “ერთ დროს პირველკურსელები იყვნენ”, წავიდოდი აკრძალულ ტყეში მარტო, ანდაც, მარტოს შემეშინდებოდა და ვინმეს გავიყოლებდი. ვესტუმრებოდი აკრძალულ სექციას, გავიცნობდი მოჩვენებებს და ვივლიდი მათ წვეულებებზე. მომინდებოდა მცოდნოდა პარსული და გული დამწყდებოდა როცა გავიგებდი, რომ ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. აუცილებლად მოვხვდებოდი მრუმე ქუჩაზე, შევივლიდი ერთი–ორ “ბნელ” მაღაზიაში. ვიოცნებებდ ვყოფილიყავი აურორი და “მენადირა” ბოროტ ჯადოქრებზე…

ყოველთვის როცა ცუდად ვარ, როცა ვერ ვარ ხასიათზე, როცა მოწყენილი ვარ, როცა რაღაც მინდა და ვერ გამიგია რა, ჰარი მეხმარება, ჩემი წიგნები…

ვერ ვიტან როცა ცარიელ თაროს ვუყურებ და ჩემი წიგნები ჩემს მეგობრებს აქვთ!!! აღარასდროს აღარავის აღარ ვათხოვებ.

პ.ს კომენტარები წიპა “ვაი შენს პატრონს” არ დავინახო ^_^ ტყუილად არ გამაღიზიანოთ თორე ერთი–ორი კაი შელოცვა ვიცი.

პ.პ.ს რა იქნებოდა ბუ, რომ მოფრენილიყო ჰა?

23 thoughts on “ბუ უნდა მოფრენილიყო

    1. siyvarulovna Post author

      არა, უნდა მეთხოვებინა რომ მერე აღარავისთვის მეთხოვებინა ^_^

      Reply
  1. Mari

    რა უნდა მრუდე ქუჩაზე ბნელ მარაზიებს?
    ისა და, არ მაინტერესებს, ონავართა რუკა და უჩინმაჩინის მოსასხამი ჩემია. დანარჩენი შენთვის დაიტოვე😛

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მრუმე (მლუსჰ)

      ონავართა რუკას ხელი უშვი :დ უჩინმაჩინის მოსასხამს გითმობ ^^

      Reply
  2. 1 წელი

    მარტო ერთი მინდა, ხელის ოდნავი მოძრაობით კარს ვხურავდე და მეტს არ ვინატრებ არაფერს ;პ

    Reply
  3. rockyourbaby

    vaimeee shen shemogevle mag buebshi da ocnebebshiii!!!natelaaa, ra qali xar!!ra gemrieli postia raaa!!!

    Reply
  4. LiLaC

    ძაან მაგარი პოსტია : ))) მეც ხშირად მიოცნებია სწორედ პოტერის ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრაზე : ))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რატომღაც მეც ძაან მომწონს ეს პოსტი, კითხვა არ მბეზრდება❤

      Reply
  5. Me Var

    მგონი ქვეწარმავლებზე უფრო მწერებს მიეკუთვნება ეგ :))

    არ ვიცი რატომ ვკითხულობ შენს ბლოგს🙂 მაგრამ ფაქტია – ვკითხულობ, თან ყველა პოსტს, ეს პოსტი საყვარელია, სხვებიც არის ხოლმე ხანდახან, მარა მე მაინც ყველას ვკითხულობ :)))

    Reply
  6. ჭინკა

    იუ ეგ იყო ჩემი ოცნება.. ერთხელ დამესიზმრა რომ ხელით ვჯადოქრობდი და რომ გავიღვიძე საგნეის ამოძრავება ვცადე ხელის დაძაბვით მაგრამ უშედგოდ და ძალიან დამწყდა გული.. :((
    10-12 წლამდე სულ ველოდებოდი ბუს..❤

    Reply
  7. ♥ Cherry ♥

    ეჰ ვინ იცის როგორ და რამდენ ხანს ველოდებოდი ბუს ((
    მერე გადამიარა )))

    Reply
  8. anna

    გარეკე ხო?
    ვაი შენს პატრონს :დ
    კაი, ვაი ჩვენს პატრონს :დ
    ვგიჟდები ჰარიზე❤

    Reply
  9. Kon Mu

    ჩემთანაც მოფრენილიყო რა… ჩემი ოცნებები დაგიწერია პოსტში:/

    Reply
  10. Kate_AlukaЯD

    ჩემი ბულთი მიყვარხარ :*:*:*:* ამხელა ძროხა ვარ აგერ 22 ვხდები მაგრამ მაინც ჩემს გულში ზიხარ :დ

    Reply
  11. emelini

    ggonia marto shen elodebodi bus fostas?me axlac vucdi imeds vitoveb iqneb sheeshala zvirfas joanas da merec akitxaven.mara ragac igvianebs da es sul ar momcons etyoba beber bus gamoatanes.ha ha ha.vai ra arachveulebrivad vaaafreen ise ra kaia ro vxvdebi ara?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ყველაზე მეტად ეგ მომენტი ასწორებს :დ რომ ხვდები რომ აფრენ :დ

      Reply
  12. cuga93

    ეჰ მეც ველოდი მაგ ბუს თავის დროზე, მარა არ მოფრინდა :))) ალბათ გზა აერია თორე მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ …

    Reply
  13. teennewson

    მე კი მინდოდა მაგ ბუს მოფრენა, მარა თავიდანვე რეალისტი ვიყავი და აღარ ველოდი… :დ🙂

    Reply
  14. ketusi

    ჯადოსნური ქვეყანა მოგიწყვია შენთვის❤
    მართლაც, რა იქნებოდა ის ბუ მოფრენილიყო,უFF

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s