just

მას შემდეგ რაც გამოცდებს მოვრჩი გავიძახი სოფელში მივდივარ დასასვენებლად–მეთქი. რამდენიმე დღის წინ, დილით მოულოდნელად (როგორც ყოველთვის) მომინდა ავმდგარიყავი და წავსულიყავი. არავინ დამიშალა, არც არავინ შემეხვეწა დარჩიო და წავედი.

მიყვარს იქ ყოფნა. ჩემს დედაშვილებთან ჩავდივარ ხოლმე. როგორც წესი, ყველგან თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ იქ განსაკუთრებით ძლიერ მაქვს ხოლმე განვითარებული ეს გრძნობა. დეიდაშვილები ბიჭები არიან, მეგობრებიც რატომღაც ბიჭები ჰყავთ🙂 და მთელი დღე უამრავი ბიჭის გარემოცვაში ვატარებდი დროს, თავი სამოთხეში მეგონა.

იქ ყოფნის დროს მივხვდი, რომ შემიძლია გავძლო ინტერნეტის გარეშე იმდენი ხანი რამდენიც საჭიროა, მაგრამ არა ფეისბუქის და ბლოგის გარეშე (რა კარგია, რომ ბალზე ფეისბუქი უფასოა). იმასაც მივხვდი, რომ ჩერჩეტი და ვითომ იუმორის გრძნობის მქონე ბიჭების ატანა არ შემიძლია, მაშინვე საშინელი სწერვა ვხდები ხოლმე და საწყალი ის ვინც ჩემს ყბაში ჩავარდა ^_^  ასევე აღმოვაჩინე, რომ არაჩვეულებრივი მიზანი მაქვს. კისტის თოფით დავდიოდი და ტყვიებს აქეთ–იქით ვისროდი. ნუ მთლად აქეთ–იქითაც არა “სგუშონის” ცარიელ ყუთებს ვახვედრებდი არაჩვეულებრივად.

შემწვარი თუ დამწვარი ბეღურები :|

შემწვარი თუ დამწვარი ბეღურები😐

გავიგე, რომ თურმე ყველანაირი ჩიტის ჭამა შეიძლება😐 დახოცილი ბეღურები რომ მათრიეს და დამიყარეს მაგიდაზე გაპუტეო, გული გამისკდა. იმ საცოდავების მოკვლა, გაპუტვა, შეწვა და შეჭმა იქნებოდა? მეორე დღეს შაშვი მოიყვანეს და ყვავზე სანადიროდ გავიდნენ. დღეს დილით რაღაც ულამაზესი ჩიტი მოათრიეს, თურმე ისიც იჭმევა.

დღეს ჩამოვედი, ისიც იმიტომ რომ ხალხი მომენატრა, ჩემი ბავშვები🙂 რამდენიმე დღესიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ ფეჩთან, დივანზე მოკალათებული წინით ხელში და იმ ადამიანებთან, რომლებიც სულ იმის ცდაში არიან ოღონდ რამე მასიამოვნონ.

ხო კიდევ, იქ პაწაწუნა კურდღელბი ჰყავდათ. სულ რამდენიმე დღისები. ისეთი მოცუცქნულები იყვნენ ხელში მეტეოდნენ. მაგრამ დედა ბრაზობდა რომ ვიყვანდი და იძულებული გავხდი მათ გალიას მოვშორებოდი.

11 thoughts on “just

  1. Mari

    ” მთელი დღე უამრავი ბიჭის გარემოცვაში ვატარებდი დროს, თავი სამოთხეში მეგონა.” – looooool ნათ, მოვკვდი სიცილით:mrgreen:

    იმედია ეგ საწყალი ჩიტები შენ არ გაგიპუტავს, თორემ აღარ გამეკარო იცოდე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე არა😐 პირიც კი არ დამიკარებია :დ აი შაშვი ვჭამე❤ ოღონდ დამწვარი იყო :დ და არ მომეწონა

      Reply
      1. Mari

        ვაიმეეე, როგორ ქენი ეეგ? შაშვი იცი რა საყვარელია ცოცხალი? მყავდა მე მაგის ბარტყი. როგორ შეიძლება მაგის მოკვლა😦

  2. anna

    მმ… ბიჭები <3<3
    კარგი ბიჭები იყვნენ:?:დ
    მაგიტომ მიდიოდი შენ გამწარებული სოფელში ^_^ მოღალატევ:დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      საჭმელად, მიუხედავად იმისა რომ ხორცი არ აქვს და მხოლოდ ძლებს აკნატუნებენ :ფიქრ:

      Reply
  3. მოხეტიალე

    ჰოდა სწორედ მაგიტომ ვერ ვხვდები, ხორცი არ აქვს და არა მგონია ძვალი დიდი ჰქონდეს.
    მოკლედ, ჩემი აზრით ბეღურების დახოცვა – მხეცობაა!

    Reply
  4. siyvarulovna Post author

    ჰო, არც ბეღურებს აქვთ ხორცი და ძვლებს აკნატუნებდნენ. მე არ მიჭამა და არ ვიცი როგორია ^^

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s