დღე

8:00–ზე მაღვიძარა რეკავს. მეღვიძება, ჩემი დის სკოლაში წასვლის დროა. 9–საათისთვის სახლიდან ყველა გადის.მარტო ვრჩები და საშუალება მაქვს ცოტა ხნით კიდევ დავიძინო. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ახლახანს დავდე ბალიშზე თავი. ახლახანს იყო, სულ რაღაც 3 საათის წინ.

2–მდე წყნარად მძინავს. ბევრ სიზმარს ვხედავ, ვწრიალებ და ბოლოს გაბრუებული ვიღვიძებ. მცხელა. ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან პირველ, მეორე, მესამე სიზმარს. ვირევი და ბოლოს გადავწყვეტ რომ ავდგე და ვისარგებლო იმ სიჩუმით რაც სახლში მეფობს.

ვსაუზმობ მარტო, ტელევიზორი ფონისთვის მაქვს ჩართული და როგორც ყოველთვის რაღაც სერიალია, 3–მდე ხომ სერიალების დროა. მთელი საუზმის განმავლობაშ სიგარეტზე ვფიქრობ, მოვწიო არ მოვწიო…  გადაწყდა – არ მოვწევ. ინსტიქტურად ვდგები, ვიღებ ჩანთიდან ერთ ღერს, გავდივარ აივანზე და ვუკიდებ… ისევ ვფიქრობ: მოვწიო არ მოვწიო… ამასობაში ყავა მზადაა, ვისხამ ერთ ჭიქას და აივანზე გამაქვს, ვჯდები ძირს და ვიწყებ ფიქრს იმაზე მე რომ ფიქრი მიყვარდეს რაზე ვიფიქრებდი. არა, არ მიყვარს ფიქრი და ჩამქრალ სიგარეტს ვუკიდებ, ნაფაზს ვარტყამ, ცოტა ხანი წყანარდ ვარ და ბოლოს ღრმად ამოვისუნთქავ. მე ხომ არ მინდა რომ მწეველი გავხდე? არაუშავს, ერთიც და გადავაგდებ, მცივა. ვაქრობ სიგარეტს, აივნიდან ვაგდებ თთქოს არც–არაფერი, გაყინულ ყავას ვიღებ და ოთახში ვბრუნდები.

ამასობაში 5–საათიც გამხდარა, ფეისბუქში ზუსტად ვიცი რომ მარის მოწერილი დამხვდება “ნათია,სად ხარ?”. ვეტყვი მეძინა–მეთქი…

13 thoughts on “დღე

    1. siyvarulovna Post author

      ჯერ კომპის ჩართვა/გამორთვა ისწავლოს, მერე ინტერნეტში შესვლა, მერე ჩემი ბლოგი იპოვოს და აი მერე მოვეშვები ესეთ გულახდილობებს (მზე)

      Reply
  1. anna

    ვერ ხარ შენ !!
    აწი მეც მარის დავემსგავსები და გაკონტროლებ :დ

    Reply
  2. Kate_AlukaЯD

    შე მწეველო😐
    მოწიე ნატი მოწია უბრალოდ დამოკიდებულებაზე ნუ იფიქრებ :))) იცოდე რომ სიგარეტზე დამოკიდებულება არ არსებოს ეგ მიფია :)))) მენდე აგერ უკვე 8 წელი გახდება რაც მაგას ვამტკიცებ :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა რა დამოკიდებულება კაცო :დ მარა 8–წელი არ მოგბეზრდა თუ დამოკიდებული არ ხარ? :ფიქრ:

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s