1 წელი

ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემმა ბლოგმა არსებობა დაიწყო. მთელი დღეა იმაზე ვფიქრობ რა დავწერო და როგორ “აღვნიშნო” ეს ამბავი, მაგრამ წესიერი ვერაფერი მოვიფიქრე.

ამ 1 წლის განმავლობაში დღითი–დღე მემატებოდა ვიზიტორები, ფეისბუქზე ხალხი პირადი მესიჯებით: “იცი, მე შენს ბლოგს ვკითხულობ”. თითქოს არაფერი, მაგრამ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს თითოეული მკითხველი და ვიზიტორი რომელიც ყოველდღიურად შემოდის. ვერ ვხდებოდი და ძალიან მიკვირდა რა აინტერესებდა ხალხს ჩემს ბლოგზე, რატომ შემოდიოდნენ და რით ინტერესდებოდნენ, მე ხომ უბრალოდ პირადი ბლოგი მაქვს, იმდენად პირადი რომ ხშირად ინტერნეტ დღიურადაც მოვიხსენიებ.

 

ამ ერთი წლის განმავლობაში დავწერე 314 პოსტი, დაიწერა 2,720 კომენტარი და ძალიან დიდ წარმატებად ვთვლი. არასდროს მიმინიჭებია დიდი მნიშვნელობა ვიზოტებისთვის, მაგრამ მათი  რაოდენობა 200–ს გადასცა.  მე მიყვარს ჩემი ბლოგი, მიყვარს თითოეული პოსტი, თითოეული კომენტარი და თითოეული მკითხველი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბლოგინგი არასდროს მომბეზრდება და მომავალ წელს კიდევ უფრო კარგად “აღვნიშნავთ” ამ “იუბილეს”.

 

17 thoughts on “1 წელი

  1. anna

    ბლოგის დამსახურებაა ახლა შენ რომ მყავხარ ^^
    მიყვარხართ შენ და შენი ბლოგი❤

    Reply
  2. Mari

    ვულოცავ, მრავალვიზიტორიანობასა და მრავალკომენტარიანობას ვუსურვებ.

    Reply
  3. »♥» ana «♥«

    გილოცავ შენ და შენს ბლოგს🙂 წარმატებები არსებობის მეორე წელს )) ჩემიც სულ რაღაც ერთი წლისაა ჯერ😀

    Reply
  4. knuti

    აუ ნათია, იცი როგორ სტილშ გაქვს დაწერილი? კოლმეურნეობები რომ წერდნენ

    ჩვენ დავკრიფეთ ჩაი 80 ტონა, სევაასრულეთ გეგმა 102 %–ით… და ბლა ბლა ბლა😀

    Reply
  5. knuti

    ერთი წლის განმავლობაში დავწერე 314 პოსტი, დაიწერა 2,720 კომენტარი და ძალიან დიდ წარმატებად ვთვლი. არასდროს მიმინიჭებია დიდი მნიშვნელობა ვიზოტებისთვის, მაგრამ მათი რაოდენობა 200–ს გადასცა << ტაში მეგობრებო, ტაში😀 გპირდებტ რომ მომავალ წელს ავალთ 500 უნიკალურ ვიზიტორამდე, გადავასწრებთ თავად სვითსა და დოინ ჯის…. ( ეს ხვიტორისა და ბუნიკეთის პონტში რა😀 ), დავწერთ უფრო მეტს და უფრო ხარისხიანად…

    ჰო კაი, გავალ ჩემით😀

    Reply
  6. Teaa

    gilotsav =)) me da chemi pirveli blogi exla vswavlobt rogor unda “arseboba”..=)) mec ise mainteresebs erti tve rom shemisruldeba ra emocia meknebaaa… =)))

    Reply
    1. Teaa

      ammm.. iqneb rogorme mitxrat ra es top. ge ze ki davregistrirdi magram chemtan rogor davdo? ra vidget unda tu ra unda saertod magas rom linki chavagdo da daidos?? sad unda chavagdo is linki ver gavige =((( :S help..

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s