რის გამო შეიძლება შემომაკვდეს ადამიანი

არასდროს მიტრაბახია ჩემი სამშობლოთი, არასდროს გამომითქვამს ხმამაღლა ჩემი პატრიოტობა, უბრალოდ საჭიროდ არ ვთვლიდი.

მე მიყვარს საქართველო. არა იმიტომ, რომ უბრალოდ გამორჩეულია ათასი რამით და ა.შ… უბრალოდ ეს ის ადგილია სადაც დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი. მე ვიცი საქართველოს ისტორია და ეს მწირი ცოდნა  ხელს მიწყობს  მიყვარდეს საქართველო. ისტორიის კითხვისას ვგრძნობ და მტკივა ის წაგება, ღალატი, მუხანათობა, მტრები რაც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. ისტორიის კითხვისას ვგრძნობ და მიხარია ყოველი გამარჯვება.

შეიძლება ხმამაღლა ნათქვამია მაგრამ, მე რაღაც მაინც ვიცი საქართველოს წარსულზე და საოცრად ვღიზიანდები როდესაც ვიღაც სასმლით აყროლებული ჩერჩეტი სამშობლოს სადღეგრძელოზე მოკვდება საქართველოს სიყვარულით, დაჯდება და ამბობს რომ აფხაზეთი ჩვენი არასდროს ყოფილა, რომ თურმე საქართველო V დან VIII საუკუნემდე და XI დან  XIV საუკუნემდე არც არსებობდა, რომ თურმე საქართველო იმ დროინდელ რუკებზე არც არის და არც ყოფილა. თურმე ისე დაცემულა საქართველო არაბების და მონღელების დროს რომ ერთიანად ამოწყვეტილა ყველა. ამას თავი დაანებეთ და XII საუკუნის ოქროს ხანა, თამარის მეფობა ჭირსაც წაუღია? როდესაც არ მოგერიდება, ადგები და სუფრაზე წიგნს დაუდებ ცხვირ წინ, გადაუშლი რუკებზე და ანახებ რომ აფხაზეთიც საქართველოს ეკუთვნის და XIII საუკუნის რუკაზე რატომღაც საქართველოს კონტურები ისევ არის და აწერია საქართველო და არა მონღოლეთი და მაინც უტიფრად რომ აგრძელებს თავისი “სიმართლის” მტკიცებას რა უნდა თქვა? უნდა ადგე და ის წიგნი ჩაარტყა თავში. უბრალოდ მომერიდა იმდენ ხალხში, თან მამისტოლა კაცი იყო.

არასდროს ვლაპარაკობ საქართველოს ისტორიასა თუ აწმყოზე მიუხედავად იმისა, რომ 1–2 სიტყვა მეთქმის, არ გავკივი ბოლო ხმაზე რომ საქართველო მიყვარს და მის გამო ჩემი სიცოცხლე ეშმაკსაც წაუღია, მაგრამ მსგავს სიდებილეზე შეიძლება ვიღაცა სასტიკად შემომელანძღოს ან შემომაკვდეს.

 

6 thoughts on “რის გამო შეიძლება შემომაკვდეს ადამიანი

    1. siyvarulovna Post author

      არა არა, ეს უფრო ზაქარეიშვილის გავლენაა, ჩემი სკოლის მასწავლებლის. უძლიერესი ისტორიკოსის❤

      Reply
  1. anna

    ლოოოოოლ :
    კიდევ ვერ მოინელე ეგ ამბავი?
    მაგ დროს ერთი მარტივი გამოსავალია: დასცინეეეე :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s