“სრულწლოვანი”

როგორც წესი საქართველოში 18–წელი ითვლება ასაკად როდესაც სრულწლოვნად ითვლები. უფლება გაქვს მოიქცე ისე როგორც გინდა და როგორც გაგიხარდება,გადახვიდე ყირაზე და დაუშავო თავს ის რაც “გაგისწორდება”, წახვიდე სადაც გული გაგიწევს და საკუთარ თავზე პასუხისმგებელი მხოლოდ შენ იყო. 18–წლიდან მხოლოდ შენ და არავინ სხვა არის პასუხისმგელი შენზე, მხოლოდ შენ და არავინ უნდა იზრუნოს შენს შეცდომებზე, მხოლოდ შენ უნდა ისწავლო ჭკუა შენს შეცდომებზე და არავინ სხვამ… მაგრამ ეს ყველაფერი წესით..

სინამდვილეში ჩვენთან, საქართველოში 18–წელი არაფერსაც არ ნიშნავს, მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება გაქვს, დაგაპატიმრებენ და გაგასამართლებენ როგორც სრულწლოვანს თუმცა სხვა შემთხვევებში ბოდიშიც მოგვითხოვიაო მშობლებმა. წახვალ იქ სადაც ნებას დაგრთავენ, მიხვალ სახლში როცა გეტყვიან, და თუ საჭირო გახდა შენს მაგივრადაც გადაწყვეტენ ყველაფერს, შენს მაგივრად მოაგვარებენ პრობლემებს და შენ ისევ უსუსურ არსებად იგრძნობ თავს. მთლად ასე მწვავედაც არ არის სიტუაცია, მაგრამ არც ჩამოუვარდება.

სამაგიეროდ, თუ გექნება საკუთარი შემოსავალი და შეძლებ საკუთარი თავი მაინც არჩინო აი მანდ უკვე ჩათვალე, რომ “ხელ–ფეხი გაგეხსნა”. რატომღაც ჩვენთან, საქართველოში პრინციპად არის ჩამოყალიბებული:  “მე გარჩენ, ესეიგი მე ვწყვიტავ”.

 

 

 

პ.ს ქენით ვინმემ რამე და დამასაქმეთ რა😦

11 thoughts on ““სრულწლოვანი”

  1. Mari

    აწი დროა სამსახური იშოვო. შენს კისერზეა მთელი შენი თავი😀😀

    Reply
  2. Me Var

    არ ვიცი ეს უნდა გითხრა თუ არა, ოცნებაში, მიზანში და იმედში”მოსაქმებასავით” არ გამომივიდეს😦 დიდი ხანია 18ის აღარ ვარ, საკუთარი შემოსავალიც მაქვს მარა, ბევრი არაფერი შეცვლილა🙂 მხოლოდ ფულში არაა საქმე 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე მაგის იმედიღა დამრჩა და თუ მაგანაც არ მიშველა მაშინ არ ვიცი, ალბათ ისევ მირჩევნია ვეჩხუბო მამაჩემს და აღარ ველაპარაკებოდდეთ. რა ტკბილად მახსენდება ის 6 თვე❤

      Reply
    2. tamaRa

      ზუსტად ეგ უნდა მეთქვა🙂 დამოუკიდებლობა მხოლოდ ფინანსურ დამოუკიდებლობას არ გულისხმობს და არც მაშინაა შეუძლებელი, როცა საკუთარი ფინანსური შემოსავალი არ გაქვს…

      Reply
  3. anna

    აუ შენ რომ გისმენ ხოლმე, მაშინ ვაფასებ ჩემს თავისუფლებას …
    და აღარ მენატრებიან ჩემები ისე ძალიან :დ

    Reply
  4. vekoo

    კი, მეც ვეთანხმები. ვის ოჯახშიც ვარ იმის ქუდს ვიხურებ . ამიტომ აღარ ვწუწუნებ ღამისთევით სადმე გაშვებაზე – უბრალოდ “დაქალებთან” ვრჩები ხოლმე😛

    Reply
  5. Pingback: Tweets that mention “სრულწლოვანი” « Siyvarulovna's Blog -- Topsy.com

  6. Kate_AlukaЯD

    მე ეგეთი პრობლემები არ მაქვს ანუ როგორც იტყვიან ჩემი ტრაკის ქეიფზე ვარ :დ თუ როგორ არის ეგ გამოთქმა მოკლლედ :დ მაგრამ ფინანსურად რომ დამოუკიდებელი ვიყო აუჰ ^^ არ ვიცი რას ვიზავდი :ფიქრ: ალბათ უბრალოდ ფინანსურად დამოუკიდებელი ვიქნებოდი და ჯუჯღუნი არ მომიწევდა არაფერზე სხვა დანარჩენში გზა ხსნილი მაქვს :დ ნუ თითქმის ყველაფერში :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s