ქორწილი

ბავშვობაში როდესაც რომანტიკოსობის ნიშნები მეტყობოდა ვოცნებობდი დიდ თეთრ კაბაზე, ფატაზე და უზარმაზარ ქორწილზე. დროთა განმავლობაში რაც ჭკუა მომემატა თუ დამაკლდა მივხვდი, რომ არ გავთხოვდები. უბრალოდ ქმარს არ მოვაშლევინებ ნერვებს. მერე მარტივად ადგე და გავშორდე არც ისე ადვილი იქნება ჩემთვის. ქმარი კიდევ ზუსტად ვიცი, რომ ნერვებს მომიშლის, ქართველი კაცი აზიატობას არ დაივიწყებს. ამ ფიქრების და როგორც დედაჩემი იტყოდა უკუღმართი აზრების ბრალია რომ ამაზე ფიქრი დავიწყე.

რამდენიმე დღის წინ ქორწილში ვიყავი, ვუყურებდი როგორ უხაროდათ და როგორ უციმციმებდათ თვალები როდესაც მღვდელი ჯვარს სწერდა. ვუყურებდი როგორ დადიოდნენ ხელჩაკიდებულები და როგორ არ აინტერესებდათ უკან ვინ მოჰყვებოდა. ვუყურებდი გოგოს თეთრ კაბაში გამოწყობილის და ის თავს დედოფლად გრძნობდა, მისი დღე იყო. ერთი პერიოდი ისიც გავიფიქრე ალბათ ამ დღისთვის მაინც ღირს იმ რისკზე წასვლა, რასაც გათხოვება ჰქვია–მეთქი, მაგრამ მალევე დავივიწყე.

ქორწილთან დაკავშირებით პატარ–პატარა ცრუწმენები არსებობს, მაგალითად:

  • სიძე–დედოფლის მაგიდიდან შოკოლადის აღება;
  • იმ თეფშის ნამტვრევების აღება და ბალიშის ქვეშ დადება, რომელსაც ნეფე–დედოფალი ოჯახში შესვლის წინ დაამტვრვეს;
  • პატარძლის მიერ ნასროლი თაიგული და დამჭერის მალევე გათხოვება.

დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავი არსებობს, მაგრამ ეს სამიც საკმარისია. თითოეული ცრურწმენა დაახლოებით “ჩემი წყალი გადმოგსხმოდეს” აზრის მატარებელია. ჰოდა ვისაც გათხოვეა და ოჯახი გსურთ გადმოგსხმოდეთ მათი წყალი, მე კიდევ უბრალოდ მშვიდად ცხოვრება მირჩევნია ჩემს შვილთან ერთად.

10 thoughts on “ქორწილი

  1. 13th

    მეც არ მიყვარს ქორწილი არც სხვისი, და არც საკუთარს ვგეგმავ. ვცხოვრობ საყვარელ ადამიანთან ერთად და ვზრდი არაჩვეულებრივ შვილს და ქორწილი და ღრეობა რომ არ მქონდა, სულაც არ მადარდებს.

    ჩემი დაქალების უმრავლესობა მიჩიჩინებს, რომ ქალს ცხოვრებაში ერთხელ უნდა ქონდეს ეს “ბედნიერება” (სხვების გამოძღომაში ბედნიერების პოვნაში ცოტა ეჭვი მეპარება).
    მე კი მირჩევნია ის 10.000 რომ დამეცეს თავზე (რომელსაც ვალში იღებენ ხოლმე, რაც არ მესმის და ვერასოდეს გავიგებ), ქორწილი კი არ გადავიხადო არამედ წავიდე საოცნებო ქვეყანაში, დავათვალიერო, ვიშპონგო, ვისიამოვნო ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ნაედინე, და არა… უფ, გავუტიე. არ მევასება მეც ქორწილები მოკლედ🙂

    Reply
  2. anna

    ქორწილი არ მინდა , თავის თეთრი კაბით და ჯანდაბებით ^_^
    ოდესმე აუცილებლად გავთხოვდები❤ everybody needs somebody-ს პრინციპით :დ

    Reply
  3. xat

    მე კიდევ უბრალოდ მშვიდად ცხოვრება მირჩევნია ჩემს შვილთან ერთად.
    mechveneba tu egoistob? “bavshvs mama schirdeba”-s principit tu vimsjelebt

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბავშვს მამა სჭირდება კი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მამას სულ არ გყავდეს სჯობს❤ ასე რომ ეგოისტობა არაფერ შუაშია

      Reply
      1. Mari

        კაი ერთი. როგორ ისეთს მაინც? რა იცი როგორი იქნება და ბავშვს თავიდანვე რატომ ართმევ უფლებას, რომ მამა ჰყავდეს? ეგოისტური გამოსვლაა ნამდვილად.

  4. leluka

    rac ginda is daarkvi shen, magram me movipare dakalis korcilshi tepshis natexi da damesizmra gio, ganvitarebuli movlenebis shesaxeb tavadac plob infos🙂

    arada arc me mjera msgavsi rameebis😀

    ui kide erts mogikvebi.

    orsulad rom vikavi, guriashi momicia casvla zapzulshi. ert dgesac otaxshi var da shemomixta gios bidzashvili. midi ra lelu kvercxi mogvpareo🙂 tan amixsna lokachxvletia patara gekolebao. aba sascrapod mousvi akedan she crumorcmunetko ki vutxari, mara sitkva ar mkonda damtavrebuli budeebis dzebna davicke da kvercxic movipare🙂
    hoda exa mkavs lokachxvletia nikolozi🙂

    gind daijere gind ara!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, შენი ლოყებჩხვლეტია ბიჭი კი ვიცი❤

      მედო ის თეფშის ნატეხი ბალიშის ქვეშ და საერთოდ არაფერი დამსიზმრებია❤

      Reply
  5. pataraperia

    ar vici chemo kargo crurwmenebis ra mogaxseno, magram ai taigulis ambavi ki nagdad sakutar tavze gamovcade )))))) tak shto ubralod daemtxva tu martalia eg agar viciiiii

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s