ნდობა

ნდობიბის მოპოვება საკმაოდ რთულია, დაკარგვა 1 წამის საქმეა

 

ენდობი ადამიანს და მიზეზად ათას რაღაცას ასახელებ:

  • კეთილია
  • დიდი ხანია იცნობ
  • კარგ ოჯახშია გაზრდილი
  • ეს ცუდს არ იზამს
  • ეკლესიურია
  • მეგობარია

მოკლედ, მიზეზი უამრავია იმისთვის, რომ შენი ვინმესადმი ნდობა გაამართლო. ენდობი ყოველთვის, ჭირში თუ ლხინში. ასეთ დროს თავში აზრად არ მოგივა, რომ შეიძლება გიღალატონ, შეიძლება თხასავით გაგყიდონ, შეიძლება იმედები გაგიცრუონ. მოგივა აზრად და მაშინვე უკუაგდებ, საკუთარ თავსაც დაადანაშაულებ ეს როგორ ვაკადრეო. გავა დრო და ერთ საღამოს უცბად აღმოაჩენ რომ ეს ის არ ყოფილა. რომ თურმე სულ არ იცნობდი, თურმე უბრალოდ ვიღაცას ენდობოდი დაუმსახურებლად.

აღარ ვიცი ვის უნდა ვენდო. ვერასდროს მიხვდები რა შეუძლია გააკეთოს ადამიანმა. ყველაზე ამოუცნობი არსებაა.

აღარ მჯერა ადამიანების, ვეღარ ვენდობი. მეშინია იმ ნდობის, რომელსაც არ იმსახურებენ. უადამიანობაც არ მინდა. სჯობს შორს ვიყო ყველანაირი ადამინისგან ვიდრე ახლოს და უცბად “გულს ლახვარი მკრას”. საშინელებაა როდესაც შენი აღარ სჯერათ.

ვერ ჩავწვდი “ღალატის” მიზეზის, არ მესმის მისი.

მაგრამ მჯერა და მიუხედავა ყველაფრისა, რომ მოვიდეს და მკითხოს მენდობიო? ვუპასუხებ – კის. არ მინდა ავდგე და ხაზი გადავუსვა როგორც არარაობას, როგორც ნაძირალას, როგორც უკანასკნელ ადამიანს, ის ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, და არა მარტო ჩემთვის.

6 thoughts on “ნდობა

  1. Mari

    მასეთია ცხოვრება. თანდათან ყველაფერი უფრო და უფრო ნაკლებად გაგიკვირდება და სულ უფრო ნალკებად გეტკინება ეგ ყოველი მომდევნო ლახვარი. ამაზე რეალური დამამშვიდებელი არ ვიცი. ისე კი უნდობლობა და ყველაფეზე ეჭვის თვალით ყურება მაგრად გაგაწვალებს. თუ ღალატია, მაინც გიღალატებენ😦

    Reply
  2. vekoo

    ამიტომაც აღარ ვენდობი არავის (თითქმის არავის). ხო ძალიან ბევრი ვითომდა ახლო მეგობარი მყავს, მაგრამ აჩოს, ნინოს, თამთას, თაცას გარდა მაინც არ ვენდობი არავის.
    ხო, კიდე ერთია ნდობის კანდიდატი ^_^

    Reply
      1. siyvrulovna

        იმედია გაგიმართლებს ყველა❤ ძალიან რთულია როცა რაღაც ნიტო ხდება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s