შაგრენის ტყავი

ვერ გავიგე რატომ გახდა ეს წიგნი საქართველოში იმდენად პოპულარული, რომ 50–წიგნში პირველ ადგილზე გავიდა. მაგრამ ფაქტია ხალხს მოსწონს.

წიგნი ერთ უბედურ ადამიანზეა, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ერთხელ ვერ შესძლო ყოფილიყო ბედნიერი. ბავშვობა ფაქტიურად მამამ გაუმწარა მუდმივი კონტროლით და მკაცრი დისწიპლინით. ახალგაზრდობის წლები “სხვენში” გაატარა, 3 წელი სრულ სიღარიბეში იცხოვრა მომავლის იმედით, თუმცა სიყვარულმა გაანადგურა. ფულზე ოცნებობდა და ოცნება აუხდა. მან “ხელშეკრულება” გააფორმა შაგრენის ტყავთან, რომლის თანახმადაც მისი სურვილები პირდაპირპროპორცილად აისახებოდა მისი სიცოცხლის განგძლივობაზე. ცხოვრების გემო იგრძნო და გამოთხოვება გაუჭირდა. ცხოვრობდა განდეგილივით. ყველაფერი ჰქონდა რაზეც ოცნებობდა:ფუფუნება, შეეძლო ნებისმიერ ქალთან ყოფილიყო, თუმცა ეს ყველაფერი მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. ლექსიკონიდან ამოიღო სიტყვები “მინდა”, “მსურს”. ამ ხნის განმავლობაში ერთხელ არ გამოუხატავს სურვილი ვინმეს დახმარებოდა, მისთვის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი გახდა…

წიგნის მორალი? ის რომ ბედნიერება არ იყიდება? და რომ ბედნიერება ფულში არაა? ის რომ ცხოვრება ყველაზე ძვირფასია? ის რომ ყველაზე მშვენიერი ქალი და სიყვარული შეიძლება დამღუპველი გახდეს?ის რომ ადამიანები ვერ ვაფასებთ იმას რაც გაქვს? მოკლედ, ისეთი უამრავი პატარა რაღაცის სწავლა შეიძლება წიგნიდან, რომლებიც  ცხოვრებაში გამოგადგებათ, რომ კითხვის დროს თავადვე იქნებით გაკვირვებულები.

ცოტა რთული წასაკითხია, მიჭირდა შევგუებოდი ავტორის ენას. ნაწარმოები დატვირთულია უამრავი აღწერით, ვერ ვხდებოდი რა საჭირო იყო, მაგრამ იმისათვის რომ თავიდან ბოლომდე გადაეშვა მეცხრამეტე საუკუნის საფრაგნეთში და გაიგო რას გრძნობდა რაფაელი სხვადასხვა გასაჭირის თუ ბედნიერების დროს სწორედ ამდენი აღწერაა საჭირო.

ერთადერთი რაზეც გული დამწყდა დასასრული იყო. ძალიან ბანალური და არაფრის მომცემი დასასრულით. რაღაც უფრო მეტს ველოდი, მაგიას ან რამეს.. არ ვიცი რას, მაგრამ თუ სიკვდილია სხვანაირი სიკვდილი მინდოდა.

23 thoughts on “შაგრენის ტყავი

  1. ირმის ნახტომი

    ჩემთვის ამ წიგნის მორალი (ნუ მკითხავთ სად დავინახე) ის იყო, რომ არ უნდა ჩაიციკლო არაფერზე. უბედური ხარ? აქციე ეს უბედურება დღესასწაულად. უბედურებაშიც არის რაღაც (ვიცი, ძალიან ადვილად ვლაპარაკობ).

    Reply
  2. ilyaverse

    რაფაელს სუიციდი ჰქონდა განზრახული, მოხუცმა კი, ფატქობრივად, შაგრენის ტყავით გაუხანგრძლივა სიცოცხლე.. უბედური იყო და, სწორედ ამიტომ., ფიქრობდა თვითმკვლელობაზე… შეიქმნა ბედნიერი და სიცოცხლეს ეპოტინებოდა… მაგრამ , ჩემი აზრით, ის სიცოცხლეს კი არა, იმ მატერიალურ სამყაროს ვერ შორდებოდა,რომელშიც შაგრენის ტყავის საშუელაბით აღმოჩნდა. ის, მას შემდეგ ლამობდა შაგრენის ტყავთან განშორებას, რაც საწადელი აიხდინა, თავდაპირველად კი , შაგრენის ტყავი მას , ასე ვთქვათ, მესიად, მხსნელად ევლინებოდა (იმედგაცრუებული იყო). ანუ, ამ ყველაფრის საზრისი, ჩემი აზრით, ის არის რომ რთულია განშორება მასთან, რაც სიამოვენბას გგვრის, ყველანაირად ცდილობ დაძლიო წინაღობები , მაგრამ ბოლოს ,, ყველა გზა, საიქიოში მიდის”… ,,რაც ითქვა, უნდა ახდეს” -პრინციპია.

    Reply
  3. siyvarulovna Post author

    ხო, შაგრენმა გაუზანგძლივა სიცოცხლე,მაგრამ ბედნიერი მაინც ვერ გახადა. მისთვის მტავარი მატერიალური კეტილდღეობა ყო, მიაღწია და ვერც მაგან გააბედნიერა. როცა ბედნიერი უნდ აყოფილიყო ყოველთვის რაღაც გამოჩნდებოდა და აუბედურებდა.
    მატერიალური კეთილდღეობა მოიპოვა მაგრამ იყენებდა რამეში? არა.

    Reply
  4. anna

    გამაგიჟებ მე შენ ;დ
    სრულიად განსხვავებული გემოვნება გაქვს ჩემგან
    ალბათ ჰარი პოტერი ერთადერთია, სადაც დავემთხვით :დ
    თავის დროზე ძალიან მომეწონა ეგ ნაწარმოები, იმ ფუნქციას რასაც წიგნი უნდა ასრუელდებდეს, არაჩვეულებრივად ასრულებს, როგორც შენ თქვი, მორალს კარგად გვიკითხავს, მე ენაც მომწონს…
    ნუ მოკლედ, საქმე ამჯერადაც იმაშია რომ წიგნის ემოციური ფონი შენსას ვერ მოერგო :დ
    რამდენი ვიბოდე ^_^

    Reply
  5. Molly Bloom

    წიგნის პოპულარობა იმ სახელგანთქმულ ორმოცდაათეულში მოხვედრით არ უნდა იზომებოდეს, იმჰო🙂

    პოპულარული არა, უფრო ცნობადია და ე.წ. სავალდებულო წიგნების კატეგორიაში გადის. ნაკითხი თუ ხარ, შაგრენის ტყავიც უნდა იცოდე – დაახლოებით ასე,

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნამდვილად არ მგონია შაგრენის ტყავი ისეთი ნაწარმოები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე

      Reply
  6. Molly Bloom

    პოსტის პათოსით მივხვდი, რომ ასეა🙂 და ორივე ხელით გეთანხმები. სამწუხაროდ, ჩვენი “ნაკითხი” და “წიგნიერი” მასა სხვაგვარად ფიქრობს.

    Reply
  7. Jazzmena

    ჰმმ… ბალზაკის სხვა არაფერი წაუკითხავთ და იმიტო არის პოპულარული…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეჭვი მაქვს რომ უმეტესობას არც ეს აქვს წაკითხული, უბრალოდ ცნობილი სახელია, ფრაზა ამ ბოლო დროს “საქართველო შაგრენის ტყავივით პატარავდება” ხშირად ისმის და ამის შედეგია.

      Reply
  8. niniTo

    ფაქტიურად ის თანხმდება მიჰყიდოს სული ეშმაკს უზრუნველყოფილი მატერიალიზმის სანაცვლოდ. სწორედ ეს აზრია გატარებული თუნდაც დორიან გრეისა თუ ,,ნუგზარი და მეფისტოფელში”. ,,რაც ბრწინავს ოქრო არ არის”–სამწუხაროდ ვერც ფული, ვერც ამ ტიპის ,,კეთილდღეობა” ადამიანს ბედნიერებას ვერ მოუტანს. ეს მხოლოდ შორიდანაა მომხიბვლავი, თორემ მოპოვებისთანავე დიდ სიცარიელეს აღმოაჩენ–ოღონდ უკვე სულიერს…
    დასარულს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ეს ბანალურობა აახლოვებს რეალობასთან, ენა კი.. ენა ძალიან ნორმალურია, ფაქტია, ღამე 5 სთ თავი ვერ ამაწევინა სანამ არ მოვრჩი:)))

    Reply
  9. Kate_AlukaЯD

    მე თვითონ ბალზაკი არ მიყვარს… თუმცა “შაგრენის ტყავი” რომ წავიკითხე მახსოვს რომ მომეწონა მგონი 8 კლასში ვიყავი მაშინ…
    რამდენიმე წლის წინ “დორიან გრეის პორტრეტი” რომ წავიკითხე რაღაცით მივამსგავსე ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთს🙂

    Reply
  10. Violet Blogger

    წავიკითხე შაგრენი ტყავი რამდენიმე თვის წინ. მომეწონა, მაგრამ რომ გითხრათ გადავირიე და გავგიჟდი მეთქი, ასე არა.
    ყველამ უნდა წაიკითხოს ჩემი აზრით,
    რადგან არის ბევრი რამ ისეთი, რისი გადმოტანა და გათვალისწინებაც შეიძლება ცხოვრებაში.

    Reply
  11. ქეთ

    წიგნი ცხოვრებაზეა, რომელსაც სურვილებით და ამ სუვილების მიღწევის გზების ძიებით ვამრავალფეროვნებთ რათა თავები არ დავიხოცოთ და დროებით გადავდოთ ჩვენი სიკვდილი. წიგნი ცხოვრებას გვანახებს, სადაც ძალაუფლების გარეშე ადამიანი მიუღებელია საზოგადოებაში. წიგნი გვანახებს, რომ ცხოვრება 2 ნაირია ერთი პოლინასნაირია სულ შეგვიძლია ვიპოვოთ და მეორე თოდორასნაირი რომელიც მიუღწეველი გვგონია. წიგნი კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ მთავარია სურვილი და ყველაფერი მიღწევადია, მთავარია იცოდე,რამდენს აიტან! წიგნი საკმაოდ ამბიციურს გახდის ახალგაზრდას, და 1000ნაირ სურვილს გაუჩენს, რადგან მრავალი მოწოდებაცაა ამ წიგნში!!!!

    Reply
  12. prodigycow

    შაკრენის ტყავი იყო უკანასკნელი წვეთი ჩემთვის😀
    მაგის მერე 19–ე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურას აღარ გავეკარები

    Reply
  13. faifuris angelozi

    მეორედ ჩაუჯექი ამ წიგნს და ბევრ რამეს იპოვი) ყველაზე მთავარი ამ წიგნში ისაა რომ რაფაელს არ გააჩნია ნებისყოფა,ნებისმიერ შემთხვევაში სუსტია თავის სურვილებთან მიმართებაში და არ შეუძლია ცხოვრების იმ კუთხით აღქმა რომლითაც საკუთარი თავის თავისუფლებას მოიპოვებს.

    Reply
  14. maia

    რაფაელს ერთხელაც არ მოსვლია თავში კაცობრიობისთვის სიკეთე მოეტანა –მოესპო ბოროტება, შიმშილი, ავადმყოფობა.
    დასკვნა: როცა ადამიანს წარმართავს ეგოისტური ზრახვა, ის ისედაც მკვდარია.
    P.S. ალბათ ყველას წარმოუდგენია რა მოხდებოდა, შაგრენის ტყავი ჰიტლერს ან აღმაშენებელს რომ ჩაეგდო ხელში ( ორი უკიდურესობა მომყავს მაგალითად)
    ჩემი აზრით,შაგრენის ტყავი ამიტომაა გენიალური–კითხვას უსვამს მკითხველს: რამდენ სურვილზე იყოფა ერთი ცხოვრება?
    რაფაელს ერთი სურვილითაც კი შეეძლო უზომოდ ბედნიერი გამხდარიყო–ხალხისთვის სიკეთე მოეტანა და ამით უკვდავი გამხდარიყო. სამწუხაროდ, ტვინი არ ეყო ამისთვის…

    Reply
  15. monte kristo

    რა სისულელეა, გაიხსენეთ როდის დაიწერა რომანი რამეს ხომ არ გახსენებთ? დორიან გრეის პორტრეტს ალბათ. ღმერთმანი ნრტავ რას გააკეთებდით თქვენთვის რომ მოეცათ უსაზღვრო ძალაუფლება, აი ზევითა კომენტარი მომხვდა თვალში და გამეღიმა, ბოროტება, შიმშილი, ავადმყოფობა? მაგარი სურვილი იქნებოდა დედა ტერეზასთვის . მოდით ფამილიარობას თავი დავანებოთ აქ ყველა ჩვენიანი ვართ, ადამიანის არსიც ეს არ არის გულაობა და ბოლოს სინანული

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      დორიან გრეი არ მომწონს :./ ერთადერთი წიგნი იყო რომელიც იმდენად არ მომწონა რომ კითხვაც აღარ გავაგრძელე.

      რაც შეეხება სურვილებს. ალბათ ეგეთ ძალაუფლებას სულ რომ არაფერი მქონდეს მირჩევნია

      Reply
  16. ბექა

    მე დასაწყისი უფრო მომეწონა ვიდრე დასასრული:/

    Reply
  17. rockermeloman

    არ მოგეწონა? საინტერესო ვინმე ხარ რა :დ ასეთი კუთხით არ უნდა მისდგომოდი, ჯერ ერთი რა აუცილებელია წიგნში რამე ეძებო? წაიკითხავ და თვითონ გეპოვნინება🙂 და მეორეც, იქნებ ცუდ ასაკში წაიკითხე? მე მაგალითად 13 წლისამ წავიკითხე და ლამის გავგიჟდი ისე მომეწონა🙂 ეხლა ასე აღარ აღვფრთოვანდებოდი…

    Reply
  18. ანი

    მე ძალიან მომწონს ეს რომანი და ვთვლი რომ თავისი ორიგინალურობით გამოირჩევა, მართალია ცოტა რთული ენითაა დაწერილი, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის. ვერაფერი ბანალური ვერ ვნახე

    Reply
  19. .....

    აუ დამეხმარეთ რაა გთხოვთ და მიპასუხეთ ამ კითხვაზე… რატომ არჩია რაფაელამა თავი მოეკლა ღამით და არა დღისით??

    Reply
  20. sali

    ver dagexmarebi simartle gitxra zustad agar maxsovs magram ise dzalain magari wignia ragacit dorian greis gavs

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s