დროა

რამდენიმე დღეა ცხვირიდან სისხლი მაშინ მომდის როცა მოუნდება და თანაც ისე, რომ სანამ მარილიან ბამბას არ ჩავიდებ არ მიჩერდება. ბავშვობიდან ესე ვარ და “ნიჭიერება” გამოვიჩე და სუსტ კაპილარებს დავაბრალე. მაგრამ უკვე მომბეზრდა. გზაში, გაჩერებაზე, საუბრისას, კომპიუტერთან ჯდომისას, ძილის დროს, ნებისმიერ დროს შეიძლება უბრალოდ მთელი სახე სისხლით დამესვაროს. როცა გუშინ უკვე მერაღაცამდენჯერ მითხრეს რომ შესაძლოა ეს შიდა ქალის წნევა იყოს გადავწყვიტე ექიმთან მივედე = )) თავი უნდა მოვაბა.

ცხვირი და კაპილარები იქით იყოს და ნაღვლის ბუშტი მაქვს მისახედი. იმ საშინელი და სასტიკი შეტევის მერე აღარ შევუწუხებივარ კენჭს, თუმცა ღამღამობით ხანდახან თავს მახსენებს და ყრუდ, თავისთვის მტკივა ხოლმე. წესით მკაცრ დიეტაზე უნდა ვიყო. არც მჟავე–ცხარე, არც მწარე, არც ცხიმიანი არ შეიძლება, ამ ყველაფერს აიტანს ადამიანი მაგრამ აი სასმელიც რომ არ შეიძლება ეგ უკვე ოო… მითუმეტეს ლუდი. ამ უკანასკნელს კიდევ თავს არასდროს ვარიდებ, მაგრამ დროა უარის თქმაც ვისწავლო.

 

მოკლედ, სანამ თავიდან ბოლომდე ასაწყობი გავხდები და აღმოვაჩენ რომ ყველაფერი სამკუნალო მქონია, ჯობია მივხედო ჩემს თავს. ექიმთან თუ არ მივალ ისე მაინც გავუფრთხილდე :/

6 thoughts on “დროა

  1. niksologi

    “ამ ყველაფერს აიტანს ადამიანი მაგრამ აი სასმელიც რომ არ შეიძლება ეგ უკვე ოო… მითუმეტეს ლუდი.” – უხ, შენ შემოგევლე რა! 😉

    Reply
  2. knuti

    მე ჩამოვწერე ამას წინათ რამდენი რამ მაწუხებს და მართლა ხელახლა ასაწყობი ვარ 😐 აი ყველგან ხო დაკუჯრებული ადგილები მაქვს. ეგ საერთოდ საქსზ 😐 ყველაფერი მტკივა რა უბედურებაა

    Reply
  3. Kate_AlukaЯD

    მე მესმის შენი ბულთ :/
    ეგრე ვარ მეც მარა მეზარება მკურნალობის დაწყება :დ:დ:დ დავიღალე :პ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კაკ მინიმუმ დიეტით ვიწყებ, თორე აი ის საშინელება რომ მახსენდება მართლა მეშინია ხოლმე

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s